გრანერო: "ჩვენი მიზანია ყველა მატჩის მოგება"

ესტებან გრანერო თავიდანვე ითვლებოდა მადრიდის რეალის აკადემიის ერთ-ერთ უნიჭიერეს და იმედისმომცემ ფეხბურთელად, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ამ ფეხბურთელმა უკვე შეაყვარა თვი ინჩასებს და ახლა ცდილობს მოიპოვოს მანუელ პელეგრინის ნდობა, რათა რეგულარულად მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში.


- ვალიადოლიდთან მატჩში თქვენგან გულშემატკივრები მხოლოდ გამარჯვებას ითხოვენ.

- ეს არ ხდება მხოლოდ ვალიადოლიდთან, მე ვთამაშობ მადრიდის რეალში და ამ კლუბისგან მუდამ მოგებას ითხოვენ. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა შეძლებისდაგვარად მოვიგოთ ყველა დარჩენილი მატჩი.

- ვალიადოლიდმა ბოლო ორ სეზონში ბერნაბეუზე 9 გოლი გაუშვა...

- წინა სეზონები არაფერს ნიშნავს. ახლა რეალიც შეიცვალა და ვალიადოლიდიც ამიტომ მხოლოდ მატჩზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. ყველა გუნდს პრიმერაში თავისი კოზირი გააჩნია. მათ შორის ვალიადოლიდსაც, სადაც თამაშობენ ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები. ეს გუნდი წელს არადამაჯერებლად გამოდის და ეცდება წაგებათა სერია მადრიდის რეალთან მატჩში დაასრულოს. ამიტომ თავდაჯერებულობა არ გვმართებს და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

- მადრიდის რეალს შეუძლია მოიგოს ლა ლიგა ამ შემადგენლობით?

- რა თქმა უნდა. ჩემპიონთა დავაში ჩასაბმელად საჭიროა უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, კარგი შემცვლელები და კარგი მწვრთნელი. მადრიდის რეალში კი ამ ყველაფერმა თავი ერთად მოიყარა, ახლა საჭიროა შეთამაშება.

- ლა ლიგას თასისითვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძოლებს?

- ლა ლიგაში რამოდენიმე ძლიერი გუნდი გამოდის, რომლებსაც შეუძლიათ წინააღმვდეგობა გაუწიონ მადრიდის რეალს და ბარსელონას. მე გამოვყოფდი სევილიას და ვალენსიას.

- რას იტყვით წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე?

- ჩემპიონთა ლიგა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, სადაც ევროპის გრანდები გამოდიან. ჩვენთვის პრიორიტეტია ამ ტურნირის ტრიუმფით დასრულება.

- თქვენი გუნდი უკვე დიდი ხანია ვერ ცდება მერვეფინალს, როგორ ფიქრობთ მოახერხებთ ნავსის გაწყვყვეტას?

- წარსულზე ფიქრი არ ღირს, მართალია ჩვენ ვერ ვცდებით მერვედფინალს უკვე დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ვართ ყველაზე ტიტულოვანი გუნდი და ვიმედოვნებ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის თასის აღებას სიბელესზე აღვნიშნავთ.

- წარმოიდგინეთ, რომ თქვენს პირველივე სეზონში მადრიდის რეალში მოგიეთ ჩემპიონთა ლიგის თასი...

- მე პირველად ვთამაშობ მადრიდის რეალის ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, მანამდე ხეტაფეს შემადგენლობაში ვიასპარეზე უეფას თასზე, თუმცა ამ ორი ტურნირის ერთმანეთთან შედარებაც არ შეიძლება და თუ თქვენი სიტყვები ახდება მაშინ ჩამი ბავშვობის ოცნებაც ასრულდება.

- რას ნიშნავს სანტიაგო ბერნაბეუ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებისთვის?

- ენით აღუწერელია ის გრძნობა, რომელსაც მე განვიცდი სანტიაგო ბერნაბეუზე გამოსვლისას და ყველა ფეხბურთელს, რომელიც ირიცხება მადრიდის რეალის აკადემიაში ვუსურვებ იასპარეზონ ბერნაბეუზე თეთრი მაისურებით.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • SunSay
  • 17 ოქტომბერი 2009
  • 1288
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)