მოურინიო: "ესპანეთის ნაკრები საუკეთესოა"

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, ევრო-2012 ისაუბრა.


მოურინიო ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად ესპანეთის ნაკრებს მიიჩნევს ხოლო მის უშვალო კონკურენტად გერმანელებს თვლის.

"ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია და არა მგონია ვინმე მათ ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად არ მიიჩნევდეს. ესპანელებს კარგად დაბალანსებული გამოცდილი ნაკრები ჰყავთ. მათ ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეუძლიათ. ასევე მინდა გერმანიის ნაკრებიც გამოვყო, მათ ყველაზე ახალგაზრდა ნაკრები ჰყავთ. გუნდში დიდი კონკურენცია და თავისუფლად შეუძლიათ მინიმუმ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშონ."-განაცხადა სინგაპურში ვიზიტად მყოფმა ჟოზე მოურინიომ.

მოურინიო პორტუგალიის ნაკრებსაც შეეხო და განაცხადა, რომ თავისი თანამემამულენი არაპროგნოზირებადნი არიან და შეუძლიათ, როგორც ჰოლანდიის დამარცხება ისე ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილის დაუფლება.

"ახლა არ არის დამოკიდებული პორტუგალია სხვა გუნდებზე , ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. ასე, რომ თუ ისინი საკუთარ თავს გაუკეთებენ მობილიზაციას თავისუფლად შეძლებენ ჰოლანდიის დამარცხებას და მეოთხედ ფინალში გასვლას. თუ მეოთხედ ფინალში გააღწიეს პორტუგალიელებმა, მე ვფიქრობ შემდეგ უკვე იღბალზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ. "-განაცხადა მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)