იკერ კასილიასი. El Santo

იკერ კასილიასი. El Santo


დღეს ვისაუბრებთ ესპანეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მეკარეზე . ზუსტად ის იყო იმ ნაკრების კაპიტანი , რომელმაც შეძლო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. პირველად თავის ისტორიაში ესპანელებმა აღმართეს მსოფლიოს თასი , სამხრეთ აფრიკაში . ამას გარდა ის უკვე 14-ე წელია იცავს ერთ-ერთი საუკეთესო ესპანური კლუბის("რეალ მადრიდი" ) ღირსებას , სადაც მან მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლება : 2- ჯერ იყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამეფო კლუბის მაისურით ასევე მოიგო 4-ჯერ ლა ლიგა და სულ ცოტა ხნის წინ აღმართა პრიმერა დივიზიონის ტროფეი 5-ჯერ , შევეცდები ამის შესახებ თანმიმდევრობით გიამბოთ ...


მამა და შვილი


1981 წლის 20 მაისი . მოსტოლესი . ზუსტად აქ , ესპანეთის ამ ქალაქში , სკოლის მასწავლებელის ხოსე ლუის კასილიასის და დიასახლისის მარია კარმენ ფერნანდეშის ოჯახში , დედამიწას მოევლინა ბიჭი , იკერ კასილიასი . ის , რომ ბიჭი გაიზრდებოდა ფეხბურთელი იყო ცნობილი მის გაჩენამდეც : ლეგენდის თანახმად , მკითხავმა , რომელიც მიფრინავდა ბილბაოდან მადრიდში იწინასწარმეტყველა იკერის წარმატებული კარიერა , ამასთანავე მან აღნიშნა , რომ ის იქნებოდა ძალიან სახელგანთქმული მეკარე , ამ დროს იკერის დედა უკვე 9-ე თვე ედგა ფეღმძიმობისა. 6 წლის ასაკში კი ხოსე ლუისმა , რომელიც იყო "რეალ მადრიდის" გულშემატკივარი , იკერი მიიყვანა "ბლანკოსის" სკოლაში . გვიან კასილიასმა ისხსენებდა , რომ მამის და ოჯახის ოცნება იყო ის დაუპყრობელი მწვერვალი , რომლის დალაშქვრაც ვერ შეძლო ხოსემ , რომელსაც არასდროს უთამაშია პროფესიონალური ფეხბურთი : "ჩემ ოჯახში ლაპარაკობდნენ , რომ მე გავხდებოდი ფეხბურთელი , ჩემი დაბადების თანავე . მამაჩემი ძილშიც კი მხედავდა სამეფო კლუბის მაისურით , მე კი გავამართლე მისი მოლოდინი , თუმცაღა ჩვენ ერთად ავირჩიეთ მეკარის მაისური . შეიძლება ეს ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს , მაგრამ რამდენადაც მე ჩემი თავი მახსოვს სულ მომწონდა "ლამაზად დაცემა" . ამასთან ერთად მე გამომდიოდა ბურთის მოგერიებაც , ამით კი მე ვიღებდი ნამდვილ სიამოვნებას " .


იკერ კასილიასი. El Santo ფეხბურთის შესწავლის მხრივ ყველაფერი შესანიშნავად მიმდინარეობდა : კასილიასი წარმატებით ართმევდა თავს გამოწვევებს , 11 წლის ასაკში , მან პირველად ივარჯიშა , ვისენტე დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით . მიუხედავად მისი ნიჭისა , მის აღზრდა განათლებაზა მუშაობა მაინც მოუხდა ვისენტეს: ბავშვობაში იკერი იყო ძალიან აქტიური და ცელქი , რის გამოც დელ ბოსკეს წყრომას არც თუ ისე იშვიათად იწვევდა , მაგრამ არ შეიძლებოდა დელ ბოსკეს შრომას შედეგი არ გამოეღო . 1999 წელს კასილიასმა მოიგო ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი 16 წლის ასაკში , ასევე მოიგო 3 -ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი 15 , 16 და 20 წლის ასაკში , ამ ყველაფერთან მან მიიღო გამოწვევა , რომელიც მდგომარეობა სამეფო კლუბის პირველ მეკარეობაში .

