დღეს "ზიდანის" დაბადებისდღეა

მადრდის რეალის ლეგენდარულ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს დღეს 40-წელი შეუსრულდა...


ზინედინ ზიდანი წამოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში 23 ივნისი, 1972-წელს. ყველაზე ღარიბ უბანში-კასტელანში. სადაც როგორც წესი ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონიეს ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა – ალჯირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაგში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელით ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო, და ლილა, ძმები ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქცია შეასრულა პლასტიკურმა ბოთლმა. მას აგრეთვე სხვა გართობის წყაროც ჰქონდა, ისეთი როგორიცაა ველოსიპედი და ძიუდო. მიუხედავად ყველაფრისა ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინცკი მას გზაზე გადაეღობებოდა.

2001 წლის 9 ივლისი, რეალის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური. “ეს დიდი პატივია ჩემთვის” – მისთვის ცნობილი მოკრძალებით აღნიშნა ზიდანმა, იმ დროისათვის უკვე ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა მსოფლიოში. რეალმა იმ დღესვე დაიწყო ზიდანზე გაცემული თანხის ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ რეალის მაისური ღირდა 80 დოლარი, ხუთ ნომრიანი მაისურები მაღაზიებში პრაკტიკულად აღარ იშოვებოდა. რეალ მადრიდმა ერთი მილიონი დოლარი მხოლოდ იმიტომ მიიღო ერთ-ერთი სატელევიზიო არხიდან, რომ ზიდანის პრეზენტაცია ეჩვენებინა, ასე რომ ისევე როგორც საფეხბურთო, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც ზიდანის გადმობირება რეალში დადებითად შეფასდა.
ზიდანის გადასვლის შემდე რეალის მაისური ისეთმა ვარსკლავებმა მოირგეს, როგორებიც არიან, ლუიშ ფიგუ, რონალდო, დევიდ ბექჰემი….. რეალის აბონენტების საყიდლად უსასრულო რიგები შეიქმნა, პუბლიკა საოცარ თამაშებს ელოდა, სადაც ყველა ეს ვარსკლავი მიიღებდა მონაწილეობას.
ზიდანი შესანიშნავად შეეწყო მადრიდის რეალს, ყოველი მისი თამაში გულშემატკივრისათვის სპეკტაკლის დადგმას ჰგავდა, ხოლო ის რაც ზიდანმა გააკეთა 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დღესაც დაუვიწყარია თითოელი გულშემატკივრისათვის. იმ დღეს ერთმანეთს რეალი და ლევერკუზენის ბაიერი დაუპირისპირდნენ, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოგა, იმ დროს როდესაც ანგარიში 1-1 იყო, რობერტო კარლოსის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ზიდანმა ენითაღუწერელი სილამაზის გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ ის საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის.
Halamadrid.ge -ს სახელით ვულოცავ მას დაბადებისდღეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (242)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)