ანხელმა გაახანგრძლივა, რიგში მცველები არიან

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, "სანტიაგო ბერნაბეუს" კაბინეტებში, ფეხბურთელებისთვის ახალ კონტრაქტებს ამზადებენ.


როგორც "ასისთვის" გახდა ცნობილი, კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ, "რეალი" რაულ ალბიოლსა და ალვარო არბელოას განუახლებს ხელშეკრულებებს.ამ დროისათვის, მათი "ბლანკოსში" ყოფნის ვადა, 2014 წლის ზაფხულამდე არის განსაზღვრული.რაც შეეხება ახალ შეთავაზებას, ის, მცველების დარჩენას 2016 წლის ივნისამდე ითვალისწინებს.

რაულ ალბიოლის 2009 წლის სეზონში მოვიდა დედაქალაქურ გუნდში.მადრიდელებმა მასში 15 მილიონი ევრო გადაიხადეს.ნიშანდობლივია, რომ ყოფილი ვალენსიელი, მანუელ პელეგრინის ფორმაციის "რეალის" ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა მოურინიოს სათავეში მოსვლის შემდეგ.2010-11 წ.წ. სეზონში, რაულმა 2145 წუთი დაჰყო მწვანე მინდორზე (პელეგრინის დროს 3563), ხოლო განვლილ სეზონში, როდესაც დაცვის ცენტრში პეპეს რამოსი შუწყვილდა, 967 წუთი.ალბათ, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ფაქტიურად სათამაშო პრაქტიკის უქონლობის ფონზე, ალბიოლის კლუბის გამოცვლას არ ფიქრობს.ნამდვილად არავის დავიწყებია, 20 მატჩიანი უქმობის შემდეგ, სასტარტოში დაბრუნებული ალბიოლის თავგანწირული ასპარეზობა "ოსასუნასთან."

2009 წელს დაბრუნდა მშობლიურ გუნდში ალვარო არბელოაც.დონ ფლორენტინოს მისი ტრანსფერი 4 მლნ. დაუჯდა.მადრიდისტა ერთნაირი ნდობით სარგებლობდა, როგორც პელეგრინის, ასევე ჟოზეს ეპოქაში.სამეფო კლუბში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ (2016 წ.), ის 33 წლის იქნება და სავარაუდოდ, ბუცების ლუსმანზე ჩამოკიდებასაც იფიქრებს.

ასევე, კულუარებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალ ხელშეკრულების გაფორმებას გრანეროსაც შეთავაზებენ, რომლის მოქმედ კონტრაქტსაც, 2013 წელს გაუდის ვადა.ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფება ლასიც, თუმცა მადრიდში ის ტრანსფერზე დააყენეს.

შეგახსენებეთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, "რეალში," პირველად, ანხელ დი მარიას ერგო ახალი კონტრაქტი.

ინფორმაციის წყარო: As.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)