მოულოდნელობა


ეს მოხდა მოულოდნელად , 1997 წლის ნოემბერში , 16 წლის იკერმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ , რომ იყო გამოძახებული პირველ გუნდში , კოლედჯის დირექტორისგან , პირდაპირ სწავლის პროცესის მიმდინარეობისას . გაოცებულმა ბავშვმა სახლშიც კი არ შეირბინა სწავლის დასრულების შემდგომ , ის მაშინვე გაქანდა აეროპორტში , სიადანაც "ბლანკოსი" მიფრინავდა ნორვეგიაში , ჩემპიონთა ლიგის მატჩზე "რუსენბორგის" წინაამღდეგ . რათქმაუნდა იმ დროისთვის მისი მოედანზე გასვლა , არც კი იდგა დღის წესრიგში , ამის მიუხედავად სანჩისთან, იეროსთან , რედონდოსთან ერთად მგზავრობდა და უფრო ახლოს გაცნობა იმ ფეხბურთელებისა ,რომელთაც ის კუმირებად მიიჩნევდა , ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო იკერისთვის . სათადარიგო სკამზე ჯდომა სამეფო კლუბის ფეხბურთელებთან ერთად მართლაც დიდი ბედნიერება იყო , ამასთანავე ეს ფაქტი ახალგაზრდა ფეხბურთელს უფრო მოტივირებულს ხდიდა . ამავე ვიზიტის შემდგომ , კასილიასმა გადაწყვიტა , რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა ის გახდებოდა პირველი გუნდის ძირითადის მეკარე . იკერს ისევ გაუღიმა ბედმა და იქნა გამოძახებული პირველ გუნდში , კლუბში მაშინ გაუგებრობა სუფევდა , ბოდო ილგნერი , რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა კლუბთან კონტრაქტის გაუმჯობესების მიზნით , ამასთანავე ალბანი დისარი საშინლად გამოიყურებოდა და კლუბის ხელმღვანელობამ გადაწყვიტა გათვლა გაეკეთება ახალგაზრდა პერსპერქტიულ მეკარე იკერ კასილიასზე , რომელიც თავის მტკიცე ხასიათს და დამაჯერებელ თამაშს აჩვენებდა "კასტილიაში" , ასე რომ გადაწყდა ახალგაზრდა მეკარისთვის შანსის მიცემა , 1999 წლის 12 სექტემბერს , "სან მამესის " მოედანზე შედგა იკერის დებიუტი , "რეალ მადრიდის" ძირითად შემადგენლობაში ...

იკერ კასილიასი. El Santo



სამეფო დებიუტი


ის ფაქტი , რომ იკერის დებიუტი ბილბაოში შედგა , შეიძლება სიმბოლურიც იყოს , ბილბაოდან მადრიდამდე , თუ გახსოვთ მისი მომავალი იყო ნაწინასწარმეტყველები სწორ იმ დროს როცა მისი მშობლები ბილბაოდან მადრიდში ბრუნდებოდნენ ! შემდეგ იკერი თავის სადებიუტო დღეს დაარქმევს საუკეთესო მომენტს თავის ცხოვრებაში . მატჩი დასრულდა ანგარიშით 2:2 , მაგრამ დებიუტანტა შთაბეჩდილება მოახდინა გულშემატკივარსა და "ბლანკოსის" ხელმღვანელობაზე ." კანტერანო" ყველასგან გასაკვირად ადვილად შეეწყო გუნდს და დაიმკვიდრა ძირითადში ადგილი , შემდეგში უკვე აღარავის აკვირვებდა ის ფაქტი , რომ 1999/00 წლების სეზონში მის ანგარიშზე იყო 27 ჩატარებული მატჩი , რომელშიც მან საკუთარ კარში 25 გოლი მიიღო . თუმცაღა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი , სეზონის მიწურულს დაუდგა იკერს , როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თეთრებმა ღამურები მისი დამაჯერებელი თამაშის ფონზე დაამარცხეს ანგარიშით 3:0 . სადებიუტო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტროფეის მოპოვება , მართლაც რომ შთამბეჭდავი შედეგია , ასევე გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე , ტურნირის ისტორიაში , რომელმაც მიიღო მონაწილეობა ლიგის ფინალში და მოიპოვვა გამაჯრვება . ამის შემდგომ მის კარიერაში ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა , 2000 წლის 15 მარტს , კიევის "დინამოს" წინაამღდეგ , სერგეი რებროვის მიერ შესრულებული თერთმეტ მეტრიანი დარტმა მოიგერია იკერმა და იხსნა გუნდი გუნდი გაშვებული გოლისგან .

