ფინალი- კასილასის სტიქია

ფინალი- კასილასის სტიქია


მადრიდის "რეალის" კაპიტანი აგრძელებს რეკორდების დამყარებას...


შეიძლება ითქვას, რომ იკერ კასილასმა თავისი ბრწყინვალე თამაშით უდიდესი დახმარება გაუწია "ფურია როხას" ტიტულის შენარჩუნებაში. იტალიასთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, იგი თანაგუნდელებთან ერთად მეორედ დაეუფლა ევროპის ჩემპიონის ტიტულს. კასილასი იმით გამოირჩევა თავისი თანაგუნდელებისგან, რომ მან არამარტო ტიტული შეინარჩუნა, არამედ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

ამ ეტაპზე, კასილასს 6 ფინალში აქვს მონაწილეობა მიღებული (სხვადასხვა ტურნირზე): 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 2000 წელს "ვალენსიას" წინააღმდეგ და 2002 წელს ლევერკუზენის "ბაიერთან", ერთი ფინალი "ბარსელონასთან" სამეფო თასზე, 2 ევროპის ჩემპიონატის ფინალი გერმანიასთან და იტალიასთან, ერთიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჰოლანდიასთან. აღსანიშნავია, რომ კასილასი ამ ფინალებიდან გამარჯვებული გამოდიოდა, ასევე უნდა აინიშნოს ისიც, რომ მისი შესანიშნავი თამაშის წყალობით მას გოლი არ გაუშვია.

იკერის შემდეგი მიღწევა კარის ხაზზე ეფექტურობა გახლავთ. მსხვილ ტურნირებზე კასილასს "ფურია როხას" შემადგენლობაში 990 წუთია გოლი არ გაუშვია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მას 10 მატჩში ან კიდევ 16,5 საათია გოლი არ გაუშვია.

გარდა ამისა საფეხბურთო ისტორიის მანძილზე სულ 3 ფეხბურთელია, რომელმაც მოახერხა ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ჩემპიონატის ერთზე მეტჯერ მოგება. ესენი კასილასი, ხავი და ინიესტა არიან. იმის გათვალისწინებით, რომ კასილასი მეკარეა და ამ მხრივ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მას შეუძლია თავისი შედეგი გააუმჯობესოს და ჩემპიონთა ლიგას სამგზის დაეუფლოს ან კიდევ ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდეს.





ინფორმაციის წყარო:Merengues.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)