5 მადრიდისტა ფინალში

როგორც იცით, ესპანეთის ნაკრებში 5 მადრიდისტაა, კასილიასი, რამოსი, ალბიოლი, არბელოა და ალონსო...


აქამდე, ჯერ არასდროს 5 მადრიდისტას არ უასპარეზია ერთ ფინალში. ქამდე მხოლოდ 4-4 მადრიდელი თამაშობდა ხოლმე. 1964 წელს ესპანეთის გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში "ფურია როხას" შემადგენლობაში 4 "მერენგი" გამოდიოდა: ვისენტე, ფელიქს რუისი, ამანსიო და ზოკო. ცნობისთვის, მაშინ ესპანელებმა საბჭოთა კავშირს 2-1 სძლიეს და ჩემპიონობაც მოიპოვეს.

ცნობისთვის, 1960, 1968, 1972, 1976, 1988, 1992, 1996 წლების ევროპის ჩემპიონატების ფინალებში არცერთ მადრიდისტას არ უასპარეზია. 1980 წელს "რეალს" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი წარმოადგენდა, შტილიკე, მაშინ გერმანიამ ბელგიას სძლია 2-1. 1984 წელს კი "ფურია როხას" რიგებს გალეგო, კამაჩო, ბუტრაგენიო და სანტილანა იცავდნენ. სამწუხაროდ, ესპანელები 0-2 დამარცხდნენ საფრანგეთთან. 2000 წელს ანელკასა და კარამბეუს მოუწიათ ფინალში თამაში. როგორც იცით, აღნიშნულ წელს საფრანგეთმა იტალიას 2-1 სძლია.

2004 წელს "რეალს" მხოლოდ ფიგუ წარმოადგენდა. მაშინ ლუიშის პორტუგალიამ შინ დათმო ფინალი, საბერძნეთთან, ანგარიშით 0-1. 2008 წელს ფინალში გერმანია და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. "ბუნდეს ნაკრებში" მაშინ მეტცელდერი გამოდიოდა, ხოლო "ფურია როხაში" კასილიასი და რამოსი. როგორც იცით, ჩემპიონობა ესპანეთმა მოიპოვა, დაამარცხა რა გერმანია 1-0.

აი მოვიდა 2012 წელიც და ფინალში ესპანეთი და იტალია გაარკვევენ ევროპის კონტინენტის უძლიერესი ნაკრების ვინაობას. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ესენი კასილიასი, რამოსი, ალონსო, არბელოა და ალბიოლი გახლავთ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

რეკლამა

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სტუანი 11
2 მესი 11
3 სუარესი 10
4 ასპასი 10

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 4 0 2 12
2 რომა 6 3 0 3 9
3 პლზენი 6 2 1 3 7
4 ცსკა 6 2 1 3 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

რომელი შემტევი სჭირდება „რეალს“ ყველაზე მეტად?

კეინი
იკარდი
ლევანდოვსკი
აზარი
მბაპე
ნეიმარი



მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2018 (173)
ნოემბერი 2018 (435)
ოქტომბერი 2018 (482)
სექტემბერი 2018 (390)
აგვისტო 2018 (481)
ივლისი 2018 (334)