იგუაინი : "უთამაშებლობა ჩემთვის კატასტროფაა"

გონსალო იგუაინმა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა...


სად გაატარებთ არდადაგებს?

არგენტინაში ყოფნა ყველაფერს მირჩევნია, რადგან აქ ჩემი სამშობლოა, ოჯახთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს. მომქანცველი სეზონი მქონდა და გახარებული ვარ ჩემპიონობით, ახლა კი სამხრეთ ამერიკაში ვიმყოფები და ვისვენებ.

ბევრი გოლი გაიტანეთ და ლა ლიგის მოგებაშიც დიდი წვლილი მიგიძღვით...

დიახ, ამით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ გაცილებით მეტი შემეძლო, უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა მომაკლდა, ბოლო ხანებში ვცდილობდი მოედანზე დაყოფილი წუთების მაქსიმალურად გამოყენებას, მაგრამ უთამაშებლობა ჩემთვის კატასტროფის ტოლფასია, ჩემპიონობით ნამდვილად გახარებული ვარ.

საერთოდ ფორვარდები რთულად აღიქვამენ უთამაშებლობას...

მართალი ბრძანდებით, ეს მართლაც ასეა, როდესაც თავდამსხმელი ხარ მუდმივად მოედანზე ყოფნა და გოლების გატანა გსურს.

ყველაფრის მიუხედავად გულშემატკივრები და მწვრთნელი ძალიან გაფასებენ...

დიახ, ამისთვის მათ დიდი მადლობას ვუხდი და ბედნიერი ვარ, რადგან მათი მხარდაჭერა ყოველთვის უმნიშვნელოვანესია.

ამაყი იყავით ბერნაბეუზე?

რა თქმა უნდა. როდესაც 80 000 გულშემატკივარი შენს სახელს სკანდირებს და დარჩენას გთხოვს, ეს რა თქმა უნდა საბედნიეროა, მართლაც გახარებული გახლდით.

რატომ გთხოვდნენ დარჩენას, თქვენ წასვლას აპირებთ?

ამაზე საუბარი არ მსურს, რადგან ამჯამად დასვენების პროცესში ვიმყოფები და არ მსურს ტრანსფერებზე საუბარი, ყველაფერი ცოტა ხნის შემდეგ გადაწყდება, ახლა ნამდვილად დაღლილი ვარ, რადგან ურთულესი სეზონი ჩავატარე.

"მარკაში" ხშირად წერია, რომ იუვენტუსში აპირებთ გადაბარგებას, მართალია ეს ამბავი?

არ მსურს ტრანსფერებზე საუბარი, ნამდვილად არ ვეცნობი პრესას, რადგან უამრავ სისულელეს ვკითხულობ, ეს მხოლოდ ჟურნალისტების შეთხზული ჭორებია, ამ ეტაპზე მხოლოდ ვისვენებ.

არგენტინელი მწვრთნელები ბიელსე და სიმეონე, ესპანეთის მასშტაბით უდიდეს სახელს იხვეჭენ...

დიახ, მათით ნამდვილად უნდა ვიამაყოთ, რადგან ისინი უდაოდ დიდ სამსახურს ეწევიან და ჩვენს ქვეყანას ასახელებენ, მათმა გუნდებმა უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს.

როგორც ფიქრობთ, იმოქმედებს ბარსელონაზე გვარდიოლას წასვლა?

ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ პეპმა კატალონიურ გიგანტში ბრწყინვალე ეოპქა შექმნა და 13 ტიტული მოიგო, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და სხვას არ ვუყურებთ.

შვებულებაში გასვლამდე მოურინიოსთან საუბარი გქონდათ?

არა, ჩვენ უბრალოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წარმატებები ვუსურვებთ, რა როგორ განვითარდება არ ვიცი, ყველაფერი ზაფხულში გადაწყდება და ნათლად იქნება გამჟღავნებული.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელის გადაწყვეტილებით თქვენმა გუნდმა 3 ფორვარდით უნდა ითამაშოს, ემხრობით გადაწყვეტილებას?

ეს ჩემი საქმე არ არის, ფეხბურთელის მოვალეობა მხოლოდ მოედანზე კარგი შთაბეჭდილების დატოვებაა. dle 10.1

  • Hala
  • 18 მაი 2012
  • 2601
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)