გრანერო:"არაფერი იცვლება. რაულს გააქვს და გააქვს"

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა ესტებან გრანერომ მეტად მნიშვნელოვანი უწოდა რაულ გონსალეს ბლანკოს გოლებს, რომელიც მან გაიტანა მნიშნელოვან დღეს, "ელ კაპიტანომ" 711–ე მატჩი ითამაშა "სამეფო კლუბის" რიგებში.


"მას მუდამ გაჰქონდა გოლები. ის ყველაზე კარგად სწორედ ამას აკეთებს. ყველა ფირქობდა, რომ კრისტიანო რონალდოს, კაკასა და ბენზემას მოსვლის შემდეგ რაული ბევრ მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებდა, მაგრამ გუშინდელი მატჩით ყველა დარწმუნდა, რომ მას ისევ შეუძლია თამაში, გაიტანოს გოლები და ითამაშოს ლამაზი ფეხბურთი".

ესტებანმა ასევე გაანალიზა "ვალიადოლიდთან" გამარჯვებაც.

"ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით ბურთს და ეს მნიშვნელოვანია. პირველი ნახევარი საათი კარგად ვთამაშობდით: გავიტანეთ ორი გოლი და გვქონდა შანსი კიდევ გაგვეტანა. ჩვენ ბევრი გამოგვდიოდა პირველ ნახევარ საათში, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ ცოტათი მოვდუნდით, რის გამოც დავისაჯეთ, მაგრამ მარსელოს გოლი დაგვეხმარა სიმშვიდის შენარჩუნებაში".

"შესვენებაზე მწვრთნელმა გვითხრა, რომ თამაში დაგვეწყნარებინჯა, რათა თავიდან აგვეცილებინა ტრავმები. წინ "მილანთან" გვაქვს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. მარკოსის გოლმა ცოტათი აგვანერვიულა, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა თავიანთი საქმე დიდებულად შეასრულეს".

"მთლიანობაში გუნდმა დამაჯერებლად ითამაშა, მაგრამ ორი გოლი მაინც გავუშვით.. მთავარია არ გავუშვათ გოლები "ბარსელონასთან", "სევილიასთან" და "ვალენსიასთან". ლა ლიგაში საკმაოდ კარგი გუნდებია, რომელთაც შეუძლიათ ბევრი სიურპრიზის შემოთავაზება "სანტიაგო ბერნაბეუზეც".


ინფორმაციის წყარო: Marca.com dle 10.1

  • faqo
  • 18 ოქტომბერი 2009
  • 2233
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)