იერო:"ესპანეთის ნაკრებში საუკეთესო თაობაა შეკრებილი"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ვარსკვლავმა ფერნანდო იერომ ესპანეთის ნაკრებზე ისაუბრა.


იეროს ეჭვი არ ეპარება, რომ დელ ბოსკეს გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და მათი ჯგუფიდან გაღწევა შემთხევითი ნამდვილად არ გახლდათ. იერო მიიჩნევს, რომ მთავარი ბრძოლა ახლა იწყება და ესპანეთის ნაკრებმა უნდა შეძლოს დარჩენილ რვა გუნდში პირველი იყოს.

"ეს არის პირადი შთაბეჭდილება, მაგრამ ეს ეროვნული ნაკრები რაღაც განსაკუთრებულია."-განაცხადა "რეალის" ლეგენდამ.

"მათ ჰყავთ დიდებული ფეხბურთელები, უდიდესი კლუბებისაგან, როგორებიც მადრიდის "რეალი" და კატალონიური "ბარსელონაა". ამ ფეხბურთელებს ემატება სხვა მოთამაშეებიც, როგორიც დავიდ სილვაა. ჩვენს საქმე ესპანეთის ნაკრების უდიდეს თაობასთან გვაქვს."

"იოლი არ არის მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ამ ნაკრებს ყველაფერი აქვს ამის გასაკეთებლად. მათ უკვე მოიგეს ერთხელ ევროპა და მსოფლიო, ვფიქრობ ამ შედეგის გამეორება შეუძლიათ."

"ევრო-2012 უდიდესი გუნდებითაა წარმოდგენილი, როგორებიც ინგლისი, იტალია და გერმანიაა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს შეუძლია მათი დამარცხება."

იერომ დელ ბოსკეს ეხლახან 2 წლით გახანგრძლივებულ კონტრაქტზეც გააკეთა კომენტარი.

"იგი არის ფანტასტური მწვრთნელი და მას შესანიშნავი შედეგი აქვს. ძნელი იქნება იპოვო დელ ბოსკეზე უკეთესი მწვრთნელი. "-განაცხადა ფერნანდო იერომ.

იერომ ესპანეთის ნაკრებში 89 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)