არბელოა: "ბარსას დიდება დასასრულს უახლოვდება"

მადრიდის "რეალის" განაპირა მცველმა, ალვარო არბელოამ, "სიბელესზე" ჩემპიონობის აღნიშვნის შემდეგ, XL Semanal-თან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა.


"ვგონებ, მოვიდა ჩვენი დრო.შექმნილ სიტუაციას, ცნობილ ფრაზას მოვარგებ "გლადიატორიდან" - "შენი დიდების დღეები მალე დასრულდება."მადრიდელები დარწმუნებულნი ვართ ამაში."

"შესაძლოა ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს კარიერაში, ისეთი დიდი კლუბის დამარცხება იყო, როგორიც "ბარსელონაა."

"ადამიანები არასწორედ ფიქრობენ მოურინიოზე.ჟოზე არც ეშმაკია და არც სკანდალისტი.ის შესანიშნავია ადამიანია.ნებისმიერ თემაზე შესაძლებელია მასთან საუბარი.ვფიქრობ, მისი ძლიერი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ მუშაობის შეცვლასთან ერთად, დამოკიდებულას იცვლის ფეხბურთელთან.თამაშამდე შეიძლება მკაცრად დაგელაპარაკოს, ხოლო მატჩის შემდეგ გადაგეხვიოს.ჟოზე პირდაპირი ადამიანია, რასაც ფიქრობს, პირში გეუბნება."

"ევროპის ჩემპიონატისა და მუნდიალის მოგების შემდეგ, კვლავ მინდა ნაკრებში თამაში."

"ბევრი ნაცნობი მყავს, რომლებიც თავს არიდებენ სოციალურ ქსელებს, გამომდინარე იქედან, რომ შესაძლოა მასიური კრიტიკის ობიექტი გახდნენ.მე ალბათ, გამიმართლა, რამეთუ ჭირშიც და ლხინშიც, ადამიანებისგან საკმაოდ თბილ წერილებს ვიღებ.რასაკვირველია, არის შემთხვევები, როდესაც არასახარბიელო გზავნილებიც მომდის, თუმცა დიდ ყურადღებას არ ვამახივლებ და პირდაპირ "სპამში" ვუშვებ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)