პიზჩეკი 10 მილიონი ევრო ღირს
როგორც მოგეხსენებათ მადრიდის რეალი მარჯვენა მცველს ეძებს და თვალი პოლონელ ლუკას პიზჩეკს დაადგა. ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ფეხბურთელის აგენტმა, რომელმაც ის 10 მილიონ ევროდ შეაფასა.
"ლუკასი ბედნიერია ბორუსიაში, მაგრამ მადრიდის რეალის შმოთავაზებაზე უარის თქმა მისთვის ძალიან ძნელი იქნება. ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ვინმეს მისი შეძენა მოუნდება 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს დორტმუნდის ბორუსიას." - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ბართლომეი ბოლეკმა.
გამომცემლობა AS კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მალე შედგება სატელეფონო საუბარი ბოლეკსა და კარანკას შორის, რომლის შემდეგ გადაწყდება ფეხბურთელის ბედი. შეგახსენებთ, რომ პიზჩეკს დორტმუნდის ბორუსიასთან კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა. ამასთან ერთად როგორც ჩანს პოლონელი არ გამოირჩევა უხეშობით, რადგან მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათია.
- 10 მაი 2012
- 2293
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.