სატრანსფერო ჭორები

პსჟ მზადაა კაკას სანაცვლოდ 25 მილიონი გადაიხადოს, კარვალიომ და ლასმა კი როგორც ჩანს საბოლოოდ დაკარგეს მოურინიოს ნდობა და იმ ფეხბურთელთა სიაში აღმოჩნდნენ, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად დატოვებენ გუნდს.


კაკა

პარის სენ-ჟერმენი მზად არის რიკარდო კაკაში 25 მილიონი გადაიხადოს. ფრანგები ამ თანხას მადრიდის რეალს მთლიანად გადაურიცხავენ მას შემდეგ, რაც შეთანხმება მოხდება კლუბებს შორის. თუ გავითვალისწინებთ კაკას ასაკს (30 წელი) და იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელი სამეფო კლუბში ვერ აჩვენებდა იმ თამაშს, რომლითაც გაითქვა სახელი, ეს თანხა სავსებით მისაღები უნდა იყოს თეთრებისათვის, რა თქმა უნდა თუ ისინი ბრაზილიელთან განშორებას აპირებენ.

თავის დროზე ფლორენტინო პერესმა რიკის სანაცვლოდ 67 მილიონი ევროთი შეამცირა მადრიდის რეალის ბიუჯეტი, მაგრამ მადრიდელთა რვიანმა ვერ გაამართლა მასზე დაკისრებული იმედები, რაც მეტწილად ტრავმებით იყო გამოწვეული. მიმდინარე სეზონში კი კაკას აკრიტიკებდნენ და ბერნაბეუზე უსტვენდნენ კიდეც, ყველაზე დიდი კრიტიკა კი მან ბაიერნთან მატჩის შემდგომ დაიმსახურა, როდესაც ვერაფრით დაეხმარა გუნდს.

ყველაზე დიდი პრობლემა მადრიდელთათვის კაკას ხელფასია, რომლის მიხედვითც ბრაზილიელმა 2015 წლამდე 27 მლნ. ევრო უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი ფულია იმ ფეხბურთელისათვის, რომელსაც ძირითადად სათადარიგოთა სკამზე უწევს ყოფნა. პსჟ კი მზად არის შეუნარჩუნოს კაკას ეს ხელფასი. რადგან საფრანგეთში საშემოსავლო პროცენტი უფრო მაღალია ვიდრე ესპანეთში, ფრანგული კლუბი ფეხბურთელს სთავაზობს სუფთა 9 მილიონს, რომელიც კაკას დარჩება საშემოსავლო გადასახადს კი თავად პარიზული გუნდი დაფარავს.

ლასანა დიარა

ლასანა დიარა უკვე ორი თვეა მოედანზე არ გამოჩენილა, ეს იმას უნდა დავაბრალოთ, რომ მან დაკარგა მოურინიოს ნდობა და ახლა სამეფო კლუბი მის გაყიდვას ცდილობს. ფრანგი ჩამშლელის შეძენით ტოტენჰემი არის დაინტერესებული, რომელსიც ჯერ კიდევ შარშან ცდილობდა ლასის ბრიტანეთში დაბრუნებას. ლონდონურ კლუბს კონკურენციას რამდენიმე თურქული გუნდი გაუწევს, მაგრამ თავად ფეხბურთელი სავარაუდოდ პრემიერ ლიგაში გადაბარგებას გადაწყვეტს, რადგან სწორედ იქ აიდგა ფეხი ლასანა დიარამ.

რიკარდო კარვალიო

პორტუგალიელ მცველს სამეფო კლუბთნ კიდევ ერთ წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა ძნელად სავარაუდოა, რომ ის დარჩეს ესპანეთის დედაქალაქში და კვლავ თეთრი ფორმა მოირგოს. მისი გუნდიდან გაშვება ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა კლუბს, მაგრამ მაშინ მოურინიო წინააღმდეგი იყო. მოგეხსენებათ, პორტუგალიელ მწვრთნელს არ უყვარს შუა სეზონში არც ფეხბურთელის დამატება, არც გაშვება. ახლა კი ბლანკოსში ყველა ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ რიკარდო კარვალიო კლუბს დატოვებს.

თუ პორტუგალიელი მცველი წავა, სავარაუდოდ მის მაგივრად რეალი არავის იყიდის, რადგან სერხიო რამოსს და პეპეს დააზღვევს ვარანი, რომელმაც ყველა ჩატარებულ შეხვედრაში თავისი ასაკისათვის წარმოუდგენელი თავდაჯერებულობა, სიდინჯე და გამჭრიახობა გამოავლინა.

ადრე კარვალიო ახლოს იყო ანჟიში გადასვლასთნ, ახლა კი მისი მომავალი ნავსაყუდელი წესით და რიგით რომელიმე გერმანული კლუბი უნდაიყოს (ვოლფბურგი ან ვერდერი).

კუნ აგუერო და რამირესი

ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მადრიდის რეალმა სიტის კუნ აგუეროში 60 მილიონი ევრო შესთავაზა, 17 მილიონით მეტი, ვიდრე შარშან მანჩესტერულმა კლუბმა გადაიხადა ფეხბურთელში.

ინგლისური გამომცემლობების აზრით მანჩინის სურვილია შეინარჩუნოს 23 წლის ფეხბურთელი, რომელმაც სიტის თავისი გოლით ჩემპიონობა მოუტანა, მაგრამ ის აგრეთვე განიხილავს ვან პერსის და იბრაჰიმოვიჩის კანდიდატურას. რეალს კი თვის მხრივ დასჭირდება ფორვარდი იმ შემთხვევაში, თუ იგუაინი დატოვებს გუნდს. მართალია მოურინიომ განაცხადა, რომ 150 მილიონიც რომ შესთავაზონ პიპიტაში, მაინც არ გაყიდის, მაგრამ თუ თავად ფეხბურთელმა მოისურვა გუნდიდან წასვლა მას ვერავინ შეაჩერებს.

აგრეთვე Sunday Express-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამეფო კლუბმა თვალი დაადგა ჩელსის ნახევამრმცველ რამირესს, რომელიც ჩელსიმ ორი წლის წინ ბენფიკადან 23 მილიონ ევროდ შეიძინა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)