იკერ კასილიასი. El Santo


2000 წელსვე იკერმა მიიღო პრიზი ბრავო - რომელიც იყო იტალიური გაზეთის Guerin Sportivo -ის მიერ დაწესებული , როგორც ყველაზე მეტი წარმატების მიმღწევმა ევროპულ ფეხბურთში ,21 წლის ასაკში . ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ახალგაზრდა მეკარის მიმართ უდიდესი ინტერესი , მაგრამ თვითონ კასილიასი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და არავითარი "ვარსკვლავური ავადმყოფობის" ნიშანწყალი არ შეიმჩნეოდა მასში . იკერი უბრალოდ თამაშობდა ფეხბურთს , იღებდა ამისგან სიამოვნებას , ხანდახან ყვებოდა კიდეც თავის შეგრძნებზე სადებიუტო სეზონთან დაკავშირებით : " რათქმაუნდა , თავიდან მე ვგრძნობდი თავს უხერხულად , განსაკუთრებით მაშინ როდესაც მე ვუყურებდი მატჩის ჩანაწერებს და ჩემს თავს ვაკვირდებოდი , მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი გადავლახე და უკვე აგარ მრცხვენოდა მითითების მიცემა, დაცვის ხაზში , კლუბის ისეთი ვეტერანებისთვის , როგორიც იყვნენ იერო და სანჩისი . "ბარსელონასთან" ჩემი პირველი მატჩის შედგომ "კამპ ნოუზე" მიხვდი და გახდა ჩემთვის ნათელი , რომ აღარაფრის შემეშინდებოდა "

ისეთ ქვეყანაში , როგორც ესპანეთია იკერის წარმატებული თამაში , როგორც მეკარის არ შეიძლებოდა უყურადღებოდ დარჩენილიყო . მაშინ ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა ხოსე ანტონიო კამაჩი , პირველი და მეორე მეკარის ადგილი კი იყო დაკავებული , კანისარესის და მოლინას მიერ . 3-ე მეკარის ადგილი კი თავისუფალი გახლდათ და ეს ადგილი დაისაკუთრა იკერ კასილიასმა. "ტურისტის" როლში ევროპის ჩემპიონატზე წასვლა , მაინც არის დიდი გამოცდილება , რადგან ევროპის ჩემპიონატის ფენომენი ყველას კარგად მოგეხსენებათ . თუ მის სადებიუტო მატჩზე ვისაუბრებთ ნაკრებში , ასეთი იყო ორი . პირველი - გიოტებურგში , 2000 წლის 3 ივნისს ,ევროპის ჩემპიონატის წინ , ამხანაგურ მატჩში შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინაამღდეგ. მეორე - რომელსაც ადვილად მიხვდებოდით , დებიუტი ოფიციალურ მატჩში , რომელიც შედგა 2000 წლის 2 სექტემბერს , საკვალიფიკაციო ეპატზე 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა , წარმატებულად მისი შერაცხვა ძალიან ძნელი იქნება : ესპანელები დამარცდნენ , ანგარიშით 1:2 , მაგრამ იკერის სანაკრებო კარიერაზე ამას ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად არ შეეძლო : მოლინას საშინელი თამაშის შემდგომ ევრო 2000-ზე რომელიც ჰოლანდია - ბელგიაში იმართებოდა , იკერი გახდა ნაკრების მეორე მეკარე, რადგან გამხდარიყო პირველი მეკარე მრავალი წლის განმავლობაში . ამის შესახებ კი ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ და დაუბრუნდები მის საკლუბო კარიერას .

