"რეალი" - "მალიორკა" [პრევიუ]

მაშ ასე, გთავაზობთ წლევანდელი სეზონის ბოლო პრევიუს...


მაშ ასე, უკვე გაჩემპიონებული მადრიდის "რეალი" სეზონის ბოლო ოფიციალურ მატჩს გამართავს. "ლა ლიგაში" "მერენგებმა" 37 შეხვედრა გამართეს, აქედან 31 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და ორში დამარცხდნენ. საერთო ჯამში კი 97 ქულა დააგროვეს. ცხადია, ჟოზე მოურინიო და მთლიანად გუნდიც ბრწყინვალე ხასიათზე ეგებებიან მატჩს. ეს წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც კარგად გამოჩნდა.

მადრიდის "რეალის" სატურნირო მდგომარეობაზე ყველას კარგად მოგეხსენებათ. ახლა კი ყურადღება "მალიორკაზე" გავამხვილოთ. ამჟამად კუნძულელებს 52 ქულა აქვთ და მეექვსე ადგილზე იმყოფებიან, რაც ევროპის ლიგაზე ასპარეზობის უფლებას იძლევა, თუმცა დღეს მარცხის შემთხვევაში "მალიორკა" ჩამოქვეითდება, რადგან ერთბაშად რამდენიმე გუნდი აცხადებს პრეტენზიას ევროთასებზე ასპარეზობაზე. ასე რომ, ხოაკინ კაპაროსის შეგირდები უდიდეს მოტივაციით გავლენ მოედანზე.

თავის მხრივ მხოლოდ გამარჯვებისთვის ემზადება მადრიდის "რეალიც". "თეთრები" მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ 100 ქულა დააგროვონ, რაც მართლაც, რომ შთამბეჭდავი შედეგია. გუშინ, ფეხბურთელებმა, კერძოდ კასილიასმა, რამოსმა და რონალდომ ფანებს მოუწოდეს, რომ "ბერნაბეუზე" ყველა თეთრად შემოსულიყო და საყვარელი გუნდისთვის მაქსიმალურად გულმხურვალედ დაეჭირათ მხარი.

დღეს "მერენგებს" ერთბაშად რამდენიმე რეკორდის დამყარება შეეძლებათ. 100 ქულაზე ზემოთ მოგახსენეთ... ყოველი გატანილი გოლი "მერენგებისა" რეკორდი იქნება. როგორც იცით, ამჟამად მათ ანგარიშზე 117 გოლია, რაც 10-ით აღემატება 1989-1990 წლების შედეგს. მოგების შემთხვევაშi კი ეს რიგით 32-ე გამარჯვება იქნება სეზონში, რაც აგრეთვე რეკორდი გახლავთ "ლა ლიგისა".

მადრიდის "რეალი" "მალიორკას" აქამდე "ბერნაბეუზე" 26 შეხვედრაში დაუპირისპირდა. ცხადია, "მერენგებს" უდიდესი უპირატესობა აქვთ - 19 მოგება, 3 ფრე და 4 წაგება. ბურთების შეფარდება კი 60-26-ზე გახლავთ რაღა თქმა უნდა "ბლანკოსის" სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ სეზონის ბოლო მატჩი ამ გუნდებმა აქამდე უკვე ორჯერ ჩაატარეს, 1965-1966 და 2006-2007 წლების სეზონში და ორივე მათგანში გამარჯვებული სამეფო კლუბი გამოვიდა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)