კასილიასი: "ევრო რთული იქნება ჩვენთვის"

მეკარემ, რამოსმა, ხაბი ალონსომ და არბელოამ გაანალიზეს ესპანეთის გამარჯვების შანსები "ევრო 2012-ზე".


კასილიასი

"ჩვენი მიზანია მოვიგოთ ისევე როგორც მოვიგეთ 2008-ში, თუმცა მაშინ ყველა გავაოცეთ, ახლა კი ყველამ იცის როგორ ვთამაშობთ. ყოველი მოწინააღმდეგე სირთულე იქნება. მათ იციან, რომ ჩვენთან შეხვედრამ შეიძლება ჩაშალოს მათი გეგმები."

"გერმანია ძლიერია. გასულ წლებშიც კარგად ასპარეზობდნენ და ისინი მუდამ იბრძვიან ტიტულისათვის. ჰოლანდიამ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, საფრანგეთსაც ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს და ისინი შეეცდებიან იმის დავიწყებას რაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა."

"ვიმედოვნებ, რომ ბომბარდირი ესპანელი იქნება, რადგანაც ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ შორს გავაღწიეთ, თუკი რომელიმე ფეხბურთელი ერთ მატჩში ოთხ ან ხუთ გოლს არ გაიტანს."

კასილიასი: "ევრო რთული იქნება ჩვენთვის"


რამოსი

"მოგების შანსი იმაზეა დამყარებული თუ როგორ შევინარჩუნებთ ჩვენს ფილოსოფიასა და სტილს, რომელიც წარმატებისაკენ მიგვიძღოდა წინა წლებში. ერთ-ერთ ფავორიტად ყოფნა მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროს მოგების შემდეგ გარდაუვალია, ამიტომაც პრესის ყურადღება ყოველთვის ესპანეთისაკენ იქნება მომართული. გამარჯვება წესრიგისა და დიდი შრომის ფასად მოვიპოვეთ. ეს დაგვეხმარება მომავალ გამარჯვებებშიც. გულიანი ნაკრები გვყავს, ეს არის ის რაც სხვა ნაკრებებს აკლიათ."

" სეზონი ძალიან გრძელია და თითოეულ გუნდს აქვს შანსი საუკეთესო ფორმაში იყოს. ეს დამოკიდებულია ასევე ფეხბურთელების ფორმაზეც. წელს ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალიაა, მიუხედავად იმისა თუ რა ჯგუფში მოხვდნენ. დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეები ჰყავთ. გამიმართა, რომ რამოდენიმე მათგანთან ერთად მადრიდის "რეალში" ვთამაშობ. მჯერა, რომ ისინი დიდ კონკურენციას გასწევენ "ევროზე"."

"მსოფლიოს საუკეთესო შიდა ჩემპიონატში მიწევს თამაში და ვფიქრობ ბომბარდირიც ამ ჩემპიონატიდან იქნება. მჯერა ესპანელი გახდება საუკეთესო გამტანი. გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც მაღალ დონეზე თამაშობენ რამოდენიმე წელია."

კასილიასი: "ევრო რთული იქნება ჩვენთვის"


ალონსო

"ეს "ევრო" რთული იქნება, და მიუხედავად იმისა თუ რას ამბობენ "ბუკმეიკერები", არ მგონია, რომ აშკარა ფავორიტები ვართ. ამ თეორიების მიუხედავად თავმდაბლები უნდა ვიყოთ. ესპანეთს ძალიან გაუჭირდება."

"პორტუგალიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს და არ გამიკვირდება თუ ისინი შორს გავლენ. ვიმედოვნებ ბომბარდირი ესპანელი გახდება."

კასილიასი: "ევრო რთული იქნება ჩვენთვის"


არბელოა

"წინა "ევროსა" და მსოფლიო ჩემპიონათის მოგება არ ნიშნავს წელსაც გამარჯვებას. ძალიან რთულ გამოწვევაში ვღებულობთ მონაწილეობას. ყველამ შეგვისწავლა ჩვენ და მათ ჩვენი დამარცხება სწყურიათ... არასდროსაა ტიტულის ხელმეორედ მოგება ადვილი."

"ყველა გუნდს შეუძლია ხალხის გაოცება. ვიმედოვნებ ბომბარდიდი ესპანელი გახდება, მაგრად თუ არ იქნა ასე, მსურს საუკეთესო მეგოლე კარიმ ბენზემა ან კრისტიანო რონალდო გახდეს.

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 29 მაი 2012
  • 2776
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)