კარანკა : "მიზანი 100 ქულის მოპოვებაა"

"გრანადას" დამარცხების შემდეგ, აიტორ კარანკამ პრესკონფერენცია გამართა...


"მადრიდულ გიგანტს ახალი გამოწვევა აქვს, ჩვენი მიზანი ყველა დროის რეკორდის მოხსნა და 100 ქულის მოპოვებაა, ეს მართლაც საუკეთესო შედეგი იქნება. გუნდი მაქსიმალურად იხარჯება და თითოეული ფეხბურთელი მხოლოდ წარმატებაზე ფიქრობს."

"ჩვენ ვერ დავტოვეთ სათანადო შთაბეჭდილება, რადგან მოტივაცია შედარებით ნაკლები იყო, ალბათ უფრო სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხანდახან გაგიმართლებს, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც დასანანად დაგვიკარგავს ქულებს, მაგრამ საბედნიეროდ იღბალი ჩვენ მხარეს იყო და 3 ქულას მოვუყარეთ თავი."

"გრანადა კარგი გუნდია, ისინი განსაკუთრებული დაძაბულობითა და ყურადღებით გამოვიდნენ მოედანზე და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს, უპირატესობა გარდამავალი გახლდათ, მაგრამ სადავეები მაინც ვიგდეთ ხელთ, საბოლოო ჯამში კარგი შეხვედრა გამოვიდა."

"კრიშტიანო რონალდო ბედნიერია, რადგან ლა ლიგის მოგება შევძელით, პორტუგალიელი მთელი ჩემპიონატის მანძილზე განსაკუთრებულ მოტივაციას იჩენდა, რადგან ტიტულის მოპოვება სურდა. იგი გუნდისთვის ყველაფერია." dle 10.1

  • Hala
  • 5 მაი 2012
  • 2344
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)