მაიკონი, ბოსინგვა, ჯონსონი, ლამი

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მარჯვენა მცველის ძიებაშია, ესპანური გრანდის მთავარ მწვრთნელს ძალიან სურს სერხიო რამოსის დაცვის ცენტრში დატოვება და მარჯვენა მხარეს მხოლოდ ალვარო არბელოას იმედზე ყოფნას არ აპირებს, ამიტომ მოურინიომ უკვე დაუყენა მოთხოვნა ხელმძღვანელობას, რომლის მიხედვითაც გუნდმა მოთამაშე უნდა დაიმატოს...


"ბლანკოსი" რამდენიმე მიმართულებით იბრძვით, დედაქალაქელთა თვალთახედვის არეში უამრავი ფეხბურთელია, მაგრამ მათი გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ ვისაუბროთ 4 ყველაზე რეალურ კანდიდატზე.

დუგლას მაიკონი

ბრაზილიელი მცველი ჟოზე მოურინიოს ძალიან ესიმპატიურება, ჯერ კიდევ ინტერში მუშაობის დროს პორტუგალიელმა მწვრთნელმა მაიკონს სრული ნდობა გამოუცხადა, ბრაზილიელმაც გაცემული ავანსები გაამართლა და ჟოზეს ტრიუმფალურ წინსვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მაიკონის შეძენას სამეფო კლუბი წინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც ცდილობდა, მაგრამ მოლაპარაკებები არ შედგა, რადგან ინტერტის ხელმძღვანელობა არარეალურ თანხას ითხოვდა.

სატრასნფერო სესიებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება ამიტომ გუნდები გააქტიურებას გეგმავენ, სამეფო კლუბის მიზანი კი კვლავაც რჩება ბრაზილიელის შეძენა, რომელსაც უკვე ასაკიც "ეპარება".

ბოსინგვა

პორტუგალიელ მცველთან დაკავშირებით ინფორმაციები არ ვრცელდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ინგლისურ პრესაში სერიოზული ჭორები დაიწერა იმასთან დაკავშირებით, რომ ბოსინგვა თანამემამულე მწვრთნელთან ამოყოფდა თავს.

მცველის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 8-10 მილიონი ევროა, ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობას ჯერ-ჯერობით არანაირი შემოთავაზება არ მიუღია და არც მადრიდს უაქტიურია, მაგრამ არის იმის შანსი, რომ პორტუგალიელმა ესპანეთის დედაქალაქში განაგრძოს კარიერა.

გლენ ჯონსონი

ამ ფეხბურთელით მოურინიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაინტერესდა, როდესაც უკვე გააცნობიერა, რომ რამოსი ცენტრს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ფლანგს, მაგრამ მოლაპარაკებები თანხის გამო არ შედგა, სამეფო კლუბი მასში მხოლოდ 12 მილიონ ევროს იხდიდა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჯონსონი მაიკონთან ერთად "რეალში" გადასვლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება, მაგრამ რამდენად მოახერხებს ფლორენტინო პერესის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, უკვე სხვა საკითხია, ამ შემთხვევაში ყველაფერს თანხის მომატება გააწყვეტს.

ფილიპ ლამი

გერმანელი ფეხბურთელი უნივერსალია, მას შეუძლია დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე თამაში, ასევე კარგად ითავსებს გარემარბის პოზიციასაც, მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონს უტოლდება, რაც თავისთავად ბევრია, მაგრამ ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილიპისნაირი უნივერსალი ფეხბურთელები მსოფლიოში არც ისე ბევრნი არიან.

მიუნხენის ბაიერნი ფეხბურთელის გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია, აქედან გამომდინარე, ძნელად სავარაუდოა, რომ ლამმა თავი მადრიდში ამოყოს, მაგრამ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 26 მაი 2012
  • 2698
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)