მოურინიო: "ახლა ისე ვარ, როგორც არასდროს"

ჟოზე მოურინიო უკვე მესამე დღეა თურქეთის დედაქლაქ, ანკარაში იმყოფება. გუშინ, სტუდენტებთან შეხვედრის შემდგომ, მან ადგილობრივ მედიასტან მცირე კომენტარი გააკეთა...


"ფინალში, ჩემპიონობისთვის არ არის საჭირო, რომ მთელი მატჩი ბრწყინავდე. ნათელი მაგალითი ამისა წლევანდელი ლიგის ფინალია. "ბაიერნმა" 18 კუთხური ჩამოაწოდა, ხოლო "ჩელსიმ" მხოლოდ ერთი და თავადაც კარგად იხილეთ თუ რა მოჰყვა იმ ერთს. ფინალში და თუნდაც პლეიოფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება მთლიანად ჩემპიონატს, ამ შემთხვევაში "ლა ლიგას", აქ თითოეული რამ გასათვალისწინებელია, 38-ივე შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. მცირე დეტალებმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩემპიონის ვინაობა."

""რეალი" იმდენად ბრწყინვალე გუნდია, რომ მას მწვრთნელის გარეშეც შეუძლია ჩემპიონატის მოგება. ჩვენ "ლა ლიგაში" 100 ქულას მოვუყარეთ თავი, "ბარსელონამ" 9-ით ნაკლებს 91-ს. ეს სხვა ჩემპიონატებში არ ხდება. ორი გუნდი ამ რაოდენობის ქულებს თავს ვერ უყრის და ალბათ ვერც მოუყრის."

"რადგან მე კონტრაქტი 2016 წლამდე გავახანგრძლივე, იმას ნიშნავს, რომ მადრიდში 2016 წლამდე დავრჩები. მე, რომ ზედიზედ ორ მატჩში ვერ მოვახერხო გამარჯვების მოპოვება, თქვენ(ჟურნალისტები - ავტ.) მაშნვე ჩემს გუნდიდან წასვლას იწინასწარმეტყველებთ, მაგრამ ეს ასე არ იქნება. მინდა, რომ ეს წლები საუკეთესო აღმოჩნდეს ჩემს კარიერაში. თავს ახლა ისე ვგრძნობ, როგორც არასდროს. რატომ მაინცდამაინც 2016? 2016 წელს ჩემი ქალიშვილი კოლეჯში უნდა შევიდეს და მაშინ უნდა ავირჩიო ქალაქი, სადაც ის ისწავლის. არ მსურს, რომ მისგან შორს ვიყო."

"ლონდონში ჩემი ცხოვრება გაცილებით განსხვავდება მადრიდში ცხოვრებისგან. ინგლისში არავინ ინტერესდებოდა ჩემი ოჯახითა და პირადი ცხოვრებით, მადრიდში კი ხშირ შემთხვევაში ოჯახის დაცვა მიწევს."

"მესუთ ოზილი ამჟამად საუკეთესო ათიანია მსოფლიოში. მას მართლაც, რომ გასაოცარი ტალანტი აქვს. მას ძალიან ბევრი აქვს მსგავსი ზიდანისა და ფიგუსი. მესუთი "რეალის" ისტორიაში წარუშელ კვალს დატოვებს." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (224)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)