დელ ბოსკე: " კასილასი, ხავი და ალონსო, შეუცვლელნი არიან"

დელ ბოსკე: " კასილასი, ხავი და ალონსო, შეუცვლელნი არიან"


"ფურია როხას" დარმიგებელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ხაზი გაუსვა კასილასის, ალონსოსა და ხავის მნიშვნელობას ნაკრებში.


"ამ გუნდმს უყვარს ახალი გამოწვევები და არ დაიღალა გამარჯვებებით.გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს"

"ჩვენ ერთად ვიყავით 40 დღის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. ყველა მოთამაშე, მიმართული იყო მხოლოდ გამარჯვებისკენ."

"2008 წლიდან წარმატებით ვატარებთ გუნდის გაახალზრდავების პროცესს, ამ ხნის განმავლობაში ბევრი მოთამაშე გამოვცადეთ. ჩვენ კიდევ ვაპირებთ პროცესის გაგრძელებას."

"მე პატივს ვცემ მათ აზრს ვინც ჩვენს ნაკრებს აკრიტიკებს მოსაწყენი სტილის გამო. მაგრამ მე არასოდეს ვამტკიცებ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სათამაშო სტილი. გავითვალისწინებთ კრიტიკას და ბევრს ვიმუშავებთ, რომ გულშემატკივარს ახალ ახალი სპექტაკლი შევთავაზოთ."

"კასილასი, ხაბი ალონსო და ხავი ერნანდესი შეუცვლელნი არიან. რომ არა მათი გარჯა, ვერ შევძელბით სამი უმნიშვნელოვანესი ტიტულის აღმართვას. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მათი ღირსეული შემცვლელი ვიპოვოთ, მაგრამ ეს ძალზედ რთული იქნება."

"რაც შეეხება მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებას, ეს მხოლოდ კლუბში უნდა გადაწყდეს. ჩვენ ყველა ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს. ხავი და კასილასი ესპანელები არიან და აქედან გამომდინარე უწევთ კლუბებს შორის დაპირისპირების დავიწყება."

"ევრო-2012 შემდეგ არ ვაპირებ დასვენებას. ახლა მადრიდში ვარ და ვმუშაობ, ბევრი სამუშაო დამიგროვდა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ახლოვდება."-განაცხადა დელ ბოსკემ.




ინფორმაციის წყარო: Merengues.ru, As.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)