სნეიდერი:"იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალს" შევხვდები"

"ინტერისა" და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა ისაუბრა მადრიდის "რეალზე" და ჩემპიონთა ლიგაზე.


უახლოეს პერიოდში "ინტერი" ითამაშებს ორ მნიშვნელოვან მატჩს. შაბათს სერია ა–ში სტუმრად "ჯენოასთან", ხოლო სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე შინ მიიღებს "დინამო კიევს".

უკანასკნელ შეხვედრაში "ნერიაძურიმ" გაიმარჯვა "უდინეზესთან" სნეიდერის გოლოს წყალობით, რომელიც ჰოლანდიელმა ბოლო წუთზე გაიტანა. ვესლიმ "Sky Sports"-თან ისაუბრა თავის ყოფილ კლუბზე და ჩემპიონთა ლიგაზე.

კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის "სამეფო კლუბზე", სნეიდერმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა. მე იქ ვთამაშობდი ორი წლის განმავლობაში. მუდამ ვუყურებ მათ მატჩებს. ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ხელმძღვანელობასთან და ფეხბურთელებთან. მე მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ უკან მოხედვა არ მსურს. ახალ გუნდში შესანიშნავად ვგრძნობ თავს".

"რეალთან" თამაში მეტად მნიშვნელოვანი იქნება და ვიმედოვნებ ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხდება. რა თქმა უნდა იმედი მაქვს, რომ ამ ტურნირს მოვიგებთ".

ჰოლანდიელმა ასევე შედარება გააკეთა სერია ა–სა და ლა ლიგას შორის:

"არ ვფიქრობ, რომ დიდი განსხვავებაა. ეს ორი დიდი ლიგაა. შესაძლოა ესპანეთში ფეხბურთი უფრო ტექნიკურია, მაგრამ იტალიაში ფეხბურთი მეტად უხეშია და ბრძოლა უფრო რთულია. ეს ყველაფერი ნახევარმცველებისათვის ძალიან ძნელია, რადგან სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება მოედნის ცენტრში".

"რატომ ვფიქრობ, რომ "ინტერი" მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერი დაცვა გვყავს, კარგი ნახევარმცველები და ფანტასტიური თავდამსხმელები. ამ კომბინაციების შერწყმით ჩვენ შეგვიძლია მოგივოთ ჩემპიონთა ლიგა".


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 17 ოქტომბერი 2009
  • 1777
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)