კარანკა: "იგუაინი მნიშვნელოვანი ფიგურაა შემადგენლობაში"

პრიმერა დივიზიონის ჩემპიონის მეორე მწვრთნელმა, აიტორ კარანკამ, "გრანადასთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


"გონსალო იგუაინი მნიშვნელოვანი ფიგურაა შემადგენლობაში.ჩვენ მომავალ სეზონშიც ვთვლით მასზე.რა თქმა უნდა, არ გვინდა რომ პიპიტამ გუნდი დატოვოს."

"გამომდინარე იქედან, რომ მიზანს მივაღწიეთ, ხვალინდელ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობა სახეცვლილი იქნება.რასაკვირველია, ნებისმიერი ფეხბურთელი ბოლომდე იბრძოლებს გამარჯვებისათვის.სანახაობრივი და კარგი თამაშით, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქომაგებს მხარდაჭერისათვის."

"გულშემატკივრები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან სიბელესზე ზეიმს, განსაკუთრებით პრიმერას მოგების შემდეგ.ისინი მუდამ ჩვენს გვერდით იყვნენ, რაც თავისთავად ფეხბურთელების ამაღლებულ სულისკვეთებაზე მეტყველებს.მწვრთნელიც თავის ფორმაციაში გადამწყვეტ როლს ანიჭებს ინჩასებს."

"რეალი" დიდ პატივისცემას გრძნობს იმ გუნდებისგან, რომელთა ბედიც სასწორზე დგას.ახლა იმ მოთამაშეებს მივცემთ შანს, რომლებსაც სეზონის განმავლობაში ნაკლები დრო ერგოთ.მიუხედავად ყველაფრისა, მხოლოდ 3 ქულაზე ვაპირებთ თამაშს."

"მადლობა სამწვრთნელობა შტაბს იმ დამოკიდებულებისადმი, რომელიც ჩემს მიმართ გააჩნიათ.სილვინო ლოურო, რუი ფარია და ჟოზე მორაიში, კარგი ადამიანები არიან.მათთან ერთად მუშაობა კომფორტულია.ფეხბურთი არის სამუშაო, თუმცა ადამიანობა უპირველესია.ნამდვილად ვგრძნობ სიყვარულს მათგან."

"კასტილიელი ფეხბურთელები ჩვენს გვერდით იყვნენ.წლევანდელ სეზონში, ახალგაზრდებმა პირველ გუნდს დახმარება გაუწიეს და სწორედ ეს იყო მიზეზი მათი სიბელესზე ყოფნისა.იმედია, ისინი სეგუნდაში გადმოვლენ.ფანტასტიკურ სეზონს დასასრულიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს.რაც შეეხება მომავალ წელს მათ ასპარეზობა უფროს მადრიდელებთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იქნებიან კასტილიელები."

"სან მამესზე" მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრი გვიტრიალებდა თავებში.საბედნიეროდ, 3 ქულა ავიღეთ და ჩემპიონობაც ვიზეიმეთ.ჩვენ არ გვაინტერესებს, რას საუბრობენ სხვები." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)