ესპანეთის ნაკრები-ერთი მთლიანი

ესპანეთი ერთი მთლიანი ნაკრებია და დაუშვებელია მისი დაყოფა გარკვეულ ჯგუფებად.


დიდი მატჩის წინა "ბარსელონას" სტადიონზე მეორე იარუსის ქვედა ზღვარზე ყოველთვის არის ბანერი: "კატალონია, არ არის ესპანეთი" ეს რა თქმა უნდა პლოიტიკურ სურვილს ეხება. კატალონიელებს უკვე დიდი ხანია სურთ ესპანეთს გამოეყონ და დამოუკიდებლად განაგრძონ არსებობა.

ამ ბანერში შესაძლოა დავინახოთ ირონიული მინიშნება, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კატალონიელებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ესპანეთის ჩემპიონობაში, ამიტომ კატალონიელები თვლიან, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არა ესპანეთის ნაკრებმა არამედ მათი რეგიონის ფეხბურთელებმა მოიგეს.

ის ფაქტი, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ესპანეთის ჩემპიონობაში დამოუკიდებლობის სურვილით გულანთებულ კატალონიელებს მოსვენებას არ აძლევს და თვლიან, რომ არა მათი რეგიონი ესპანეთის ნაკრები ერთი ჩვეულებრივი რიგირთი ნაკრები იქნებოდა. მათ სურთ საკუთარი ნაკრები ჰყავდეთ, რომელიც კატალონიის სახელით ითამაშებს ევრო სარბიელზე. რა თქმა უნდა ეს სისულელეა, ესპანეთის ნაკრებში გარდა კატალონიელების უდიდესი ფეხბურთელები ირჯებიან და ესპანეთის ნაკრები მარტო კატალონიელთა ხარჯზე არ გადის ფონს.

ეს ფაქტი წინა პლანზე ჟოზე მოურინიოსა და სალგადოს განცხადებამ გამოიტანა. ეს ორი ადამიანი აკრიტიკებს დელ ბოსკეს, თავისი არჩეული სათამაშო სტილის გამო. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ესპანეთის ნაკრების თამაშის სტილი რადგან იგი "ბარსელონას" სქემას წააგავს და ამ თამაშით ისინი შორს ვერ გავლენ. ამ განცხადების შემდეგ არაერთი ექსპერტი "თავს დაესხა" ესპანეთის ნაკრებს და გააკრიტიკა დელ ბოსკეს სათამაშო სქემა.

ჟოზე მოურინიოს 5 ფეხბურთელი ირჯება ესპანეთის ნაკრებში , იკერ კასილას, არვალო არბელოა, ალბიოლი, რამოსი და ხაბი ალონსო, გარდა ამის უნდა ავღნიშნო, რომ ნაკრების საუკეთესო მცველი სერხიო რამოსია და კარს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იკერ კასილასი იცავს.

არბელოა ესპანეთის ნაკრების განუყოფელი ფიგურა გახლდა. დელ ბოსკე მას ენდობა და ძირითადშიც ათამაშებს, იგი საკმაოდ კარგად გამოიყურება. მან აღმავლობით ჩაატარა ირლანდიასთან შეხვედრა. არბელოა პროდუქტიული იყო, როგორც დაცვაში ისე შეტევაში. მაგრამ რაც არ უნდა ვისაუბროთ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებზე ნუ დაგვავიწყდება ესპანეთის ნახევარდაცვას ამაგრებს "ბარსელონას" ფეხბურთელების ხავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა.

ამ ფეხბურთელების თამაშის სტილიდან გამომდინარე შეუძლებელია ესპანეთის ნაკრების სათამაშო სისტემა შეიცვალოს. ჩვენ ვეხედავთ ორ მოთამაშეს, რომელსაც ბრწყინვალედ შეუძლია "გაყოფილი" დაცვის და თავდასხმის შერთება.

ხავი ერნანდესი არის გარანტია იმისა, რომ თქვენი გუნდის მფლობელობაში იქნება ბურთი. ის უამრავ ზუსტ პას აკეთებს და გუნდის კარგ თამაში ლომის წვლილი შეაქვს.


