ალვარო არბელოა:"მილანთან" მატჩში ბევრს ელიან"

ალვარო არბელოა ოთხშაბათს კვლავ ბრუნდება მოედანზე მას შემდეგ, რაც გამოტოვა "მარსელთან" მატჩი ტრავმის გამო. "შეხვედრა "რეალსა" და "მილანს" შორის საუკეთესო სანახაობაა ევროპაში. ტრავმა მოვირჩინე და იმედია მალე ჩავდგები ჩვეულ ფორმაში". "ვალიადოლიდთან" თამაშის შემდეგ ალვარომ განაცხადა, რომ გუნდმა კარგი პირველი ნახევარი ჩაატარა და ასევე ოვაციებით მოიხსენია გუნდის კაპიტანი რაული.


როგორ ფიქრობთ, თქვენ განაცხადში შეგიყვანეს იმიტომ, რომ ფეხბურთელების დანაკლისი იყო თუ უბრალო ფორმალობის გამო?

მე ვესაუბრე მწვრთნელს. დიახ, ეს მართალია. გუნდში იყო 18 ფეხბურთელი, მაგრამ მე სამი დღის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი. ჯანმრთელობასთან პრობლემები მქონდა, მაგრამ ისეთი არაფერი.

როგორ გრძნობთ თავს "მილანთან" თამაშის წინ?

დღეს თავს უფრო კარგად ვგრძნობ. იმედია ტკივილები გამივლის და ოთხშაბათისთვის მზად ვიქნები. ერთი თვე ტრავმირებული ვიყავი და ვიცი, რომ პირდაპირ ძირითადში ვერ ვითამაშებ.

ალვარო არბელოა:"მილანთან" მატჩში ბევრს ელიან"

როგორ მოგეწონათ დაცვის ხაზი გუშინდელ შეხვედრაში?

კარგად ჩავატარეთ პირველი ტაიმი და მოულოდნელად "ვალიადოლიდმაც" ცოტათი წინააღმდეგობა გაგვიწია. მეტოქე გუნდი აუცილებლად უნდა დააფასო. მაინც ვფიქრობ, რომ თამაშს მატჩის ბოლომდე ვაკონტროლებდით. სწორი გზით მივდივართ. სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ყოველთვის ძნელია კარგად ითამაშო. კმაყოფილები უნდა ვიყოთ.

ალვარო არბელოა:"მილანთან" მატჩში ბევრს ელიან"

როგორ გუნდად მიგაჩნიათ "მილანი"? რას ელით მეტოქისგან?

იტალიური კლუბი სერიოზული მეტოქეა. მათ გუნდში თამაშობენ დიდი ფეხბურთელები და მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ცუდ დროებას განიცდის, ვფიქრობ ამაზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ძალიან ბევრს ელიან ამ შეხვედრისგან. მატჩი "რეალსა" და "მილანს" შორის საუკეთესო სანახაობაა ევროპაში და ჩვენც მოუთმენლად ველით ამ შეხვედრას. ყველას უნდა ვაჩვენოთ, თუ რა შეგვიძლია.

ალვარო არბელოა:"მილანთან" მატჩში ბევრს ელიან"

ნახეთ რა მოხდა გუშინ "ლივერპულის" შეხვედრაში?

ცუდია, რომ მსაჯმა არ იცის წესები და არ შეაჩერა მატჩი. არ ვიცი, გაასაჩივრებს თუ არა "ლივერპული" არბიტრის გადაწყვეტილებას.

უყურეთ როგორ თამაშობდა გუშინ რაული? რამდენი ხანი დარჩება ის გუნდის კაპიტნად?

მანამ, სანამ არ დაიღლება (იცინის). საქმე იმაშია, რომ გუშინ მან ყველას დაანახა, რომ დიდებული ფეხბურთელია. მან ზედიზედ ორი გოლი გაიტანა. რაულზე ყოველთვის ილაპარაკებენ. გუნდში მუდამ ისაუბრებენ მის გოლებზე, მის მუშაობაზე, მის მიღწევებზე. .. ის სამაგალითო კაპიტანია. გასახდელში არავის ეპარებოდა ეჭვი მის სიტყვებში და მის შესაძლებლობებში.

ფიქრობთ, რომ "რეალი" კარგად თამაშობს და აკმაყოფილებს მწვრთნელის მოთხოვნებს?

ჩვენ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ გვყავს დანაკარგებიც. ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. მწვრთნელს ჰყოფნის დრო და ჩვენთან ერთად მუშაობს. ყველა გავივლით გზას და მივხვდებით, თუ რა შეგვიძლია. იდეები, რომლებიც აქვს ჩვენს მწვრთნელს, ყველანი იდეალურად ვთვლით. ჩვენ ძიების პროცესში ვართ.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • faqo
  • 18 ოქტომბერი 2009
  • 1341
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)