დი მარია: "ვიმედოვნებ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ"

"მოურინიომ ჩემგან საუკეთესო თვისებები გამოწურა და მე მის ხელში გავიზარდე; ტრავმა როცა მაწუხებდა იგი მაშინაც ჩემს გვერდში იყო, ამან ძალიან გამახარა"


ანხელ დი მარიამ გამომცემლობა "Marca"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ძალიან მიხარია ლიგის ტიტულის მოგება. ეს შთამბეჭდავია. ვიმედოვნებ მომავალ წელსაც ბევრ ტიტულს მოვიგებთ. მთავარია ლა ლიგა მოვიგეთ და ქომაგები გავახარეთ. მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის მეათე ტიტულის მოგება გვსურს .

"წელს უკეთესად გამოვიყურებოდით ვიდრე შარშან, ამაზე მეტყველებს ჩვენს მიერ მოხსნილი რეკორდები გინდა ქულების მხრივ და გინდა გოლების მხრივ... "ბარსელონაზე" ძლიერები ვიყავით, რადგანაც ცხრა ქულით გავასწარით და მათზე უფრო მეტი გავიტანეთ. უნდა გავაგრძელოთ რეკორდების დამყარება. დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია "ბარსელონას" დამარცხება. წელს კარგი სამუშაო გავწიეთ."

"ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგის მეათე ტიტულის მოგებაზე ვფიქრობთ. ორჯერ მივუახლოვდით ამას და მომავალ წელს ამ ტიტულის აღნიშვნა გვსურს სიბელესზე. სიბელსზე ზეიმი ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო ჩემს კარიერაში."

"გამოჯანმრთელების პროცესში მოურინიო გვერდში მედგა. ის შესანიშნავი მწვრთნელია. მუდამ მხარს უჭერს თავის მოთამაშეებს. იგი მუდამ მეკითხებოდა როგორ ვგრძნობდი თავს და როგორ მიდიოდა გამოჯანმრთელების პროცესი. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარა დაბრუნებისას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაში. მან საუკეთესო გამოიყვანა ჩემგან. მას მერე რაც ის მწვრთნის არსებითად ვიზრდები; თუ სწორედ მახსოვს ტრავმამდე 14 საგოლე გადაცემა შევასრულე."

"ქომაგების გული დიდი შრომის შედეგად მოვიგე. თავიდავნე გვერდში მედგნენ ისინი. ყველა მეუბნებოდა, რომ "ბერნაბეუს" სიყვარულის დამსახურება ძალიან ძნელი საქმე იყო, მაგრამ მე ეს შევძელი. ზეწოლას აღარ ვგრძნობ და ისე ვთამაშობ როგორც სხვები; თითქოს 80 000 მეგობარი გვერდში მედგეს."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 29 მაი 2012
  • 1910
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ჟერარი 5
2 ბენზემა 4
3 ლორენი 3
4 ბეილი 2

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 0 0 0 0 0
2 პსჟ 0 0 0 0 0
3 გალათასარაი 0 0 0 0 0
4 ბრიუგე 0 0 0 0 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2019 (207)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)