"ლა ლიგა" - სტატისტიკა (III ნაწილი)

გთავაზობთ გასული "ლა ლიგის" სეზონის სრულ სტატისტიკას (მესამე ნაწილი)...


სულ "ლა ლიგაში" 380 მატჩი ჩატარდა, აქედან შეხვედრების 49.5% მასპინძელმა გუნდებმა მოიგეს, 25.8% სტუმრებმა, ხოლო 24.7% ფრედ დასრულდა. ამ 380 მატჩში გავიდა 1050 გოლი, საშუალოდ 2.76 შეხვედრაში. მასპინძლემა გუნდების საშუალო მაჩვენებელია 1.68, ხოლო სტუმრების 1.08. მატჩების 91.3%-ში გავიდა 0.5 გოლზე მეტი, 73.4%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 54.2%-ში 2.5 გოლზე მეტი, 30.8%-ში 3.5 გოლზე მეტი და 15%-ში 4.5 გოლზე მეტი.

ყველაზე შედეგიანი ტური 24-ე აღმოჩნდა. გუნდებმა ჯამში 38 გოლს მოუყარეს თავი, საშალოდ 3.8 შეხვედრაში. 10 ჩატარებული თამაშიდან ექვსში მასპინძლებმა მოიგეს, ორში სტუმრებმა, ხოლო ორიც ფრედ დასრულდა. ყველაზე დაბალშედეგიანი ტური კი მეთვრამეტე გახლავთ, რომელშიც ამავე რაოდენობის(18) გოლი გავიდა, საშუალოდ 1.8 მატჩში. 4 შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, 6 ფრედ დასრულდა, ხოლო სტუმრები ხელმოცარულნი დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ ოთხი მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

აგვისტოში ჩატარდა 10 მატჩი, 40% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 30% ფრედ, ხოლო 30%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 30 გოლი, საშუალოდ 3 შეხვედრაში. მატჩების 70%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 50%-ში 2.5 გოლზე მეტი და 30%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 3 ქულით მადრიდის "რეალი" ედგა სათავეში.

სექტემბერში ჩატარდა 30 მატჩი, 60% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 27.5% ფრედ, ხოლო 12.5%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 101 გოლი, საშუალოდ 2.53 შეხვედრაში. მატჩების 52.5%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 45%-ში 2.5 გოლზე მეტი და 32.5%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 10 ქულით "ლევანტე" ედგა სათავეში.

ოქტომბერში ჩატარდა 50 მატჩი, 44% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 28% ფრედ, ხოლო 28%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 121 გოლი, საშუალოდ 2.42 შეხვედრაში. მატჩების 70%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 48%-ში 2.5 გოლზე მეტი და 26%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 15 ქულით მადრიდის "რეალი" ედგა სათავეში.

ნოემბერში ჩატარდა 30 მატჩი, 43.3% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 26.7% ფრედ, ხოლო 30%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 85 გოლი, საშუალოდ 2.83 შეხვედრაში. მატჩების 66.7%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 63.3%-ში 2.5 გოლზე მეტი და 43.3%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 9 ქულით მადრიდის "რეალი" ედგა სათავეში.

დეკემბერში ჩატარდა 30 მატჩი, 53.3% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 20% ფრედ, ხოლო 26.7%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 87 გოლი, საშუალოდ 2.9 შეხვედრაში. მატჩების 80%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 60%-ში 2.5 გოლზე მეტი და 26.7%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 7 ქულით "ოსასუნა" ედგა სათავეში.

იანვარში ჩატარდა 40 მატჩი, 37.5% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 32.5% ფრედ, ხოლო 30%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 102 გოლი, საშუალოდ 2.55 შეხვედრაში. მატჩების 70%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 55%-ში 2.5 გოლზე მეტი და 25%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 12 ქულით მადრიდის "რეალი" ედგა სათავეში.

