იგუაინი: "აღტაცებული ვარ მადრიდის რეალით"

"ჩვენმა ბოლო მატჩმა დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ("ატლეტიკთან" მატჩი იგულისხმება ავტ.); ერთ-ერთი საუკეთესო მომენტები განვიცადე, ერთადერთი თუ არა"


გონსალო იგუაინი არგენტინის ეროვნულ გუნდთან ერთად ყოფნისას ჟურნალ AS-ს გაესაუბრა.

"რთული წელი იყო. ჩვენ მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში გასვლა და მოვიგეთ ლა ლიგა. ძალიან მძიმე სეზონი იყო, თუმცა მაინც მოვიგეთ ლიგა და ეს ძალიან მახარებს. მადრიდის "რეალითა" და არგენტინით აღტაცებული ვარ."

"მადრიდის "რეალთან" ერთად ჩატარებულმა ბოლო მატჩმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე. დიდებულია იმის მოსმენა თუ როგორ გთხოვენ სტადიონზე შეკრებილი გულშემაკტივრები და თანაგუნდელები დარჩენას. ასევე სერხიო რამოსის ჩემდამი ნათქვამმაც დიდა იმოქმედა. ხუთი წელი გავატარე გუნდში და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მომენტი, ერთადერთი თუ არა. მათმა სიყვარულმა შემძრა. ასეთი მომენტები ყოველთვის გამახსოვრდება. ამ სეზონში "რეალთან" ერთად ტიტული მოვიგე, რაც დიდი მუშაობის ნაყოფია."

"გუნდში ყველასთან კარგად ვარ. ყველაზე უფრო მეტ დროს დი მარიასთან ერთად ვატარებ. ჩვენ ერთად ვუყურებთ "რივერ პლეიტისა" და "როსარიოს" მატჩებს. მადრიდის "რეალს" ჯანმრთელი გუნდი ჰყავს. გასახდელში მიყვარს ხუმრობა და ხალხის გაცინება, თუმცა არის სტრესული მომენტებიც. სტრესი ყველას აქვს ხოლმე."

"ვაღმერთებ ალფრედო დი სტეფანოს. ის სულით ხორცამდე მადრიდელი იყო და ასეა ახლაც. მისი მოსმენა მიყვარს. დი სტეფანოსგან ბევრს ვსწავლობ. ოცნება ვყოფილიყავი მადრიდის "რეალის" კაპიტანი ამიხდა ზოგიერთ თამაშებში. გუნდის კაპიტანი არ ვყოფილვარ, თუმცა ვამაყობდი სამკლავურის ტარებით. კარგია, რომ გუნდს ერთადერთი და ნამდვილი კაპიტანი ჰყავს."

"მიხარია, რომ ამდენი გოლი გავიტანე წლევანდელ სეზონში, თუმცა უფრო მეტის გატანა შემეძლო..."

"თამაში მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის, და - "რივერ პლეიტსა" და "ბოკა ხუნიორს" შორის არის ლამაზი კლასიკო. ასეთი დონის თამაშებშია პატივია, რომ თეთრი მაისური მაცვია."

"ჩემი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მთხოვს იმას რასაც მთხოვდნენ მადრიდის "რეალში". მას უნდა, რომ ვითამაშო დიაგონალურად. იმავე ფეხბურთელებთან არ ვთამაშობ ახლა, თუმცა იმავეს ვაკეთებ რასაც მადრიდში ვაკეთებდი."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 27 მაი 2012
  • 3930
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)