კრიშტიანუ რონალდუ გახდება კი საუკეთესო?!

მადრიდის "რეალის" სუპერ ვარსკვლავი ოქროს ბურთს უახლოვდება.


2009 წლის მაისში კრიშტიანუ რონალდუ ტიტულისაკენ გაემართა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. "მანჩესტერ იუნაიტედში" მან ბრწყინვალე სპექტაკლი გამართა და 2008 წელს მოიგო ბრწყინვალე ინდივიდუალური პრიზი ოქროს ბურთი.

სპექტაკლი გაგრძელდა და 2009 წელს ის დაეხმარა "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩასულიყო რომში, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამძვინვარებული "ბარსელონა" ელოდებოდა. ფინალი "მანჩესტერელთათვის" ავბედითი გამოდგა, სამუელ ეტოსა და ლიონელ მესის გოლების წყალობით "ბარსელონამ" 2:0 იმარჯვა.

ბევრი რამ შეიცვალა რონალდუს თავს იმ ღამით რომში და დაიწყო განსხვავებული საინტერესო ამბავი.

ლიონელ მესიმ გამოავლინა თავისი სრული პოტენციალი (ან აქვს მას?) და შეიქმნა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი (თუ არა საუკეთესო) საუკეთესო ფეხბურთელი.

რონალდუმ დაკარგა თავისი საუკეთესო ფეხბურთელის გავლენა და გადაწყვიტა შეერთებოდა "ბარსელონას" მწარე კონკურენტის მადრიდის "რეალის" რიგებს, რომ შეენარჩუნებინა კონკურენტუნარიანობა .

2009 წლის ზაფხულში იგი შეუერთთდა მადრიდულ გრანდს და ახალი ეტაპი დაიწყო არგენტინელ "დემონთან" ბრძოლაში. მადრიდში იგი სხვა ვარსკვლავებთან ერთად დიადი მიზნისთვის მოიყვანეს. რონალდუ უნდა დახმარებოდა კლუბს წარმატების მიღწევაში და დასრულებულიყო "ბარსელონას" ჰეგემონია.

დაიწყო თანამედროვე ფეხბურთის ორი გიგანტის მესისა და რონალდუს ჭიდილი. დღეს ჩანს თითქოს რონალდუ შეპყრობილია პატარა გენიოსით და ვერ ახერხებს ძველი დიდების დაბრუნებას. მესის გუნდის წარმატება უფრო აღელვებს ვიდრე პირადი, აქედან გამომდინარე იგი თანახმაა პირად წარმატებაში გაცვალოს გუნდური წარმატება.

რონალდუმ მადრიდს "რეალში" გადმოსვლის პირველივე სეზონში მწარე 5 ვარსკვლავიანი გაკვეთილი მიიღო და იგი დაეცა მესის უკან, როგორც მსოფლიოს ნომერ მეორე ფეხბურთელი.

ფაქტია, რომ 2010 წელს დომინირებდა "ბარსელონა". რონალდუს სიდიადე შემცირდა. არგენტინელი ბრწყინვალედ მოქმედებდა, უკან კი ზურგს ანდრეს ინიესტა და ხავი ერნანდესი უმაგრებდენ. შესაბამისად მესი ოქროს ბურთს დაეუფლა და დროებით მოსპო კითხვა ვინ არის საუკეთესო რონალდუ თუ მესი?

დროა დაბრუნების... მეორე სეზონში რონალდუმ გაიატანა 40 გოლი დაამხო პიჩიჩას რეკორდი და ლალიგას ბომბარდირობაში მესის აჯობა. მაგრამ მესიმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და კვლავ გახდა საუკეთესო. მის წინ ექსპერტები მხოლოდ პელეს და მარადონას აყენებნ.

დადგა 2011/2012 სეზონი. მესიმ დაამხო პიჩიჩას რეკორდი მაგრამ ვერ მოიგო გუნდური ღირებული ჯილდო. რონალდუ კი ლა ლიგას ჩემპიონი გახდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის ჩემპიონობაში. იყო საუბრები რონალდუ დიდ თამაშებს ვერ თამაშობდა, მაგრამ გადამწყვეტ ფაქტიურად საჩემპიონო მატჩში გაუტანა "ბარსელონას" საკუთარ კედლებში და ყველა გააჩუმა.

განსხვავებით მესისგან რონალდუს სეზონი არ დასრულებულა. ამჟამად იგი პორტუგალიის სახელით ეურო-2012 თამაშობს და სულ ახლახან ჩაატარა ორი ბრწყინვალე შეხვედრა.

ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ რონალდუმ კიდევ აჩვენა მსოფლიოს, რომ მას შეუძლია გადამწყვეთ მატჩებში ითამაშოს ბრწყინვალედ, გაიტანოს გოლი და გუნდი გაიყვანოს ნახევარფინალში. ეს სანაკრებო წარმატება კი რონალდუს როგორც ფეხბურთელს უფრო ძლევამოსილს ხდის, რადგან მესისმ კოპა ამერიკა ჩააგდო.

რონალდუ არის ვარსკვლავი. მას არა აქვს შიში, შეუძლია გადაწყვიტოს თამაშის ბედი და ახალი ისტორია დაწეროს პოლონეთსა და უკრაინაში.

ჯერ კიდევ არის პორტუგალიის ნაკრებთან ერთად გასამართი მნიშვნელოვანი მატჩები, მაგრამ შეიძლება ითქვას "მას მიჰყავს პორტუგალია".

მადრიდის "რეალთა"ერთად აგვისტოში სუპერ მატჩი ელის "ბარსელონასთან" აქ მიღწეული წარმატებით კი შეუძლია დაჩრდილოს მესი და დაეუფლოს ოქროს ბურთს.

ჩემი თვალით დანახულ რონალდუს კი ორი მოგება აშორებს ოქროს ბურთს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)