თებერვალში ჩატარდა 40 მატჩი, 50% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 25% ფრედ, ხოლო 25%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 122 გოლი, საშუალოდ 3.05 შეხვედრაში. მატჩების 87%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 57.5%-ში 2.5 გოლზე მეტი და 32.5%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 12 ქულით მადრიდის "რეალი" ედგა სათავეში.

მარტში ჩატარდა 55 მატჩი, 45.5% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 18.2% ფრედ, ხოლო 36.3%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 164 გოლი, საშუალოდ 2.98 შეხვედრაში. მატჩების 85.5%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 54.5%-ში 2.5 გოლზე მეტი და 29.1%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 18 ქულით "ბარსელონა" ედგა სათავეში.

აპრილში ჩატარდა 55 მატჩი, 56.4% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 25.5% ფრედ, ხოლო 18.1%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 157 გოლი, საშუალოდ 2.85 შეხვედრაში. მატჩების 78.2%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 56.4%-ში 2.5 გოლზე მეტი და 36.4%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 13 ქულით მადრიდის "რეალი" ედგა სათავეში.

მაისში ჩატარდა 30 მატჩი, 60% მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 16.7% ფრედ, ხოლო 23.3%-ში სტუმრებმა იხეირეს. გავიდა 81 გოლი, საშუალოდ 2.7 შეხვედრაში. მატჩების 66.7%-ში გავიდა 1.5 გოლზე მეტი, 53.3%-ში 2.5 გოლზე მეტი და 26.7%-ში 3.5 გოლზე მეტი. ამ თვეში ცხრილს 9 ქულით მადრიდის "რეალი" ედგა სათავეში.



ყველაზე პოპულარული ანგარიში გასულ სეზონში 1-0 გახლდათ - სულ 44-ჯერ დაფიქსირდა ასეთი შედეგი. მეორეზე 1-1 გახლავთ - 42-ჯერ, 2-1 34-ჯერ, 0-0 33-ჯერ, 1-2 28-ჯერ, 0-1 24-ჯერ, 3-0 19-ჯერ, 2-2 და 2-0 18-18-ჯერ, 3-1 17-ჯერ, 4-0 16-ჯერ და ა.შ. პირველი ტაიმის ყველაზე პოპულარული შედეგი კი 0-0-ია. შესვენებაზე გუნდები უგოლო ფრით 114-ჯერ გაიყარნენ. 1-0 81-ჯერ, 0-1 60-ჯერ, 1-1 41-ჯერ და ა.შ.

38 ჩატარებული მატჩიდან "ბარსელონამ" 19-ში შეძლო კარის მშრალად შენახვა და ამ მხრივ საუკეთესოა, ხოლო ყველაზე უარესი შედეგი "სპორტინგს" აქვს. ხიხონელებმა მხოლოდ 4 შეხვედრაში არ გაუშვეს გოლი. "რეალმა" და "ბარსელონამ" 3-3 მატჩში ვერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება, ხოლო ამ მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს "რასინგს", სანტანდერელბმა 17 მატჩში ვერ დაამწუხრეს მეტოქე გუნდის მეკარეები.

ყველაზე მეტი პენალტი გაიტანა მადრიდის "რეალმა" - 12, ხოლო გაუშვა მხოლოდ ერთი. "ბარსელონამ" გაიტანა 10 და გაუშვა 3. "სოსიედადმა" კი გასულ სეზონში ვერც ერთი პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო 4 გაუშვა.

