და მაინც რა მოხდა მარტინესსა და რონალდოს შორის?

ხავი მარტინესი რონალდოს: "წადი და მადრიდში აღნიშნე"


შელაპარაკება რონალდოსა და ხავი მარტინესს შორის თამაშის შემდეგ მოხდა. რამოდენიმე წუთით ადრე კი პორტუგალიელი პუბლიკას მადრიდის "რეალის" ლოგოზე, წარწერა "LFP"-ზე, და ანგარიშზე მიანიშნებდა, რადგანაც ლიგის გამარჯვებულს მუდამ ესმოდა მისთვის განკუთვნილი ასეთი შეძახილები "სულელი, სულელი" ანდაც"პორტუგალიელი ბ...ს შვილი". ტეიშეირა ვიტიენესის საფინალო სასტვენის შემდეგ, კრისტიანო რუი ფარიასთან ერთად მოედნის ცენტრისაკენ წავიდა გამარჯვების აღსანიშნავად.

ხავი მარტინესი 71-ე წუთზე გააძევეს ორი ყვითელისათვის. მეორე ყვითელი მან ხელით თამაშისათვის მიიღო. ის კრისტიანოსაკენ წავიდა თავისი გულშემატკივრის ინტერესის დასაცავად. თუკი დავუჯერებთ გამომცემლობა "კუატროსა" და "ლა სექსტას", რომლებმაც ფეხბურთელების ნალაპარაკები მათი ტუჩების მოძრაობით გაშიფრეს, მაშინ მათი კამათი ასე ჟღერდა: "წადი აღნიშნე მადრიდში, აქ ნუ ზეიმობ," უთხრა ხავი მარტინესმა. კრისტიანომ უპასუხა, "მოკეტე მე ჩემპიონი ვარ." ამაზე კი გაცეცხლებულმა "ატლეტიკის" მოთამაშემ მიუგო: "მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ შე ნაბიჭვარო." პორტუგალიელმა ეს უკვე ვეღარ მოითმინდა და მას უცენზურო ჟესტი აჩვენა. გუშინ, ხავი მარტინესი ელაპარაკა "ონდა სეროს" მომხდარ ინციდენტზე: " მე მას ვუთხარი, "მსოფლიო ჩემპიონი ვარ," და დავუმატე რომ არ აღენიშნა გამარჯვება, მეტი არაფერი. მას ნაბიჭვარიც ვუწოდე... შემდეგ წელს, როდესაც მას შევხვდები უბრალოდ ხელს ჩამოვართმევ და მეტი არაფერი. ნეტა გუშინაც ჩამომერთვა და ამით მორჩენილიყო. ერთი მომენტი, კასილიასის დაძახებაც დავაპირე სიტუაციის ასახსნელად, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე."

წყარო: AS.COM

P.S დიდი ხნის შესვენების შემდეგ დავბრუნდი ავტ. dle 10.1

  • ivane
  • 4 მაი 2012
  • 4568
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)