გამოცდა


ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულს , იკერ დახვდა სიურპრიზი , სესარ სანჩესის სახით , რომელიც ატარებდა მაისურს ნომრით "1" . კასილიასი და სესარის დაპირისპირება მთელ სეზონში გრძელდებოდა და ბოლოს სესარმა მაინც შეძლო ძირითადში ადგილის მოპოვება. ეს მოხდა , თქვენ როგორ ჰგონიათ ? დიახ ბილბაოს "ატლეტიკთან " მატჩის შემდგომ . თეთრებმა დათმეს მატჩი ანგარიშით 1:2 და ბურთები , რომლებიც იქნა გატანილი მადრიდელების კარში , ორივე მეკარის შეცდომის შემდგომ გაეხვა ბადეში . ძირითადში ჩნდება სანჩესი , რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად და მშვიდად გამოიყურება , ბევრს მოუვიდა თავში აზრი ახალგაზრდა მეკარის დრო იწურებოდა , მაგრამ იკერმა თავის თავში იპოვა ძალა , შრომის და მონდომების ხარჯზე ის მოთმინებით ელოდა თავის შანს რათა დაებრუნებინა ადგილი ძირითად შემადგნელობაში . ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2002 წელს, ლევერკუზენის "ბაიერის" წინაამღდეგ. მატჩი ძირითადში დაიყო სესარმა , მაგრამ მეორე ნახევარის შუალედში ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება ტრამვის გამო . აი ზუსტად მაშინ მოვიდა იკერის დრო . იმ მომენტიდან როცა კასილიასი გამოჩნდა მოედანზე, ეს მოხდა 68-წუთზე , ანგარიში იყო 2:1 სამეფო კლუბის სასარგებლოდ , მაგრამ "ბაიერი" დანებებას ნამდვილად არ აპირებდა და უკანმოუხედავად უტევდა რადგან სასწორზე ჩემპიონთა ლიგის თასი იდო , ეს კი ყველაზე ცხელი წუთები იყო მადრიდის "რეალისთვის" , ყველას დაამახსოვრდა იკერის ბრწყინვალე სეივები , მატჩის უკანასკნელ წუთებში. ერთ-ერთი ასეთი სეივი კი საერთოდ არა ადამიანური იყო , რადგან კასილასს ბერბატოვის დარტყის შემდედ რეაქციის მოსახდენად დასჭირდა 0,006 წამი , ეს იმის ფონზე როცა ბურთის მოძრაობის სისწრაფე იყო 80 კმ/საათში ! ამის მიუხედად მეკარის ჯადოქრობა დაეხმარა "ბლანკოსს" თავისი რიგით 9-ე ჩემპიონთა ლიგის ტროფეის მოპოვებაში, ამ ყოველივემ კი ის კვლავ აქცია კლუბის პირველ მეკარედ , 2002/03 წლების სეზონს იკერი ისევ პირველი ნომერი იყო ,ყოველგვარი ტრამვის გარეშე , მან ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის 15 მატჩი და 38 ლა ლიგის მატჩი, , რომელმაც დაუბრუნა მადრიდის "რეალს" პრიმერა ჩემპიონის სტატუსი .



ამით არ დამრთავრებულა მისი გამოცდა , რადგან კანისარესმა მიიღო ტრამვა მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ , ის გახდა ნაკრების პირველი მეკარე ,დაკისრებულ მოვალეობას კასილიასმა წარმატებით გაართვა თავი , ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა რა უშეცდომოდ . ვარსკვლავური საათები იკერისა დადგა 1/8 ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინაამღდეგ , როდესაც ძირითადი დრო ფრე მორჩა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა . იკერმა იმ მატჩში მოიგერია 1 პენალტი თამაშიდან , ხოლო სერიაში კიდევ 3 აღება შეძლო და წითლები გაიყვანა 1/4-ში , მაგრამ ძალისხმევა უშედოგო გამოდგა , რადგან 1/4 -ში ესპანელები სამხრეთ კორეას ნაკრებთან დამარხცდნენ , არც თუ ისე ობიექტური მსაჯობის გამო თამაშმა პენალტების სერიამდე მიაღწია სადაც იკერმა ვერ შეძლო ვერცერთი ბურთის მოგერიება და ესპანელები გამოეთიშნენ ტურნირს .ამის შემდგომ ფიფას ეგიდით ჩატარებულ ტურნიში წარმატების მისაღწევად მას დასჭირდა კიდე 8 წელი ლოდინი ...

