მადრიდისტები ევრო 2012-ზე

ევრო 2012-ზე 11 მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი იასპარეზებს...


ესპანეთის ნაკრებში ხუთი მადრიდისტაა გამოძახებული - კასილიასი, რამოსი, ალონსო, ალბიოლი და არბელოა. "ფურია როხა" C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან - იტალია, ირლანდია და ხორვატია. ესპანელები პოლონეთის ქალაქ, გდანსკში ჩაატარებენ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს. პირველად დელ ბოსკეს შეგირდები იტალიას დაუპირისპირდებიან, კვირას. ირალნდიასთან მატჩი 14 ივნისს გაიმართება, ხოლო ხორვატიასთან 18-ში.

პორტუგალიის ნაკრებში რონალდო, პეპე და კოენტრაო იასპარეზებენ. პაოლო ბენტოს შეგირდები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათ მეტოქეობას გერმანელები, დანიელენი და ჰოლანდიელები გაუწევენ. სწორედ ამიტომ, ამ ეს ჯგუფი ე.წ. "სიკვდილის ჯგუფადაც" მონათლეს. პორტუგალიელები თავიანთ შეხვედრებს უკრაინაში, კრაკოვსა და ლვოვში გამართავენ. პირველად ისინი გერმანიის ნაკრებთან ითამაშებენ 9 ივნისს, შემდგომ დანიასთან 13-ში, ხოლო ბოლოს ჰოლანდიასთან 17-ში.

ოზილი და ხედირა გერმანიის ნაკრების ღირსებას დაიცავენ. როგორც ზემოთ იხილეთ, "ბუნდეს ნაკრები" სწორედ პორტუგალიასთანაა ჯგუფში, შესაბამისად გერმანელებიც ლვოვსა და კრაკოვში გამართავენ შეხვედრებს. ხვალ იოჰიმ ლიოვის შეგირდები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. 13-ში ჰოლანდიას, ხოლო 17-ში დანიას.

საფრანგეთის ნაკრებში მადრიდს მხოლოდ ქარიმ ბენზემა წარმოადგენს. "მამლები" D ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქებას უკრაინას, შვედეთსა და ინგლისს გაუწევენ. ფრანგები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს დონეცკსა და კიევში გამართავენ. პირველ მატჩს საფრანგეთის ნაკრები ინგლისის წინააღმდეგ გამართავს 11 ივნისს. 15-ში უკრაინას დაუპირისპირდებიან, ხოლო 19-ში შვედეთს... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)