ვალდანო გახარებულია გამარჯვებით

"რეალის" სპორტულმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ, ისაუბრა გუშინდელ მატჩზე და გუნდის მომავალ გეგმებზე.


"ძალიან მომეწონა პირველი ტაიმი, რადგან იქ ბურთს შესანიშნავად ვაკონტროლებდით."

"ჩვენ დავინახეთ, რომ კრიშტიანოსთან ერთად და მის გარეშეც ძალიან ადვილად გაგვაქვს გოლები. ჩვენს გუნდში ბევრი გოლის გატანის ოსტატი გვყავს, მათ გუშინაც ძალიან ლამაზი გოლები შეაგდეს."

"რაულს გუშინ მთელ შეხვედრაში ორი შანსი ჰქონდა და ორივე გამოიყენა , ეს მის ძალიან მაღალ პროფესიონალიზმზე მიუთითებს."

"ჩვენ გვინდა რომ უფრო მოვაწონოთ თავი პუბლიკას და მოვიპოვოთ მათი სიყვარული."

ვალდანო შეეხო მარსელოს თემასაც , რომელმაც "სევილიასთან" საშინლად იასპარეზა. "ყველა მოთამაშეს შეიძლება მოუვიდეს შეცდომები და გამონაკლისი არც ბრაზილიელი მარცხენა მცველი გახლავთ, მაგრამ ყველამ დავინახეთ თუ როგორ კარგად გამოასწორა დაშვებული ლაფსუსები მან გუშინ ."

"მწვრთნელმა მას მისცა შანსი და მან იგი ბრწყინვალედ გამოიყენა."

ბოლოს ვალდანომ ისაუბრა "მილანთან გასამართ შეხვედრაზე. "ოთხშაბათს დიდებული მატჩი გაიმართება ბერნაბეუზე."

"ჩვენ ვუმასპინძლებთ "როსონერის" , რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი კლუბია. ისინი ჩვენი მეგობრები არიან."

"დარწმუნებული ვარ რომ სანტიაგო ბერნაბეუ ბოლომდე გაივსება."


სტატიის ავტორი: Kevlisha

იმფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • kevlisha
  • 18 ოქტომბერი 2009
  • 1671
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (289)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)