მოურინიო ალონსოსათვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

მოურინიოს ძალიან სურს ალონსოს გუნდში დატოვება და გადაწყვეტილი აქვს კონტრაქტი 2016 წლამდე გაუხანგრძლივოს.


ბასკი ფეხბურთელს რეალთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს, მოურინიოს კი სურს სანამ ის მადრიდის რეალის მწვრთნელი იქნება, ალონსოც მის განკარგულებაში იყოს. (შეგახსენებთ ჟოზე მადრიდში 2016 წლამდე რჩება) ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ ახლო მომავალში სამეფო კლუბი და ჩაბი მოლაპარაკების მაგიდას მიუდგებიან და სავარაუდოდ ყველა დეტალსაც მარტივად შეათანხმებენ.

ალონსო თეთრებს 2009 წელს შეუერთდა, მის სანაცვლოდ ფლორენტინო პერესმა ლივერპულს 27 მლნ. ევრო გადაუხადა. ბასკი ნახევარმცველი ბრწყინვალედ შეეწყო გუნდს და დღიდან პირველი თამაშისა, გუნდის უცვლელ წევრად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩაბი 30 წლის არის, ის ბრწყინვალედ გამოიყურება მთელი სეზონის განმავლობაში და სტაბილურად ასპარეზობს, ის იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც ასაკთან ერთად სტაბილურობას ინარჩუნებენ და ყოველთვის კარგ ფიზიკურ კონდიციებში არიან.

მოურინიოს გუნდები ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ მას მოედნის ცენტრში ყოველთვის ჰყავდა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო თამაშის დალაგება, წაკითხვა და ერთ დონეზე თამაში. პორტუში ეს ფეხბურთელი დეკო იყო, ჩელსიში - ლამპარდი, ინტერში - სნეიდერი, მადრიდის რეალში კი ამ ფუნქციას ჩაბი ალონსო ასრულებს. მართალია ალონსო ნელ-ნელა ასაკში შედის, თუმცა მადრიდის რეალს სურს კიდევ მინიმუმ 4 წლით დაიტოვოს გუნდში ბასკი. ამ პერიოდში კი მისგან ძალიან ბევრი რამ უნდა ისწავლოს ნური შაჰინმა, რომელიც ალონსოს შემცვლელად მოიაზრება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რონალდოს, კაკას, ოზილისა და ბენზემას შემდეგ, ალონსო გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია რამოსთან ერთად, ის წელიწადში 4.5 მილიონ ევროს იღებს. შესაძლოა ამ კონტრაქტის შემდეგ, მისი ხელფასი მადრიდის რეალში გაიზარდოს კიდეც. ჩაბი არ მალავს, რომ მას კარიერის დასრულება რეალ სოსიედადში სურს, სადაც თამაში დაიწყო, თუმცა იქამდე ძალიან დიდი დროა, ვინაიდან მადრიდელთა 14 ნომერი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და სამეფო კლუბთან ერთად ძალიან ბევრი ტიტულის მოგებას გეგმავს. dle 10.1

  • SunSay
  • 1 ივნისი 2012
  • 2042
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)