ჟოზე: ”არასდროს ვმალავდი ჩემს ნაკლს”

ჟოზე მოურინიომ ესპანურ გამო,მცემლობა ”ABC”-თან საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა.


საკუთარ თავზე

"საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 49 წლის გახლავართ. ჩემი ბიჭებიც გრძნობენ ჩემს ძალას, ჩემს ხასიათს, ჩემს ამბიციას. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ცხოვრება უყვარს, რაც ყოველთვის როდია პოლიტიკურად კორექტული. მე სისტემაში ვერ ვჯდები. მე თავისუფლებისთვის ვიბრძვი. სულაც არ მაინტერესებს მომცემენ თუ არა ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციას იმის გამო, რომ პირადპირ ვლაპარაკობ იმაზე, რასაც არანორმალურად მივიჩნევ. არასდროს მიცდია, რომ ჩემი ნაკლოვანებები დამემალა, არასდროს ვცდილობდიო იდეალური ჯენტლმენის იარლიყი მიმეკერებინა საკუტარი თავისთვის. არც ფეხბურთში და არც ცხოვრებაში იდეალური ადამიანები არ არიან. არ ვაპირებ შეცვლას. მთელი ცხოვრება დამოუკიდებელი ვიყავი, ასე რომ მითუმეტეს ეხლა არ მაინტერესებს ჩემზე ვინ რას ფიქრობს და რა კრიტიკა მატყდება თავს. უმნიშვნელო კრიტიკა და შეურაცხყოფა ჩემთვის არაფრის მანიშნებელია, ეხლა მთლად ნუ იტყვიან , რომ მე პორტუგალიელი დიქტატორი ვარ, ეს ჩემთვის ცოტა დიდი შეურაცხყოფა იქნება. ეს ყველაფერი, მიუხედავად მათი მთქმელისა და მნიშვნელობისა, ჩემზე უკვე აღარ მოქმედებს, ერთადერთი რაც მაღელვებს არის ის, რომ ჩემი შვილები კითხულობენ ამას ჟურნალ-გაზეთებში და ამბობენ:

”შეხედე მამა , შენზე რას წერენ.”


მაგრამ მე მათ მუდამ ვეუბნები, რომ ეს უმნიშვნელოა, რომელზეც ყურაღება არ უნდა გაამახვილონ.


”მადრიდის რეალში” მუშაობის გაგრძელება

"არც ერთ მწვრთნელს ჩემამდე ევროპის სამ უპრესტიჟულეს და უძლიერეს ჩემპიონატებში (ესპანეთი, იტალია, ინგლისი) არ უზეიმია ჩემპიონობა. ეს იყო ჩემი მიზანი.არ ვფიქრობ, სამუდამ მხოლოდ და მხოლოდ მე ვიქნები ისეთი, ვინაც ეს შეძლო. ათი წლის მანძილზე ველოდები, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ჩემი მიღწევის გამეორებას. ჩემი ამჟამინდელი მიზანი, ტურნირის ”მადრიდის რეალთან” ერთად მოგებაა. მადრიდული ეტაპის შემდეგ, რომელიც ჩემი სახლი გახდა, მე კიდევ ვაპირებ ევროპის სამ უძლიერესი ჩემპიონატიდან ერთ-ერთში მუშაობას. მაგრამ ამ ეტაპზე მე კონტრაქტი მომდევნო ორ წელზე მაქ გაწერილი, ჩემი ოჯახი და მე მოხარულები ვართ იმით, რომ ჩვენს ცხოვრებაში სტაბილური პერიოდი დადგა, რომელიც ჩვენ გვაკლდა, ვინაიდან ყოველ ორ-სამ წელში ერთხელ ვიცვლიდით ადგილსამყოფელს. ამიტომაც ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ ”მადრიდის რეალში” ვაგრძელებ მუშაობას.

”ბარსელონა” და ჩემპიონთა ლიგა

"ჩემი ცხოვრებისეული მიზანი კი არაა ”ბარსელონას” დამარცხება, მაგრამ იმისთვის, რომ მოიგო ლიგა, აუცილებელი იყო მათი ჰეგემონიის დამხობა, მათი აკრეფილი ციკლის შეწყვეტა. ეს იყო ”რეალის” უმნიშვნელოვანესი დავალევა , ისევე როგორც ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბისა, რომ არ მიეცა სხვა გუნდისთვის ნაციონალურ ჩემპიონატში დომინირების საშუალება. მიუხედავად ამისა, უარს ვაცხადებ, რომ რამე ვთქვა ”მადრიდის რეალის” ჰეგემონიის დაწყებაზე. ვხედავ, რომ ”მადრიდის რეალი” რამდენადმე კარგად თამაშობს, ბოლო ორი წლის მონაცემებთან შედარებით. უკვე ძველებურად აღარაფერი არ იქნება.”

