მოდრიჩი "რეალში" ?

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მადრიდის "რეალი" ლუკა მოდრიჩის შეძენით არის დაინტერესებული...


ხორვატი ფეხბურთელი უკვე რამდენიმე წელიწადია პროგრესირებს და საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს, სწორედ ამიტომ დაუკავშირეს იგი სამეფო კლუბს.

მოგეხსენებათ, დიდი აჟიოტაჟია ატეხილი რიკარდო და კაკასა და ნური შაჰინის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში მადრიდულ გიგანტს ორი გამთამაშებელი დააკლდება და პოტენციურად მხოლოდ მესუთ ოზილს შეეძლება ამ პოზიციაზე თამაში, ისეთი დონის გუნდს კი, როგორიც სამეფო კლუბი გახლავთ მინიმუმ ერთი სათადარიგო ფეხბურთელი ესაჭიროება, რომელიც ზემოთ ხსენებულ რგოლში ითამაშებს.

მოდრიჩი ტოტენჰემში ბრწყინავს და არა მარტო რეალის, არამედ კიდევ რამდენიმე გრანდის ყურადღებას იპყრობს, ამიტომ ძნელად სავარაუდოა, რომ ხორვატი მოთამაშე სათადარიგოთა სკამზე ჯდომას შეეჩვიოს, ამიტომ ყველაფერი არც ისე იოლად გახლავთ.

თავად ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მომავალი შესაძლოა ესპანეთში გაგრძელდეს, მაგრამ ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება. ამ განცხადებამ პრესა რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად აალაპარაკა.

რამდენად რეალურად შედგება ეს ტრანსფერი, ამას დრო გვიჩვენებს. ჯერ-ჯერობით მეტი ინფორმაცია არ ხმაურდება. dle 10.1

  • Hala
  • 17 ივნისი 2012
  • 1820
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)