მოუს სრული ინტერვიუ

გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს სრულ ინტერვიუს, რომელიც მან ”მადრიდის რეალის” ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა.


2016 წლამდე მადრიდისტა ხართ. რას გრძნობთ?

გახარებული ვარ. სხვა შემთხვევაში ამ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი. მინდა, რომ მადრიდისტები ბედნიერები იყვნენ, არამარტო მე, არამედ პრეზიდენტი, ჟოზე ანხელ სანჩესი და მთლიანად საბჭო. ისინი მე სრულიად მენდობიან და მე მჯერა, რომ იდეალურად ვერგები იმ პროექტს, რომელიც 2016 წლამდე არის გაწერილი. მინდა, რომ ყოველივე ამის გამო მადრიდისტები ბედნიერები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მათგანს გაუხარდებოდა ის გადაწყვეტილება, რაც მე და საბჭომ მივიღეთ. ბოლო თვეების მანძილზე სულ ველაპარაკებოდი ფეხბურთელებს კლუიბში არსებულ სიტუაციაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც გახარებულნი იქნებიან ამ გადაწყვეტილებით. მინდა ვთქვა, რომ ჩემმა ოჯახმა და ბავშვებმა უდიდესი როლი ითამაშეს ჩემს გადაწყვეტილებაში.

მოუს სრული ინტერვიუ


რამ გადაგაწყვეტინათ თქვენ და კლუბს კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივება?

მთლიანად პროექტმა. პრეზიდენტის სურვილმა , რომ ხანგრძლივი პროექტი ქონოდა, რომელიც თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში რაღაც არაბუნებრივია. იმ ნდობამ, რომელიც პრეზიდენტს ჩემსა და ჩემი სამუშაოს მიმართ აქვს და სპეციალურმა გრძნობამ, რომელზეც ყოველთვის ვამახვილებდი ყურადღებას, როცა პრესაში ჩემი წასვლის შესახებ წერდნენ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და დავრჩები მანამ, სანამ გულშემატკივრები, კლუბი და ფეხბურთელები ბედნიერნი და დარწმუნებულნი არიან ჩემს სამუშაოში. ამ წლების მანძილზე უკეთესად გავიცანი ეს გუნდი, ისე რომ უმცირესი პრობლემებიც კი, რომელიც გუნდში არის , მე ზედმიწევნით ვიცი. მჯერა მე იმ გეგმის, რასაც ”მადრიდის რეალის” მომავალი ქვია და ამიტომაც ვრჩები. ამჟამად უფრო მეტი კონცენტრაცია მოკლევადიან გეგმებზე უნდა გავაკეთოთ და ნაკლებად უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე. სწორედ ამას ვაკეთებდით ბოლო წლების მანძილზე. ჩვენ ვმუშაობთ მომავლისთვის და ვფიქრობთ მომავლისთვის. გადახედეთ ჩვენს შემადგენლობას და დარწმუნდებით, რომ მომავალზე ვფიქრობთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გაბარიტების გუნდს შედეგი და მოგებები ესაჭიროება და ეს ის არის , რასაც ვაკეთებდით და რის გაკეთებასაც ვაპირებთ მომავალი ოთხი წლის მანძილზე.

რამდენადაა ეს ყველაფერი თქვენს კარგ მუშაობასთან დაკავშირებული?

მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, თუ რაოდენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და რაოდენ დიდი ნდობაა ჩვენს შორის. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს გუნდი ახალგაზრდაა და მათი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ არ დამდგარა. ეს არაა გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავისი კარიერის ბოლო წლებს თამაშობენ. გუნდი, რომელსაც შეუდარებელი სოციალური მიღწევები და სტრუქტურა გააჩნია ადვილად მოერგება დროს და იმას, რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ. როგორც მწვრთნელი, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავიზარდო და განვვითარდე. ყოველთვის მომწონდა ის პროფესიონალიზმი, რაც მომიტანა სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულ კლუტურულ გარემოში სხვადასხვა გუნდების წინამძღოლობამ, სანამ ჩემს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ, იქამდე მუდამ ვსწავლობ. მომწონდა ეს პროცესი. ამჟამად ყველაფერი სხვანაირადაა, ვინაიდან უკვე ერთ კლუბთან მაკავშირებს გრძელვადიანი გეგმები და ეს კლუბი ”მადრიდის რეალია”, რომელსაც უფრო მეტი მოთხოვნები აქვს და სწორედ ამან მაიძულა მე მიმეღო ეს გადაწყვეტილება და საუკეთესო თვისებები გამომევლინა. უნდა გავიზარდო და განვვითარდე , როგორც მწვრთნელი და როგორც პროფესიონალი. ვფიქრობ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ეს საუკეთესო გამოწვევაა, ვინაიდან , როცა საქმე რთულადაა და დაბრკოლებებს ხვდები, ყველაფერს იმაზე მეტს აკეთებ, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მე სწორედ ასეთი გამოწვევა მჭირდება ჩემი კარიერის საუკეთესო წლებში. მჭირდება ის სირთულეები, რომლებიც მაიძულებენ მე უკეთესი ვიყო.

