დი მარია : "ყველაზე პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაა"

ანხელ დი მარია, რომელიც ამჟამად საზაფხული არდადაგებზე იმყოფება, ჟურნალისტებს გაესაუბრა...


თქვენ მომქანცველი სეზონი გქონდათ, კმაყოფილი ხართ ნაჩვენები შედეგებით?

დიახ, რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, ლა ლიგის მოგება იოლი არ არის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მეტოქე კატალონიის ბარსელონა გახლავთ, მათ ჰყავთ ლიონელ მესი, რომელიც მსოფლიოს ყველა გუნდს შეუქმნის პრობლემას.

როგორ ფიქრობთ, შეგეძლოთ ჩემპიონთა ლიგის მოგება?

ვფიქრობ, შეცდომები დავუშვით და სწორედ ამიტომ გამოვეთიშეთ ლიგას 1/2 ფინალში, 2 გოლის გატანის შემდეგ გუნდი მოეშვა და სწორედ ამიტომ დავისაჯეთ, ბერნაბეუზე მაქსიმალურად უნდა გვეცადა გოლების გატანა და კიდევ უფრო წინ წასვლა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი იღბალმა გვიმტყუვნა.

როგორ ატარებთ დასვენების დღეებს?

ბრწყინვალედ, ოჯახთან ერთად ვიმყოფები და მაქსიმალურად ვცდილობ დავისვენო, რადგან წინა სეზონში ბევრი რამ მოხდა, რამაც ჩემზე იმოქმედა.

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

პირველ რიგში ტრავმებს, დაზიანებებმა მნიშვნელოვანი დაღი დამასვა და ვერ შევძელი გუნდის სრულფასოვნად დახმარება, ლა ლიგის მატჩების თითქმის 45%-ში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან მოედანზე გასვლა არ შემეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები გქონდათ თქვენ მაინც კარგად შედეგებს აჩვენებდით...

ვგონებ, რომ არა სერიული დაზიანებები, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ მომავალ სეზონს ოპტიმისტურად ველოდები და ვთვლი, რომ სამეფო კლუბის უცვლელი ფიგურა გავხდები.

მომავალ სეზონში რის გაკეთებას აპირებთ?

რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მსურს. გუნდისთვის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება, რადგან 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ბლანკოსმა" ეს ტიტული აღმართა, გულშემატკივრები გამალებით მოითხოვენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას.

წავა პიპიტა?

გონსალო ჩემი მეგობარია, მაგრამ ამ თემაზე არ მისაუბრია, რა თქმა უნდა არ მსურს მისი წასვლა, მაგრამ ყველაფერი მასზე და გუნდის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, მე ვერ გავავწყვეტ პიპიტას საკითხს, მხოლოდ სურვილის გამოთქმა შემიძლია. dle 10.1

  • Hala
  • 18 მაი 2012
  • 2195
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)