წარუმატებლობის ეპოქა


როგორც უკვე ვისაუბრეთ 2002/03 წლების სეზონში კასილიასმა მოუგო ბრძოლა სესარს , ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად და ამის შემდგომ პირველი მეკარის პოზიცია არ დაუთმო არავის . ამავე წლებში მადრიდში მან მოიპოვა პირველი და უკანასკნელი ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული 2006/07 წლების სეზონამდე . სამეფო კლუბს დაუდგა წარუმატებლობის და უიღბლობის ეპოქა . იკერის ბრწყინვალე თამაშის ფონზეც კი კლუბის ვერ ახერხებდა წარმატების მიღწევას როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ლა ლიგაში . 2003/04 წლებში კლუბმა განიცადა ფიასკო , სამეფო თასის ფინალში "სარაგოსას" წინაამღდეგ . არც ნაკრებში იყო ყველაფერი წესრიგში : 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანელები ჯგუფურ ეტაპიდანაც კი ვერ გავიდნენ , ვერ შეძლეს რა პორტუგალიის და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებთან ჭიდილი , რომელიც შემდეგ სენსაციურად გახდა ტურნირის ჩემპიონი . გერმაიში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს დიდი იმედებით ელოდებოდა იკერი , მაგრამ .... ისევ მხოლოდ ნეგატიური ასოციაცია. ესპანეთის ნაკრები არც თუ ისე ძლიერ ჯგუფიდან გავიდა , ამასთანავე ნაკრები არ აჩვენებდა დამაჯერებელ თამაშს და იქნა პირველი ეტაპზე პლეი-ოფისა გუნდი იქნდა დამარცხებული ბრწყინვალე საფრანგეთის ნაკრების მიერ .

რეაბილიტაცია


მაგრამ ,როგორც ცნობილია ცხოვრება , არის როგორიც ზებრა - "შავ ზოლს" მუდამ მოყვება თეთრი ... როგორც იქნა დადგა დრო დაბრუნებისა . დასაწყისისთვის სამეფო კლუბმა მოიპოვა ლა ლიგის ტროფეი , უკანასკნელი 3 წლის გამნავლობაში პირველად , მართალია ის არ გამოდგა ძალიან სანახაობრივი , მაგრამ ეს გუნდის საბრძოლო ჟინის ასამაღლებლად საჭირო სეზონი იყო , ამაში კი დიდი წვლილი იკერს მიუძღვის , რომელიც ფაბიო კაპელოს მეთაურობისას იყო შეუცვლელი მოთამაშე პრიმერაში 38 მატჩი , ასევე ყველა გადამწყვეტ მატჩში ის იცავდა გუნდის კარს ჩემპიონთა ლიგაზე ( კიევის გამოკლებით მაშინ კარში იდგა - დიეგო ლოპესი ) . საინტერესოა ის ფაქტიც , რომ კაპელოს მოსვლის შემდგომ ვცელდებოდა ინფორმაცია , რომ ფაბიოს არ მოსწონდა იკერის თამაშის მანერა და ის ზაფხულში იქნებოდა გასხვისებული . რაზეც კასილიასმა ყველას უპასუხა , რომ არსად წასვლას არ აპირებს და ოცნებობს ითამაშოს თეთრებში კარიერის დასრულებამდე . სხვათაშორის ერთხელ კასილიას უკვე მოუწია იმ დროისთვის მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა . ეს მოხდა 2000 წელს , როდესაც ახალგაზრდა მეკარის გადაბირებას აქტიურად ცდილობა "ბარსელონა" , რომელიც ოცნებობდა შურიეძია კონკურენტზე ლუიშ ფიგუს ტრანსფერის გამო . მაგრამ თვით კასილასი იყო დარწმინებული და მიუწდომელი : " მე რათქმაუნდა მსიამოვნებს , რომ ისეთი დიდი კლუბი როგორიც "ბარსელონაა" ჩემით ინტერესდება , მაგრამ მე რაც კი ვიცი და გამაჩნია ყველაფერი "მადრიდის" წყალობით და ვაპირებ მას მადლობა ჩემი კარგი თამაშით გადაუხადო . ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე შევითავსე ამ კლუბის სული , ვიზრდებოდი მისი ტრადიციებით და ვერ ვხედავ ჩემს თავს სხვა რომელიმე კლუბის მაისურით"

