კალეხონის საუკეთესო სეზონი

ხოსე მარია კალეხონმა თავისი კარიერის განმავლობაში ყველაზე კარგი სეზონი ჩაატარა...


კალეხონი "ლა ლიგაში" 2008-09 სეზონის შემდეგ გამოდის. როგორც იცით, სწორედ მაშინ გადავიდა იგი "ესპანიოლში". გავიდა რამდენიმე წელი და ხოსე მარია მშობლიურ "რეალს" დაუბრუნდა, სადაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. კალეხონმა გასულ სეზონში საერთო ჯამში 13 გოლის გატანა მოახერხა, რაც ბრწყინვალე შედეგია, რამეთუ მას იშვიათად უწევდა მოედანზე გასვლა.

"კალეხონმა იცის, თუ რას ნიშნავს აქ ყოფნა. ყველა იმ წუთის განმავლობაში, რომელსაც იგი მოედანზე ატარებს, მაქსიმალურად კონცენტრირებულია. ალბათ არ ვიდავებთ იმაზე, რომ ის შექმნილია "რეალისთვის"." - განაცხადა მოურინიომ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში. კალეხონმაც მწვრთნელის იმედებიც გაამართლა. ხშირად, შეცვლაზე შემოსულმა გოლიც გაიტანა, რამდენჯერმე გადამწყვეტ მომენტშიც.

რონალდოს, ბენზემასა და იგუაინის შემდგომ კალეხონი გუნდის საუკეთესო მეგოლე გახდა გასულ სეზონში. აღსანიშნავია, რომ აქამდე კალეხონს თავის სამ წლიანი კარიერის განმავლობაში, რომელიც მან "ესპანიოლის" შემადგენლობაში გაატარა, ხოლოდ 12 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი 13-ჯერ დაამწუხრა მეტოქეთა მეკარეები.



კალეხონის საუკეთესო სეზონი
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)