”ამ წელს ვერ მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ გაიხსენეთ, რომ რამდენიმე წლის მანძილზე ”რეალი” ვერ ახერხებდა 1/4 ფინალამდე გასვლასაც, ამჟამად კი უკვე ზედიზედ ორი წელია, რაც ნახევარფინალში ვთამაშობთ, საიდანაც ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმების შედეგად დავთმეთ. ”მადრდის რეალს” არ შეუძლია დაუსრულებლად გამარჯვებები, მაგრამ თუ მას არ გამოსდის რაღაცის მოგება, ის მუდამ უნდა იყოს ტიტულთან ძალიან ახლოს.”

ფლორენტინოსთან ურთიერთობა

"ფლორენტინო ძალიან რთულ საქმეს მოეჭიდა. მან შეძლო და მეც ჩამიყოლია თავის პროექტში, ეს კი თავისი ფიქრებით და შეხედულებებით მოახერხა. მე დარწმუნებული ვიყავი. იმ მომენტშიც , როცა ”ინტერთან” ერთად მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, მე ”მადრიდის რეალი” მჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩემი კარიერა შემდგარად ჩათვლილიყო. თუ მე არ მომეცემოდა ”მადრიდის რეალის” გაწვრთნის საშუალება, ჩემი კარიერა ბოლომდე სრული არ იქნებოდა. ყველაზე მთავარი ის კი არაა, რომ გაწვრთნა ან ითამაშო ”მადრიდის რეალში”, არამედ გაიმარჯვო ”მადრიდის რეალთან” ერთად. ”მადრიდის რეალის” გაწვრთნა ყოველთვის რთული დავალება იყო და ის ყოველთვის დარჩება ყველაზე რთულ ეტაპად ჩემს კარიერაში.”

სტილი

”დაე შეხედონ ჩემს შედეგებს. რამდენი გოლი გაჰქონდა ”ჩელსის”, რამდენი გამარჯვება იყო. ჩემი სიმდიდრე იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვიყავი მწვრთნელი. თუ იტალიაში მიდიხარ მაგალითად და თამაშობ მანდ იგივე ფეხბურთს, რასაც ინგლისში იყავი მიჩვეული, მაშინ ვერაფერსაც ვერ მიაღწევ. მე ვფიქრობ, რომ შევძელი ისეთი ფეხბურთელების აზროვნების ცვლილება, რომლებიც თვლიდნენ, რომ საკმაირისია ნიჭი და მეტი არაფერი. ჩემთან ეს არასაკმარისია. ნიჭი ფუნდამენტალურია, მაგრამ არანაკლებია გულით, ემოციით, ამბიციებით თამაში. მე მიყვარს ”რეალის” ლამაზი თამაში, უპირატესობას ვანიჭებ გახსნილ, სწრაფ და ინტენსიურ ფეხბურთს მოედანზე კარგი მოძრაობით. არ მომწონს, როცა მეტოქე მხოლოდ ბურთის გამოტანაზე თამაშობს ან მხოლოდ და მხოლოდ ბურთის ფლობით კმაყოფილდება.”

გონსალო იგუაინი

”ის გააგრძელებს ”მადრიდის რეალში” თამაშს. ის ითამაშებს იმიტომ, რომ მე არ მინდა მისი გაშვება. ”მადრიდის რეალიც” არ აპირებს მის სადმე გაშვებას. გარდა ამისა, მას კონტრაქტი აქვს, რომლის მიხედვითაც მას ჯერ კიდევ ბევრი წელი აქვს აქ სათამაშო. პიპა არაა ის ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი წლით რჩება გუნდში და ღებულობენ მცირედს. ის იმდენს ღებულობს, რამდენსაც სხვა ფეხბურთელები. ჩვენ შეიძლება მივიღოთ 40,50,60 მილნ. ევროიანი წინადადება, მაგრამ არანაირი აზრი მას არ ექნება, ვინაიდან ”რეალი” უარს იტყვის მის გაყიდვაზე. ამიტომაც ამ ფეხბურთელის ერთადერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ წელს იმეოროს ერთი და იგივე და დაუმტკიცოს იმ ხალხს, ვისაც მისი ხილვა გუნდში არ სურს, რომ ის არსად არ მიდის. ორი თავდამსხმელი მომდევნო სეზონისთვის ესენი იქნებიან: გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა და აქ არაფრის განხილვას აზრი არ აქვს.”

ახალი მეკარის ძიება

” ”მადრიდის რეალი” ეძებს მეკარეს, ვინაიდან ადანს არ სურს აქ მუშაობის გაგრძელება. ჩემი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ დავარწმუნო ანტონიო დარჩენაში. დახმარებისთვის იკერსაც მივმართე! ჩვენ მას უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა მივცეთ, დავპირდეთ მას სათასო შეხვედრებში თამაში. მაგრამ მე აღმაფრთოვანებს მისი მიზანსწრაფულობა:

”მოხარული ვარ ვიყო ”მადრიდის რეალის” ნაწილი, მაგრამ მინდა, რომ ყოველ კვირას ვითამაშო.”


