სად გააგრძელებს კარიერას რიკარდო კაკა?!

სად გააგრძელებს კარიერას რიკარდო კაკა?!

მადრიდის "რეალის" სუპერ ვარსკვლავს რიკარდო კაკას, გადასაწყვეტი აქვს სად გააგრძელებს კარიერას.


კაკა მადრიდში 2009 წელს ჩავიდა, ჩავიდა როგორც უდიდესი მოთამაშე , ყველაზე წარმატებულ და ალბათ ყველაზე დიად კლუბში.

მან მიაშურა კლუბს, სადაც უნდა დაწყებულიყო ბრაზილიელის ახალი მადრიდული ერა. პელეგრინიმ დახარჯა 200 მილიონი, რათა შეექმნა ახალი რაღაც გალაქტიკოსის მაგვარი, კაკა კი ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად უნდა ქცეულიყო.

რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტემ, ან უბრალოდ კაკამ ხელი მოაწერა კონტრაქტს და შემაძრწუნებელ თანხად, დიდი იმედებით მადრიდში გადაბარგდა.

მაგრამ მადრიდის "რეალში" არ გაუმართლდა, მისი კარიერა შეფერხდა, მთელი რიგი დაზიანებების გამო. ამას თან დაემატა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი იოზილი, დი მარია და მოედანზე რეგულარულად ესტებან გრანეროს გამოყვანა. კაკამ ნაკლებად სავარაუდოა "რეალში" კარიერა გააგრძელოს, რომ გააგრძელოს პერსპექტივა არ სჩანს.
ასე რომ, კაკა უნდა წავიდეს, მაგრამ სად?

პრემიერლიგაში

მანჩეტერ "სიტი" 2009 წელს 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდა კაკას სანაცვლოდ, მაგრამ რიკიმ მადრიდი აირჩია. ასევე უკვე დიდი ხანია იჩენს ინტერეს "ჩელსი", მაგრამ ჯერ-ჯერობით კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებიათ. მადრიდის "რეალიდან" წასვლის შემთხვევაში კაკას, ინგლისურ კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ ფეხბურთელი თუ დათანხმდება სხვა საკითხია. კაკასთვის აუცილებელია ძირითადში ქონდეს ადგილი გარანტირებული.

შანსი ინგლისში გადასვლის: 3/10

"მილანში" დაბრუნება

"მილანის" ლეგენდა არ არის გამორიცხული დაბრუნდეს, მის ყოფილ კლუბში. იტალიელები მიესალმებიან კაკას დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდში დიდად არ უბრწყინია. ბერლუსკონიმ გამოთქვა სურვილი კაკას დაბრუნების და ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკებაც დაგეგმა, მაგრამ გაჩნდა პრობლემა "მილანს" ფინანსური პრობლემები აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ კაკას დაბრუნება დიდი კითხვით ნიშნის ქვეშ დადგა. იტალიური კლუბი ვერ შეძლებს მადრიდის "რეალს" გადაუხადოს საჭირო თანხა და ამას ისიც ემატებ, რომ ბრაზილიელს ძალიან დიდი ხელფასი აქვს.

შანსი "მილანში" დაბრუნების: 5/10

ამერიკაში გადასვლა

კაკას აგენტმა განაცხადა, რომ "კაკას ოცნებაა იცხოვროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ითამაშოს MLS-ში." გარდა ამისა კაკა ხშირად სტუმრობს მაიამს სადაც სახლიც აქვს კიდეც. ამერიკულ მხარეს შეუძლია ფეხბურთელს დიდი ხელფასი გადაუხადოს. თუმცა აქაც პრობლემაა, ამერიკელები შესაძლოა ვერ გაწვდნენ საკომისიოს თანხას, რომელიც ძალზედ დიდია.

შანსი MLS-ში გადასვლის: 6/10

ბრაზილიაში დაბრუნება

ბრაზილიის ჩემპიონატში პროგრესი შეინიშნება. ფეხბურთის ფედერაციამ სპონსორები მოიიზიდა, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს კლუბების დაფინანსება, შესაბამისად მოგვარდა ფინანსური პრობლემები. ამიტომ ბრაზილიურ კლუბებს აღარ უჭირთ ფეხბურთელებისთვის მაღალი ხელფასის დანიშვნა. ჩემპიონატის დონის მომატების მიზნით, აქტიურად დაიწყეს წარსუში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელების ბრაზილიის ჩემპიონატში დაბრუნება, მაგალითისთვის ადრიანო, რონალდო და რონალდინიო კმარა. ახლა ჯერი კაკაზეა. მისი შეძენით "სან პავლო" გახლავთ დაინტერესებული, გავრცელებული ხმებით მას უკვე შეხვდა კლუბის ერთ-ერთი დირექტორი და კაკას მაღალი ხელფასი შესთავაზა. თავის მხრივ მადრიდულ გრანდს სურდ ფეხბურთლი, რომელიც 65 მილიონად შეიძინა სარფიანად გაყიდოს და ამიტომ მასზე მაღალი საკომისიო დააწესა. ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები არ წარმოებს, მაგრამ არ არის გამორიცხული რიკარდო ბრაზილიაში დაბრუნდეს.

შანსი ბრაზილიაში დაბრუნების: 7/10

"პსჟ"-ში გადასვლა

როგორც მოგეხსენებათ ფრანგული "პსჟ" მდიდარმა ბიზნესმენმა შეიძინა. მას შეუძლიათ კაკას საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ისინი ეძებენ დიდი სახელის მქონე მოთამაშეებს, რათა დაეხმარონ კლუბს საფეხბურთო სამყაროში დამკვიდრებაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო კაკას "ახლო მეგობარია, რაც ზრდის იმის შანს, რომ კაკა "პსჟ-ში" ითამაშებს.

შანსი "პსჟ-ში" გადასვლის : 8/10

მადრიდში დარჩენა

მარტში,კაკას განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია:"მე მინდა აქ დარჩენა. არ ვაპირებ არსად წასვლას, რადგან მინდა წარმატებას მადრიდის "რეალთან " ერთად მივაღწიო. აქვე კაკამ დასძინა: "ხმები ჩემს ტრანსფერზე არ არის მართალი, ჩემს აგენტს ხოსეს ცოტა არ იყოს ჩემი რწმენა აღარ აქვს."

შანსი დარჩენის: 7/10

მადრიდის "რეალში უამრავ ვარსკვლავს უთამაშია, ბევრს, გაუმართლა, ბევრიც იმედგაცრუებული დარჩა. ბრწყინვალე კარიერის მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ფიგო და ზიდანი მადრიდის გმირები, რომლებაც შესანიშნავი კარიერა მოიწყვეს. კაკა კი რობინიოსა და სნეიდერთან ერთად იმ ვარსკვლავებს მიეკუთვნება, რომლებმაც მადრიდში თავი ვერ დაიმკვიდრეს.

ახლა კაკას დიდი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, 2012/2013 სეზონი იწყება და მან უნდა გადაწყვიტოს წავიდეს მადრიდიდან და დაიწყოს ყველაფრი ახლიდან, თუ დარჩეს და შეეცადოს გახდეს ის კაკა, რომელსაც მსოფლიო იცნობს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)