ტორილი: ”ბრწყინვალედ ვითამაშეთ”

”კადისისა” და ”კასტილიას” თამაშის შემდეგ (0-3), ალბერტო ტორილმა (კასტილიელთა მწვრთნელი), მიგელ პარდესამ და ესტებან გრანერომ საკუთარი აზრი დააფიქსირეს.


ტორილი (სურათზე): ”ჩვენი დრო დადგა.ჩემი შეგირდები გაიზარდნენ.ინდივიდუალურ დონეზე დიდი ოსტატობა გამოავლინეს და ამასთანავე, გააუმჯობესეს გუნდური თამაში.ახლა უკვე სეგუნდა დივიზიონამდე 1 ნაბიჯი გვაშორებს.სიმართლე გითხრათ, თანაბარ ბრძოლას მოველოდი, თუმცა მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, მეტოქეზე ძლიერი აღმოჩნდით.ბიჭებმა სანახაობრივი მატჩი ითამაშეს.ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ.”

”კადისი” ხელწამოსაკრავი მეტო არარის.მათთვის განმეორებითი დუელი უაღრესად ნიშანდობლივი იქნება.თავის მხრივ, ჩვენ, ვეცდებით საკუთარი ქომაგების წინაშე კარგი თამაშის ჩატარებას.მეორე შეხვედრისთვის მზადებას მალე დავიწყებთ.საჭიროა დიდი მუშაობის გაწევა, რათა მოთამაშეები ეიფორიაში არ ჩავარდნენ და ღირსეულად შეხვდნენ გადამწყვეტ ორთაბრძოლას.მოუთმენლად ველოდები კვირას.”

”პრეზიდენტისა და პირველი გუნდის მოთამაშეების ტრიბუნაზე ყოფნამ, ახალგაზრდებს პასუხისმგებლობა, თავდაჯერებულობა და ენთუზიაზმი შემატა.ვეცდებით, იმავე ტემპში ვითამაშოთ ბოლო დაპირისპირებაც და სეგუნდაში გადასვლა ვიზეიმოთ.”

პარდესა: ”რთულ შეხვედრაში, დიადი ისტორიის მქონე გუნდის წინააღმდეგ, კასტილიელებმა პოზიტიური შედეგი დააფიქსირეს.ვნახოთ, რა იქნება განმეორებით თამაშში.იმედია, სეგუნდაში ვიასპარეზებთ მომავალ წელს.”

გრანერო: ”ფეხბურთელებმა შესანიშნავი ანგარიშით დაასრულეს მატჩი და წინ მეორე თამაშია.”ალფრედო დი სტეფანოზე” ინტენსიური შეხვედრა იქნება.ჩვენ ახლოს ვართ სეგუნდასთან, ამიტომაც ქომაგებს მოვუწოდებ, ტრიბუნები გაავსონ.”

”გასვლით დაპირისპირებაში ფლორენტინო პერესის სტადიონზე ყოფნა, საამაყოა კანტერასათვის.ეს ფაქტია დასტურია იმისა, თუ როგორი სერიოზულობით უდგება კლუბი ახალგაზრდებს.”

”განმეორებით დუელში, ჩემი თანაგუნდელების სიმრავლე იქნება სტადიონზე.კასტილიელები იმსახურებენ უფრო მაღალ დივიზიონში ასპარეზობას.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)