ამ ყველაფერს კი პრესამ ასეთი ადაპტაცია მისცა:

”მოურინიოს სურს იკერზე ზეწოლა მოახდინოს”.


ფეხბურთელებთან ურთიერთობა

აუცილებელია, რომ ფეხბურთელებს სტიმული მისცე, ვინაიდან ლიდერად ყოფნის დავალება არც თუ ისე ადვილია. ერთხელ იკერმა მითხრა:

”ჯანდაბა, მთელი სეზონის მანძილზე იყო მომენტები, როცა თქვენ ძალიან მკაცრი იყავით და ჩვენგან ბევრს ითხოვდით, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ზოგჯერ ისე იქცეოდით ჩვენთან, როგორც ნამდვილი მოწესრიგებული ძაღლიშვილი.”


მე მაშინ მათთან ერთად ძალიან ბევრი ვიცინე, მაგრამ ვიცოდი, რომ რასაც ვაკეთებდი და რისი მიღწევაც მინდოდა. ზოგიერთ შეთხვევაში აუცილებელია, რომ დაალაგო სიტუაცია. ”ბავარიასთან” დამარცხების შემდეგ, ფებურთელებმა იხილეს ყველაზე ყურადღებიანი და გამგები მწვრთნელი, მაშინ მე მათ ვუთხარი:

”დამშვიდდით, ჩვენ ეს ესაა ჩემპიონაი მოვიგეთ.”


აუცილებელია, რომ ფეხბურთელებისგან მაქსიმალური გამოწურო და მიიღო. მწვრთნელი, რომელსაც ამის კეთება არ მოსწონს, ვერ გაჩერდება თავის ადგილას დიდხანს.”

მოთხოვნები

”მე არ ვიცნობ შტატიან კლუბის თანამშრომელს, რომელიც არ არის ფეხბურთის თავგადაკლული მოყვარული და მადრიდისტა, ასევე არ ვიცი არცერთი ფიზიოთერაპეპტი, რომელიც გიჟივით არ ცდილობდა, რომ ფეხბურთელი მზად ყოფილიყო კვირის თამაშისთვის, ვინაიდან ის მადრიდისტა იყო. როგორც რიბოტი (კლუბის პრეს-ატაშე) იტყვის, მას ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად ”მადრიდის რეალი” უყვარს. აი, სწორედ ასეთი ”გიჟები” უნდა მუშაობდნენ ჩემთან.”

შაჰინი

”შაჰინი გუნდში რჩება. მას ჩვენთან ერთად არ გაუტარებია სრული წინასასეზონო მომზადება, მაგრამ ამ წელს ეს პრობლემა უკვე აღარ იქნება.”

ბენზემა

”ბენზემა ძალიან კარგია. ის თვის პროგრესში ყველაზე მეტადაა დამნაშავე. რიბოტი მას ძალიან დაეხარა სოცილური განხრით. ზიზული თითქმის ყოველთვის მის გვერდით იყო, რომ დახმარებოდა. მე ძალიან მკაცრი ვიყავი მის თამაშთან მიმართებაში:

”არა, ეს მიუღებელია, შენ უფრო მეტი უნდა გაიღო და ეს უნდა შეცვალო”


მიმდინარე წელს მან შეძლო რამოდენიმე ჩვევის მოშორება და საერთო ჯამში ბრწყინვალე სეზონი გამოუვიდა.”

პეპე

"პეპე შესანიშნავ სეზონს ატარებს. ხალხი უნდა დანებდეს და ფარ-ხმალი დაყაროს ფაქტების წინაშე. ის არანორმალურად პროდუქტიულია, რაც მის ღირსებას უსვამს ხაზს. სხვები მის ადგილას წავიდოდნენ ან იტალიაში ან ინგლისში. იყო პრობლემები კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მაგრამ ის მუდამ ამბობდა:

”მხოლოდ და მხოლოდ ”მადრიდის რეალი”, სხვა სახელი არ გამაგონოთ.”


მას უკეთესი კონტრაქტის გაფორმება თავისუფლად შეეძლო სხვა გუნდებთან. ხანდახან ადამიანებს უწევთ მსხვერპლის გაღება საყვარელი საქმიანობისთვის.”

ტრანსფერები

"ორ ცვლილება შევიტანთ იმისთვის, რომ უკეთესი და უფრო ძლიერი გახდეს გუნდი. ფეხბურთელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში მოვიდნენ, მომდევნო წელს უფრო ადაპტირებულნი იქნებიან. გავაუმჯობესებთ და სრულვყობთ ინფრასტრუქტურას. ჩვენ ძალიან ძლიერი და კარგი სამწვრთნელო შტაბი გვყავს: რუი ფარია, სილვინიო, მორაისი და კარანკა.”

ოქროს ბურთი

ვინ მოიგო ამ წუთისთვის ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი? კრიშტიანომ. ვინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა? არავინ. ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს? კრიშტიანო. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)