პეპეს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ

მადრიდის "რეალი" აპირებს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს პორტუგალიელ მცველ პეპეს.


"სამეფო კლუბი" აპირებს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს ცენტრალურ მცველ პეპეს. პორტუგალიელს გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება 2012 წლის 30 ივნისს. ფლორენტინო პერესსა და ხორხე ვალდანოს პეპე მანუელ პელეგრინისთვის ერთ–ერთ წამყვან ფეხბურთელად მიაჩნიათ. ასე, რომ "ბლანკოსის" პრეზიდენტი აპირებს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს ორი ან სამი წლით ანუ 2015 წლამდე.

მოლაპარაკებები ორივე მხარეს შორის უკვე დაიწყო. პეპეს აგენტი ჟორჟე მენდესი, რომელიც ასევე კრისტიანო რონალდოს აგენტიცაა გუშინ ჩაფრინდა პორტუგალიიდან მადრიდში, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკებები "რეალის" ხელმძღვანელობასთან. შემდეგ კი უყურა მადრიდელთა თამაშს "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ვალიადოლიდის" წინააღმდეგ, სადაც იხილა პეპეს თამაშიც. პორტუგალიელ მცველს ასევე უფრო კარგ პირობებსაც შესთავაზებენ. ის გუნდში ერთ–ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

პეპესთვის კონტრაქტის გახანგრძლივება "სამეფო კლუბის" ყოფილ პრეზიდენტ რამონ კალდერონსაც სურდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მის დაწყებულ საქმეს ფლორენტინო პერესი დაასრულებს.


ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • faqo
  • 18 ოქტომბერი 2009
  • 1565
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)