კრიშტიანო: "მოურინიო ნომერ პირველია"

კრიშტიანო რონალდომ ოფიციალურ ვებ-გვერდის ჟურნალისტებთან ისაუბრა...


"როცა მე "მანჩესტერში" მივედი, მხოლოდ 18 წლის ვიყავი. მაშინ ალექს ფერგიუსონი ჩემთვის მამასავით იქცა. ის ძალიან ბევრს მასწავლიდა და მაძლიერებდა. ცხოვრების ის პერიოდი ექვს წელიწადში დავასრულე, გადმოვედი მადრიდში და იგი მოურინიომ ჩაანაცვლა. ჟოზე მე მეხმარება, რომ უფრო და უფრი გავაუმჯობესო თამაშის ხარისხი. სხვა მეტი არაფერი არ მსურს მისგან. დიდებულია მასთან ერთად მუშაობა, რადგან იგი ნომერ პირველია მსოფლიოში."

"ეს სეზონი რადიკალურად განსხვავებული იყო წინასთან შედარებით. რა თქმა უნდა, კვლავ "ბარსელონასთან" გვქონდა ტიტულისთვის ბრძოლა გაჩაღებული. ჩვენ კატალონიელებს მათსავე სტადიონზე მოვუგეთ, ხოლო "ლა ლიგაში" 9 ქულით ჩამოვიტოვეთ, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლავთ. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ცხადია, "ბარსელონა" დიდებული გუნდია, თუმცა ამ სეზონში ვაჩვენეთ, რომ ჩვენ უკეთესები ვართ. ამ სეზონში საკუთარ ტავს 10 ქულას დავუწერდი, რადგან ყველაფერი გავიღე. მთლიანად გუნდს კი 9 ქულით შევაფასებდი. ლიგა, რომ მოგვეგო მაშნ 10-ს დავუწერდი."

"როცა შარშან 40 გოლი გავიტანე "ლა ლიგაში" მაშინაც დამისვეს გავაუმჯობესებდი თუ არა ჩემს შედეგს და ახლაც დამისვეს. 46 გოლი გატანა ეს ნამდვილად არ არის იოლი. რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში ვეცდები გავაუმჯობესო ეს შედეგი. ვფიქრობ, რომ ამის ძალა ნამდვილად შემწევს. გუნდმაც შეუძლებელი შეძლო და 100 ქულა მოიპოვა, თუმცა არც ეს არის დაუძლევადი შედეგი."

"მე და მესის ხშირად გვადარებენ, ეს იგივეა შეადარო ფერარი და პორშე. ეა არის ორი განსხვავაებული მანქანა სხვადასხვა დიზაინითა და ძრავით, ისევე როგორც სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები ვართ ჩვენ. ლიონელი უდიდესი ფეხბურთელია და მე მას ვაფასებ. "ლა ლიგა" არ არის ჩემპიონატი, სადაც მხოლოდ მესი და რონალდო ასპარეზობენ. მე ყველა სხვა გუნდისა და ფეხბურთელის მიმართ ერთნაირად ვთამაშობ."

"ჩემი გადასაწყვეტი არაა, თუ ვინ მოიგებს ოქროს ბურთს. ჩემთვის მთავარია, რომ "ლა ლიგაში" გამარჯვებას მივაღწიე. ჩემი აზრით ესპანეთის ჩემპიონატი საუკეთესოა მსოფლიოში და მისი მოგება ყველასთვის დიდი პატივია. ახლა კი მთლიანად პორტუგალიის ნაკრებზე ვარ გადართული. მაქსიმალურად შევეცდები, რომ თანამემამულეები გავახარო. არა არის გამორიცხული, რომ სწორედ ევროპის ჩემპიონატმა განსაზღვროს ოქროს ბურთის მფლობელი, თუმცა ეს დიდად არ მანაღვლებს."

"ჟოზე მოურინიომ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ იგუაინი რჩება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პიპიტა მართლაც არ წავა არსად. მან უკეთ იცის, თუ როგორ სჯობს, ამიტომ მეც ვეთანხმები მოუს. ყველა ვარიანტში ჩვენ პატივი უნდა ვცეთ გონსალოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ იგი გუნდში დარჩეს."

"მე აქ დიდ ხანს ვაპირებ დარჩენას. თავს მადრიდში ძალიან კარგად ვგრძნობ. უკვე ძიერ შემიყვარდა ეს კლუბი, ქალაქი და ესპანეთი. "რეალს" ხომ საოცარი გულშემატკივრები ჰყავს. მართალია ეს ასეა, თუმცა შორეულ მომავალს მე ვერ განვსაზღვრავ და არ ვიცი რა მოხდება."

"ამ ბოლო დროს თავისუფალ დროს ყოველთვის ვსაუბრობდით მოახლოვებულ ევროპის ჩემპიონატზე. მესუთი და სამი მეხუმრებიან, რომ ფეხს არ გამანძრევინებენ. თავის მხრივ ესპანელები კიდევ ერთხელ აპირებენ ტრიუმფით დაასრულონ ჩემპიონატი. ბევრს ვხალისობთ ამაზე, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კლუბში საოცარი ატმოსფეროა."

"ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერი ნაკრები გერმანიას, ესპანეთსა და ჰოლანდიას ეყოლება. ჩვენ ფავორიტები არ ვართ, რაც ერთის მხრივ კარგია, რადგან ყოველგვარი ფსიქოლოგიური დატვირთვის გარეშე ვითამაშებთ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ამ ჩემპიონატზე აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სიტყვას. პირველ რიგში ჩვენი მიზანი იქნება, რომ ასეთი რთული ჯგუფიდან მეოთხედფინალში გავაღწიოთ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (246)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)