ზიდანის მესამე ამხანაგური

როგორც იცით, მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერის" ვეტერანებს შორის ამხანაგური მატჩი 3 ივნისს გაიმართება. ეს შეხვედრა რიგით მესამე ამხანაგურია ზინედინ ზიდანისთვის...


ზინედინ ზიდანი "მანჩესტერს" წლების წინაც შეხვედრია. ალბათ, ყველას გემახსოვრებათ 2002-03 წლების სეზონის დაუვიწყარი ორ მატჩიანი სერია. "რეალმა" "ბერნაბეუზე" 3-1იმარჯვა, ხოლო "ოლდ ტრაფორდზე" 3-4 დამარცხდა. ფრანგი ფეხბურთელი "წითელ ეშმაკებს" 1997-98 წლებშიც დაუპირისპირდა. მაშინ "ზიზუ" "იუვენტუსში" გამოდიოდა. "ბებერი ქალბატონი" ალექს ფერგიუსონის შეგირდებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდა. ინგლისში "მანჩესტერმა" იმარჯვა 3-2, ზიდანმა გოლის გატანაც შეძლო, ხოლო ტურინში "იუვემ" 1-0 მოიგო.

ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ ზიდანის მადრიდული კარიერა. იგი "რეალში" 2001 წელს მოვიდა. მაშინ მან განაცხადა, რომ სურდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. მისმა ოცნებამაც არ დააყოვნა და სულ ცოტა ხანში "რეალმა" გლაზგოშ რიგით მეცხრე ტიტული იზეიმა. ფრანგი ლეგენდა "რეალში" 2006 წლამდე გამოდიოდა, კერძოდ მან უკანასკნელი შეხვედრა თეთრი მაისურით 2006 წლის 16 მაისს ჩაატარა "მალიორკას" წინააღმდეგ.

მაგრამ ზიდანი "რეალიდან" არ წასულა . მან კლუბის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა. ხორხე ვალდანოს წასვლის შემდგომ კი კლუბის სპორტული დირექტორიც გახდა. პარალელურად ფრანგი სკაუტის მოვალეობასაც ითვისებს. ზიდანი ბურთის გორებას არ მოეშვა და დროდადრო მადრიდის "რეალის" ლეგენდებთან ერთად ამხანაგურ მატჩებსაც მართავს. "მანჩესტერთან" შეხვედრა რიგით მესამე გამოდგება.

არის ერთი სიახლეც, მადრიდის "რეალის" შემადგენლობას რობერტო კარლოსი შეემატა.

მადრიდის "რეალი": ბუიო, კონტრერასი, ილნერი, ჩენდო, როხასი, ველასკო, იერო, საბიდო, სანჩისი, სანსი, რამისი, კარანკა, გარსი კორტესი, რედონდო, ელგერა, ზიდანი, მარტინ ვასკესი, ფიგუ, ბუტრაგენიო, ამავისკა, ალფონსო, ივან პერესი, სანტილანა და მორიენტესი.

"მანჩესტერ იუნაიტედი": ენდი კოული, ბრაიან რობსონი, კლაიტონ ბლექმური, დენის ირვინი, დიონ დუბლინი, დუვაით იორკი, ედვინ ვან დერ საარი, იააპ სტამი, ჯესპერ ბლომქვისტი, ლი მარტინი, ლი შარპი, ქუინტონ ფორტუნი, რაიმონდ ვან დერ გოუ, რონი იონსენი, რიო კინი და ტედი შენინგემი... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)