ჩაბი საფრანგეთთან მატჩის MVP გახდა

ალბათ, ესპანეთი-საფრანგეთის თამაშამდე, "წითლების" ქომაგები ბევრს საუბრობდნენ, თუ ვინ იქნებოდა გატანილი გოლების ავტორები.


ვფიქრობ, ჩამოთვლილ ფეხბურთელებში, შესაძლებელია ყოფილიყო კასილიასიც (რა თქმა უნდა, ხუმრობით - ავტ), მაგრამ არა ალონსო.თავისი პოზიციიდან გამომდინარე, ბასკს არანაირად ევალება მეტოქის კარის აღება.როგორც უკვე ითქვა, "მამლებთან" შერკინება, ალონსოსთვის მე-100 გამოდგა ნაკრების მაისურით.შესაბამისად, ის ვალდებული იყო საიუბილეო დაპირისპირება, სათანადოთ ჩაეტარებინა, რაშიც ალბათ, უპირველესად, მეტოქის შეტევების ჩაშლა და თანაგუნდელების გამჭოლი პასებით მომარაგება იგულისხმება, თუმცა ყველასაგან მოულოდნელად "რეალის" "დირიჟორმა" შემოგვთავაზა ფანტასტიკური საღამო.

როგორც ფეხბურთისა და "რეალის" ქომაგი, მივიჩნევ, რომ ჩაბი ალონსოს ნამდვილად იმსახურებდა იუბილეს ამგვარად დაგვირგვინებას.თანამედროვე სამყაროში, ალბათ, არავინ მოიძებნება ჩაბისნაირი სტაბილური და "მუშა" ნახევარმცველი."სოსიედადის" აღზრდილი მოთამაშე, მწვანე მინდორზე ყველასათვის სამაგალითოა.ის ნებისმიერი გუნდის მაისურით, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, ამასთანავე ნამდვილი "ჯენტლმენია." ვიცი, რომ "რეალ სოსიედადისა" და "ლივერპულის" ქომაგები დღემდე დიდ პატივს ცემენ მას.არავინ ივიწყებს იმ გარჯას, რომელიც ბასკმა ჩადო სხვადასხვა გუნდებში ასპარეზობის ჟამს.

ვფიქრობ, არავის ჭირდება იმის შეხსენება, თუ რას წარმოადგენს ალონსო თავისი გუნდებისათვის, მაგრამ საფრანგეთის კარში გატანილი გოლებითა და მატჩის მსვლელობისას გაკეთებული 99 გადაცემით (საუკეთესო მაჩვენებელი შეხვედრაში - ავვტ), თავი შეგვახსენა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში.

და ბოლოს, ისევ განვლილ მატჩს მივუბრუნდები.როგორც მოსალოდნელი იყო, ჩაბი, დონეცკში ჩატარებული ორთაბრძოლის საუკეთესო მოთამაშე გახდა - MVP (ყველაზე ღირებული, საკალათბურთო ტერმინია - ავტ).მივულოცოთ მას მე-100 გამოსვლა და დუბლი, რომელმაც "ფურია როხა" ნახევარფინალში გაიყვანა (ცნობისათვის, ეს მე-15 გოლი იყო ნაკრებში). ჰალა ჩაბი !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)