მოუს სრული ინტერვიუ


ბედნიერი ხართ? გრძნობთ, რომ ეს კლუბი ბედნიერია თქვენთან ერთად? გრძნობთ, რომ გენერალური დირექტორი ჟოზე ანხელ სანჩესი ბედნიერია?

ამაზე ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვლაპარაკობდით და არასდროს არ გვსურდა, რომ ეს ყველაფერი გაცხადებულიყო. ეს მნიშვნელოვანი და ერთიანი ოჯახია, მნიშვნელოვანი ფეხბურთელებით და მნიშვნელოვანი მხარდამჭერებით. პროფესიონალური გამოწვევაა თითოეული მათგანისთვის სიხარულის მინიჭება და მე ამისთვის მზად ვარ.

რა არის მთავარი მიზანი მომდევნო წლისთვის?

როგორც სეზონის ბოლოს, რომელიც სულ რამოდენიმე ხნის წინ დასრულდა, მე ჩემს ბიჭებს ვუთხარი, არ მინდა საქმეების პრიორიტებად დაყოფა. არ მინდა ერთ რომელიმე კონკრეტულ ტურნირს უპირატესობა მივანიჭო. ყოველთვის ვამბობდი, რომ გვჭირდება განვითარება, როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური კუთხით და რომ ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, როგორც თამაშის, ასევე გულშემატკივრების გულების მოსაგებად. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს ”მადრიდის რეალმა” მსოფლიოში ბევრი გულშემატკივრის გული მოინადირა, ვინაიდან საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდით მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ. ჩვენ ვერ მოვიგებდთ უძლიერეს ჩემპიონატს, რომ არა ეს ყველაფერი ერთად აღებული და ჩემი აზრით, სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ასე უნდა გავაგრძელოთ. სულ ვამბობ, რომ ადამიანისთვის, რომელიც ბევრს შრომობს და მუშაობს სეზონში არაფრის მოგება ძალიან ძნელია. ჩვენ ლა ლიგა მეორე წელს მოვიგეთ, ისე როგორც დაგეგმილი გვქონდა და მოდი ვნახოთ რა მოხდება მომდევნო წელს. რაც არ უნდა მოხდეს, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდებით, ვინაიდან ეს არაფერს მოგვიტანს. ერთადერთი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება ესაა შრომა, სერიოზულობა, პროფესიონალიზმი. წინ ოთხწლიანი პროექტი გველის და ამით უნდა დავტკბეთ.

მოუს სრული ინტერვიუ


2016 წლამდე რამდენად გჯერათ და ენდობით იმ შემადგენლობის , რომელიც გყავთ?

რა თქმა უნდა, მჯერა. ეს ძალიან ახალგაზრდული გუნდია, სადაც არ მოიძებნება არცერთი ფეხბურთელი, რომელიც 2016 წლამდე ვერ ითამაშებს და იმ წელს უმრავლესობა მათგანი თავისი სათამაშო კარიერის პოკზე იქნება, ხოლო ზოგიერთი მათგანი თავის კარიერის დასრულების ეტაპზე, მაგრამ არცერთ მათგანს არ ექნება პრობლემები. სეზონის ამ დროს სავსებით ნორმალურია იმის ნახვა, ვინ წავა და ვინ მოვა და სხვა რომელ ფხბურთელებს დაუკავშირდები. ეს სავსებით ნორმალურია ფეხბურთში, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდისას, მაგრამ ჩვენი შემადგენლობა უკვე ფორმირებულია. გუნდი, რომელიც სეზონში 100 ქულას აგროვებს არ საჭიროებს გენერალურ მოდერნიზაციას, უმნიშვნელო შენაძენებიც საკმარისი იქნება. თითოეული ჩემი ფეხბურთელი იმსახურებს ნდობას და ჩვენ მომდევნო სეზონს მათთან ერთად შევხვდებით.

რას გააკეთებთ ეხლა, წახვალთ შვებულებაში, თუ გააგრძელებთ მუშაობას?

ეხლა ვმუშაობ, ვინაიდან ბავშვებზე ჩემი მეუღლე ზრუნავს. რა თქმა უნდა, მექნება 15 დღიანი შვებულება, როცა სრულიად მოვწყდები ფეხბურთს და ოჯახთან ერთად ვიქნები. მადრიდში 14 ივლისს დავრუნდები რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის საჩოგბურთო შეხვედრის სანახავად, რომელიც მადრიდის რეალის ფონდს აქვს დაგეგმილი და 15 ივლისს უკვე საწვრთნელ ვარჯიშებს დავიწყებ იმათთან ერთად, ვინც არ იქნება ევრო 2012-ზე.

მოუს სრული ინტერვიუ
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)