ანდრეს ინიესტას უყვარს ღიად დარჩენილ ზონებში შეღწევა და თავისი ტექნიკით ხიფათის შექმნა, ზონებს კი შესანიშნავად ხსნი ხავი თავისი პასებით. გარდა ამისა საჭიროა ავღნიშნო, რომ ეს ის ინიესტა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და ყველას სიხარული მოჰგვარა.

ხავიმ და ინიესტამ იმდენად გადამწყვეტი როლი ითამაშეს ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონობაში, რომ არ შეიძლება ეს არ დავინახოთ. არსწორია იმის თქმა, რომ "რეალის" ან "ბარსელონას" ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს ჩემპიონის ბედი. ორივე გუნდის ფეხბურთელები ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან უდიდეს ნაკრებს, რომელსაც ესპანეთის ნაკრები ქვია.

არ მესმის რატომ უნდა ისაუბროს და დაუწონოს სტილი მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ყოფილმა ფეხბურთელმა სალგადომ დელ ბოსკეს, როდესაც ნაკრები შედეგს აღწევს, ხავი და ინიესტას კი უდიდესი წვლილი შეაქვთ ამ საქმეში.

რა თქმა უნდა ბევრი დაეთანხმება, რომ "ბარსელონა" და ესპანეთის ნაკრები ერთი და იმავე სტილის ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ეს დასაძრახი არ არის. ყველა ცდილობს ითამაშოს ტოტალური ფეხბურთი ისეთი როგორსაც "ბარსელონა" თამაშობს. რატომ? იმიტომ რომ ეს ფეხბურთი სანახაობრივი და მომგებიანია.

ეს სტილი არ არის სულ გამარჯვების გარანტია, (მაგ: "ბარსელონას" გასული სეზონი ჩაუვარდა) მაგრამ იძლევა უფრო სანახაობრივ ფეხბურთს, რომლის ხილვაც გულშემატკივარს ყოველთვის იზიდავს.

ჟოზე მოურინიოს კრიტიკა შეიძლება გასაგება მივიღოთ, რადგან "ბარსელონას" ტოტალური ფეხბურთი პორტუგალიელის მწარე კონკურენტია. მოურინიოს ყოველთვის უქმნიდა პრობლემას "ბარსელონა" მან შეძლო ინტერთან ერთად ანტი ფეხბურთად წოდებული სტილით კატალონიელთა დამარცხება. მაგრამ გადმოვიდა რა მადრიდის "რეალში" და ნელ-ნელა უარის თქმა უწევს ჟოზეს თავის სტილზე, რადგან მადრიდული პუბლიკა ლაღ გახსნილ ფეხბურთსა ჩვეული. მადრიდული გრანდი სწრაფ შემტევ ფეხბურთს თამაშობს სადაც უმთავრესი ფუნქციები იოზილსა და რონალდუს აკისრია. "რეალის" ფილოსოფია განსხვავებულია ვიდრე "ბარსელონასი" ესპანეთის ნაკრები ვერ შეძლებს ითამაშოს ისეთი ფეხბურთი, როგორსაც მადრიდელები თამაშობენ მათ ამისთვის საჭირო რესურსი არა აქვთ. ხოლო "ბარსელონას" სტილი იდეალურია როდესაც გუნდში ხავი ინიესტა გყავს.

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთის ნაკრები არ არის "რეალის" ფეხბურთელებზე დამოკიდებული და არც "ბარსელონაზე". ეს ორი გუნდის ფეხბურთელები ავსებენ ერთმანეთს და ქმნიან ისეთ ნაკრებს როგორიც ესპანეთია. ვფიქრობ უადგილოა ესპანეთის საფეხბურთო ტაქტიკაზე საუბარი, როდესაც გუნდი შედეგს აღწევს. ასევე არ უნდა მოხდეს ფეხბურთის პოლიტიკასთან გაიგივება, რადგან ეს ყველაფერი ფეხბურთს ავნებს და წამგებიანი როგორც გუნდებისათვის ისე გულშემატკივართათვის სანახაობის მხრივ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)