კასტილიელები: ”3 ქულა მნიშვნელოვანი უპირატესობაა”

”რეალ მადრიდ კასტილიას” ფეხბურთელებმა, ”კადისის” დამარცხების შემდეგ, კომენტარები ჩაწერეს.


ხოსელუ (სურათზე): ”ვიცოდით, რომ რთული თამაში გამოდგებოდა, რამეთუ მეტოქის სტადიონზე ყოველთვის დიდი ზეწოლაა.სეზონის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ გასვლით შეხვედრებში ასპარეზობა სირთულეს არ წარმოადგენს ჩვენთვის.გუნდმა შესანიშნავად ითამაშა.აქედან გამომდინარე, ახლოს ვართ მიზანთან.”

”კმაყოფილი ვარ ჩემი გოლებით.სასიხარულოა, რომ გუნდს დავეხმარე მოგებაში.რთული კვირა უკან მოვიტოვეთ, მაგრამ მოდუნების დრო ნამდვილად არარის.მზად ვართ მომავალ უქმეებზე კიდევ ერთი დიდებული გამარჯვება ჩავიწეროთ აქტივში.”

”წინ 90 წუთია დარჩენილი.ფეხბურთი არაპროგნოზირებადია.ვეცდებით, ქომაგების იმედები გავამართლოთ.”

”კასტილია” ”რეალის” მეორე გუნდია.მადლობა პრეზიდენტსა და პირველი გუნდის ბიჭებს მხარდაჭერისათვის.საკუთარ კედლებში აუცილებლად დავეუფლებით სეგუნდას საგზურს.”

მორატა: ”ბრწყინვალე თამაში ჩავატარეთ.ვითამაშეთ, როგორც ერთიანმა ძალამ.დავამტკიცეთ, რომ მიმდინარე სეზონში გაცილებით თავდაჯერებულნი ვართ და სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ.კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ 90 წუთი კიდევ გვაქვს სათამაშო.”

”3 გოლის გატანა შევძელით, რაც სასიხარულოა, თუმცა კარგად გვესმის, რომ შესაძლებელია მოწინააღმდეგემაც აჩვენოს ანალოგიური შედეგი მადრიდში.ბოლომდე ვიბრძოლებთ სეგუნდას საგზურისათვის.”

კარვახალი: ”კარგი დაპირისპირება გამოდგა.კასტილიელთა თერთმეტეულს ბრწყინვალე ურთიერთგაგება გვქონდა ერთმანეთში და ფაქტიურად, შეცდომის გარეშე გავისარჯეთ.ბუნებრივია, სტადიონზე შეკრებილი ქომაგების უმრავლესობა ”კადისკენ” იყვნენ, თუმცა ეს ფაქტი არ გვაღელვებდა.პირველი წუთებიდან მოგებაზე ვთამაშობდით და საბოლოოდ დაფიქსირებულმა რეზულტატმა ძალზედ გაგვახარა.”

”3 ქულიანი ჰანდიკაპი მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი.ბრძოლა გრძელდება და საკუთარი პუბლიკის წინაშე ვეცდებით დივიზიონის გამოცვლას.”

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)