შემდეგ სეზონში "რეალმა" დაიცვა ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული და კასილიასი გახდა პირველად თავის კარიერაში ლა ლიგის საუკეთესო მეკარე , რომელიც მიენიჭა მას ჩატარებულ მატჩებში გაშვებული მცირე რაოდენობის გოლების და საუკეთესო მაჩვენებელის გამო - ზამორას ტროფეი გადაეცა მადრიდელების კარის დარაჯს . ეს ტიტული კი მან გაიფორმა "ბარსელონასთან" , "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვების შემდგომ . საქმე იმაშია , რომ იმ დროისთვის იკერს ტროფეის მოპოვებაში ეცილებოდა ვიქტორ ვალდესი , მაგრამ მადრიდელების დამაჯერებელი გამარჯვების შემდგომ ყველაფერი დალაგდა და ტროფეიმ იპოვე თავისი გმირი , რომელიც აღმოჩნდა "რეალ მადრიდის" მეკარე , მისი მაჩვენებელი კი ასე გამოიყურებოდა : 0,89 გოლი მატჩში . სხვათაშორის ამის შემდგომ იკერ კასილიას ზამორას ტროფეის მოპოვების პატივი არ ერგო , რაც დაკავშირებულია მადრიდული დაცვის არადამაჯერებელ თამაშთან , მაგრამ რომ არა იკერი სამეფო კლუბი აუცილებლად გაუშვებდა გოლს უფრო ხშირად .მაგალითად 2008/09 წლების სეზონში იკერმა გაუშვა ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში თავის კარიერის მანძილზე ლა ლიგაში - 52 გოლი . ამაზე გავლენა იქონია იმანაც ,რომ "ბლანკოსი" საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთან " დამარცხდა ანგარიშით 2:6 , მაგრამ შეხედეთ გოლებს , ძნელია გაშვებულ თუნდაც ერთ გოლში დაადანაშაულო მადრიდის "რეალის" კარის დარაჯი , შავი დღეები კი კლუბურ კარიერაში გაგრძელდა კიდევ 2 სეზონი , მაგრამ ნაკრებში კი ყველაფერი ძალიან კარგად იყო ...

ევროტური


იკერ კასილიასი. El Santo


ევრო -2008 -ის კვალიფიკაცია ნაკრებმა გაიარა თითქოს დამაჯერებლად , მაგრამ კითხვის ნიშნები მაინც ისმეოდა , პირველი ადგილის მიუხედავად ჯგუფში , იმ დროინდელი კომპანია გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაკრტიკებული იმ დროისათვის , რადგან ნაკრებს მიღმა დარჩნენ ისეთი ფეხბურთელები როგორიც იყვნენ : რაული , ხუაკინი და დავიდ ალბელდა . ავსტრია -შვეიცარიაში წითლები გაემგზავრნენ დიდი კრიტიკის თანხლებით . კი , ჯგუფი ესპანელებისა იყო არც თუ ისე ძნელი გასავლელი , მაგრამ ყველასთვის ცნობილი 1/4 -ის" წყევლა " დიდი ტურნირებში , ფლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში მათ შეიძლება შეხვედროდათ , იტალია , ჰოლანდია ან საფრანგეთი , რომელმაც გერმანიის მუნდიალიდან გამოთიშა ეპნალენები . ამის მიუხედავად ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა . მათ ჯგუფურ ეტაპზე მოიპოვეს 3 გამარჯვება სამ მატჩში და გავიდნენ ფლეი -ოფში სადაც მათ ელოდათ იტალიის ეროვნული ნაკრები , სადაც კასილიასმა თავისი თავი წარმოაჩინა ისე როგორც ეს გუნდის კაპიტანს და იკერ კასილიას ეკადრებოდა . ესპანეთის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად ტურნირზე იმ მატჩში მაინც ვერ იყო ყველაფერი იდეალურად , თამაში პენალტების სერიამდე მივიდა სადაც კასილიასმა 2 თეთმეტ-მეტრიანის მოგერიება შეძლო და გუნდი შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა . სხვათაშორის ფლეი-ოფში იკერს გოლი არ მიუღია საკუთარ კარში , იტალიასთან მატჩი 0:0 დასრულდა, რუსეთი იქნა განადგურებული ანგარიშით 3:0 და ფინალში გერმანიის ბრწყინვალე ეროვნული ნაკრები ანგარიშით 1:0 . ეს იყო პირველი გამარჯვება ესპანეთის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე , 1946 წლის შემდგომ . ეს გამარჯვება იკერისთვის იყო განსაკუთრებული , რადგან მან მოიგო ევრო -2008 კაპიტნის რანგში , ასევე მან მიიღო ტურნირის საუკეთესო მეკარის წოდება და იქნა სიმბოლურ ნაკრებში შეყვანილი უეფას ვერსიით. ფინალური საშტვენის შემდგომ კაპიტანმა განაცხადა : " ჩვენ უკვე გადავლახეთ 1/4 წყველის გადალახვა , იმედია სამუდამოდ , ჩვენ თან შევძელით ეს ჩემპიონურ სტილში . ეს ძალიან დიდი წარმატება, რისი დაჯერებაც ჩვენ ამ დრომდე გვიჭირს . ალბათ დავიჯერებთ დროთა განმავლობაში , როცა ავღნიშნავთ მის მოპოვებას ესპანეთში და მე დარწმუნებული ვარ ,რომ არცერთი ჩვენთაგანი არ დაივიწყებს ამ დღეს " . იცოდა კი იკერმა , რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ახალი ფურცელი მისი ნაკრებისა დაიწერებოდა 4 წლის შემდგომ სამხრეთ აფრიკაში ...

