ლუკასი ცალი ფეხით მადრიდშია

ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი ლუკას მოურა თითქმის მადრიდელია...


ჭორებზე აყოლა არ ღირს მაგრამ თანდათან ნათელი ხდება, რომ ლუკას მოურა მადრიდში ყველაზე სასურველი ფეხბურთელია. ლუკასი ჯერ ნამდვილად პატარაა, მაგრამ მისმა თამაშმა ნამდვილად მოაჯადოვა ფეხბურთის მოყვარულნი. მან ძალიან ბევრი გუნდის მაისურის მორგება მოასწრო სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მიუხედავად მისი ასაკისა. ის ამჟამად ბრაზილიურ ”სან პაულო”-ში ირიცხება და ძალიან ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს.

როგორც მოგეხსენებათ ნეიმარის თემამ ყველა და ყველაფერი გადაჩრდილა. მის სახელს ”ბარსელონასა” და მადრიდის ”რეალს” უკავშირებდნენ, მაგრამ ბოლოს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ”მამალი” სავარაუდოდ დარჩება მის ამჟამინდელ კლუბ ”სანტოსში” ანდაც კატალონიის გზას გაუდგება. აქ მადრიდელებს ნაკლები შანსი აქვთ ამ ეტაპზე. ყველაზე მთავარი ფარქტორი კი ის გახლავთ, რომ მაურინიოს ეს ფეხბურთელი არ მოსწონს და ადვილი სავარაუდოა, რომ პერესი ამ ფეხბურთელისთვის თავს ნამდვილად არ მოიკლავს.

აი რაც შეეხება მოურას მის მიმართ სულ განსხვავებული პოზიცია აქვს ჟოზეს და მეტიც უკვე იცით, რომ ის ბრაზილიის მატჩს დაესწრო სადაც ლუკასი ბურთაობდა და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებდა ნეიმარი. ადვილი სავარაუდოა, რომ მაურინიო ტყუილად არ უყურებდა ბრაზილიის და დანიის ეროვნული ნაკრების შეხვედრას.

ახლა კი საქმეზე გადავიდეთ ლუკასში მადრიდელები 40 მილიონის გადახდას აპირებენ, ხოლო ”სან პაულო” მასში 50 მილიონს ითხოვს. მადრიდელები ყველაფერს გაიღებენ რათა ლუკასი მადრიდში აღმოჩნდეს. კიდევ ერთი გარემოება არსებობს რაც ამ ტრანსფერ აჩქარებს და ხელს უწყობს. მოგეხსენებათ მადრიდში არდადეგებია კლუბის ფეხბურთელები დასასვენებლად არიან წასულები ანდაც ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ემზადებიან ევრო 2012- ისთვის. მაურინიო კი სულაც არ ჩქარობს დასვენებას და ისევ აგრძელებს მუშაობას მადრიდში რადგანაც მას სურს უკვე ჩამოყალიბდეს ის შემადგონლობა და იცოდეს თუ ვინ ეყოლება მას წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში.

აქედან გამომდინარე მისი ვიზტი ბრაზილიის მატჩზე და ძალიან დიდი ინტერესი ლუკას მოურას მიმართ უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ ლუკასი ძალიან მალე მადრიდელი გახდება. ფეხბურთის ექსპერტები მას კაკას შემცვლელად ასახელებენ. სავარაუდოდ ძალიან მალე ლუკასი თეთრ ფორმაში მოგვევლინება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)