1050 გატანილი გოლიდან 130 გავიდა 0-15 წუთში, 150 16-30-ში, 169 31-45-ში(იგულისხმება დამატებითი დროც), 168 46-60-ში, 193 61-75-ში და 240 76-90-ში.(იგულისხმება დამატებითი დროც). "სევილიამ" გატანილი გოლების 54.2% პირველ ტაიმში შეაგდო და ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს "ლა ლიგაში", ხოლო მეორე ტაიმის საუკეთესო გამტანი "მალაგა" გახლავთ, პელეგრინის შეგირდებმა გატანილი გოლების 68.5% სწორედ შეხვედრის მეორე ნახევრებში შეყარეს. ყველაზე მეტად პირველ ტაიმში კარის მშრალად შენახვა "სარაგოსას" უჭირდა. არაგონელებმა გაშვებული გოლების 55.7% სწორედ პირველ ნახევრებში გაუშვეს. ხოლო მეორე ტაიმის "ლიდერი" ამ მხრივ მადრიდის "ატლეტიკოა" 65.2%-იანი მაჩვენებლით.

38 მატჩიდან "ბარსელონა" 29-ში პირველ ტაიმს იგებდა და საუკეთესოა ამ მხრივ, მეორეზე კი მადრიდის "რეალია" 22 მოგებით. ამ მხრივ ყველაზე უარესი შედეგი "ხეტაფეს" აქვს. მადრიდული კლუბი მხოლოდ 6 შეხვედრას იგებდა პირველ ნახევარში. ყველაზე მეტჯერ პირველი ტაიმის "სპორტინგმა" წააგო - 18-ჯერ, ხოლო ყველაზე ცოტაჯერ "რეალმა" - ორჯერ.

პირველი ტაიმის მიხედვით თუ შევადგენთ ცხრილს, საუკეთესო "ბარსელონა" აღმოჩნდება. კატალონიელებმა 92 ქულა მოაგროვეს პირველ ნახევრებში, ხოლო "რეალმა" 80. ბოლო სამ ადგილს "სოსიედადი", "რასინგი" და "სპორტინგი" იკავებს.

საშინაო შეხვედრებში ყველაზე მეტი ქულა "ბარსელონამ" დააგროვა - 52, ხოლო ყველაზე ცოტა "რასინგმა" - 16. რაც შეეხება გასვლით მატჩებს, აქ საუკეთესო "რეალია" 50 ქულით, ხოლო ყველაზე უარესი შედეგი "რასინგს" აქვს - 11 ქულა.

"ბარსელონა" საშალოდ მე-18 წუთზე ხსნიდა ანგარიშზე, რაც საუკეთესო მაჩვენებლია, ხოლო "რეალი" 21-ე წუთზე. ამ მხრივ ყველაზე უარესი შედეგი "ხეტაფეს" აქვს - 48-ე წუთი. თუკი "ბარსელონა" ანგარიშს ხსნიდა, ამას აუცილებლად პირველ ტაიმში აკეთებდა. ხოლო მთლიანად "ლა ლიგის" გუნდები საშუალოდ 31-ე წუთზე ხსნიდნენ ანგარიშს და შეხვედრების 76.7%-ში ეს პირველ ტაიმში ხდებოდა.

ყველაზე მეტჯერ ანგარიშის გამხსნელი გოლი მიიღო "ხიხონმა" 27-ჯერ და ეს საშუალოდ 31-ე წუთზე ხდებოდა. ამ მხრივ საუკეთესო "ბარსელონა" და "ვალენსიაა" 9-9 გაშვებული ბურთით, თუმცა კატალონიელები საშუალოდ 20-ეზე უშვებდნენ, ხოლო ვალენსიელები 33-ზე.

ყველაზე მეტჯერ საშინაო არენაზე ანგარიშის გახსნა "ბარსელონამ" და "ვალენსიამ" მოახერხეს - 16-16-ჯერ, ხოლო ყველაზე ცოტაჯერ "რასინგმა" და "სპორტინგმა" - 6-6-ჯერ. რაც შეეხება გასვლით მატჩებს, აქ საუკეთესო "რეალია", მადრიდელებმა 14-ჯერ გახსნეს ანგარიში, ხოლო ყველაზე უარესი შედეგი "გრანადას" აქვს - მხოლოდდამხოლოდ სამჯერ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)