სამხრეთ აფრიკის მუნდიალი


იკერ კასილიასი. El Santo


ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით , მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ეროვნული ნაკრები მიემგზავრებოდა , მთავარი ფავორიტის რანგში და თითქმის ყველა ბუკმეიკერების კანტერებისა ვარაუდობნენ წითლების ჩემპიონობას , ტურნირის დაწყებამდეც კი . ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდებმაც არ დააყოვნეს და გაამართლეს მოლოდინი . დასაწყისში ისინი დამარცხდნენ შვეიცარიის ნაკრებთან და დაკარგეს შეცდომის უფლება , რომელიც შემდეგში აღარ განმეორებულა . შეიძლება 2008 წლის ევორპის ჩემპიონატის შემდგომ ესპანელები არც თუ ისე სანაოხაობრივ ფეხბურთს აჩვენებდნენ როგორც მაშინ და შეიძინეს ცოტა პრაგმატულობა , მაგრამ ეს ხომ მსოფლიო ჩემპიონატია და აქ მთავარია შედეგი და სტაბილურობა . ჯგუფური ეტაპი იქნა გადალახული , 1/8 ფინალში კი პორტუგალია გამოთიშეს გათამაშებას . 1/4 ეპანელებს შეხვდათ პარაგვაი, რომელიც მშვენივრად გამოიყურებოდა და იკერს გაუჩნდა შანსი წარმოეჩინა თავი . 59 წუთზე პარაგვაის ნაკრებმა მოიპოვა პენალტი , მაგრამ იკერმა ითამაშა ბრწყინვალედ და მოიგერია ოსკარ კარდოზოს მიერ შესრულებული თერთმეტ-მეტრიანი დარტყმა . ის მატჩიც მოგება მაინც შეძლო ესპანეთმა , თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ვილიამ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი . თუმცაღა იკერის მიერ მოპოვებული პენალტი იყო გადამწყეტი ფაქტორი ამ მატჩში . ფინალში იკერმა ისევ მიიპყრო ყურადღება , როდესაც 2-ჯერ შეუშალა რობენს ხელი გოლის გატანაში მოიგერია რა ბრწყინვალე ბურთები , როდესაც ადრეს ინიესტამ გაიტანა გამარჯვების მომტანი ბურთი იკერის წასკდა ბედნიერების ცრემლები : ესპანეთმა პირველად თავის ისტორიის მანძილზე მოიპოვა მსოფლიოს თასი ! იკერის დამსახურება კი შემდეგნაირად დაფასდა : "ოქროს ხელთათმანი" - პრიზი საუკეთესო მეკარისა მსოფლიოს ჩემპიონატზე , FIFA და IFFHS ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და როგორც იქნა კასილიასი შევიდა ფიფას ვერსიით სიმბულურ ნაკრებში . მუნდიალზე გამაჯრვების ერთი კვირის შემდგომ იკერმა აღიარა : "ემოციები მსოფლიოზე გამარჯვების შემდგომ იყო ბევრად ძლიერი ვიდრე ევრო-2008 -ზე გამარჯვების შემდგომ... "

იკერ კასილიასი. El Santo


"ელ კაპიტანო"


მაგრამ მუნდიალი დასრულდა , ესეიგი იწყება კლუბური კარიერა . 2010/11 წლების სეზონში "რეალ მადრიდი" იწყებს განახლებას : სამეფო კლუბის სათავეში მოდის ჟოზე მოურინიო , კლუბის სიმბოლოები რაული და გუტი ტოვებენ მადრიდს რაც ნიშნავდა მხოლოდ ერთ რამეს : კაპიტნის სამკლაური ამიერიდან იკერს ერგებოდა . პირველივე სეზონში ჩემპიონობის მოპოვება არ გამოვიდა : კონკურენტმა " ბარსელონამ" კვლავ აჯობა თეთრებს . ამის მიუხედავად იმ სეზონში "ბლანკოსმა" შეძლო სამეფო თასის მოპოვება იმავე "ბარსელონასთან" დაპირისპირებაში , უკანასკნელ 16 წლის მანძილზე პირველად ! ეს ტროფეი კი გახდა პირველი , რომელიც იკერმა აღმარფთა კაპიტნის რანგში .

იკერ კასილიასი. El Santo


ამ სეზონში იკერ ემზადება თავისი მეხუთე ჩემპიონობის მოპოვებისათვის , ამასთანავე ის მიუახლოვდება კლუბის მეორე ლეგენდა- რაულს , რომელმაც 6-ჯერ იზეიმა ლა ლიგის ჩემპიონობა . არ იღლება კასილიასი რეკორდების დამხობისგან , რომლებიც დამყარებულია სხვა მადრიდისტებისგან . მაგალითად 3 დეკემბერს 2011 წლისა იკერი გადავიდა 3-ე ადგილზე ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ , გაასწრო რა ფენრანდო იეროს . 13 სეზონის განმავლობაში კასილიასი ანგარიშზეა 433 მატჩი . მას მხოლოდ სანჩისი(489) და რაული (499) უსწრებენ . 2012 წლის 22 იანვარს იკერმა ითამაშა თავისი 600-ე მატჩი "რეალის" შემადგენლობაში, რაღათქმაუნდა ეს ყველაფერი ბილბაოს "ატლეტიკთან" დაპირისპირებაში მოხდა ...


კაპიტანის დამსახურებას , მის საკუთარ ქალაქშიც აღიარებენ . იანვარში მოსტოლესის ქუჩას , რომელსაც ერქვა " Avenida de los Deportes" შეუცვალეს სახელი და დაარქვეს "Avenida de Iker Casillas".

იკერ კასილიასი. El Santo


ერთხელ იკერმა გაამხილა , რომ აპირებს კარიერის დასრულებას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ , რომელიც რუსეთში გაიმართება . იმ დროისთვის იკერი 37 წლის იქნება , მეკარისთვის კი ეს ასაკი არც თუ ისე დიდია - ედვინ ვან დერ საარი არ მოგვატყუებს . ახლა იკერი 31 წლისაა . მან ბევრს მიაღწია ამ წლების განმავლობაში და მისი კარიერა ჯერ კიდევ გრძელდება . კასილიასმა ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა მოასწროს : ჩემპიონის ტიტულის დაცვა , რომელიც სამეფო კლუბმა ახლახანს მოიპოვა , ესპანეთში ჩემპიონთა ლიგის 10-ე ტროფეის ჩამოტანა , რომელიც არამც და არამც არ ხვდება სამეფო კლუბის ფეხბურთელების ხელში ,ასევე ევროპის და მსოფლიო ტიტულის დაცვა , ევროპის ჩემპიონობა 2-ჯერ ზედიზედ , ხომ ჯერ არავის მოუპოვებია , მუნდიალის მოგება კი ზედიზედ მხოლოდ ბრაზილიამ(1958 /1962) და იტალიამ(1934/1938) შეძლეს , ... გულშემატკივრებმა იკერს შეარქვეს ზედმეტსახელი El Santo , რომელიც ნიშნავს "წმინდანს" .



ის მას მიაკუთვნეს იმის გამო, რომ გადაარჩინა გუნდი გამოუვალ სიტუაციებში , თავისი ბრწყინვალე რეაქციის წყალობით , სწორი პოზიციის შერჩევა და რჩევები , რომელსაც ის პარტნიორებს აძლევს , რათა უკეთ განლაგდნენ მოედანზე , მისი ლიდერის თვისებები , ბრწყივალე თამაში გასვლაზე , ერთ-ერთზე დარჩენილი ფორვარდთან ... რაც ყველაზე მთავარია - გადამწყვეტ მატჩებში ის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა ეს თვისებები მას ჯერ ისევ ტოვებს მადრიდის "რეალის " და ესპანეთის ეროვნული ნაკრების პირველი მეკარის პოსტზე , ეს ყველაფერი კი მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს : იკერის მიღწევები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ის აუცილებლად მოიპოვებს კარიერის დასრულებამდე ნაკრებისთვის და კლუბისთვის მნიშვნელოვან ტიტულებს ... dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)