რიკის "პსჟ" იხმობს

მოგეხსენებათ, ფრანგული პსჟ დიდი ტრანსფერების გაჩარხვას გეგმავს, კარლო ანჩელოტის გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, რისთვისაც დღევანდელი რესურსი ნამდვილად არ არის საკმარისი, ფრანგული კლუბი რამდენიმე ვარსკვლავის დამატებას საჭიროებს და ამისათვის ყველაფრის გაკეთებას გეგმავს...


უკვე ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიკარდო კაკას მომავალი სწორედ საფრანგეთში სჩანს. მადრიდულ გუნდში ბრაზილიელის საქმე არც ისე კარგად მიდის, იგი სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ განიხილება, ჟოზე მოურინიო ნახევარდაცვის ცენტრში მესუთ ოზილის თამაშს ანიჭებს უპირატესობას.

კარლო ანჩელოტის განცხადებით რიკარდოს დრო ჯერ არ წასულა და იგი ყველაფერს გააკეთებს ნახევარმცველის გადასაბირებლად, იტალიელი სპეციალისტის აზრით "პსჟ"-ს აღორძინებაში რიკარდომ უდიდესი წვლილი უნდა შეიტანოს და სწორედ ის უნდა გახდეს გუნდის ღერძი.

ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმის შესახებ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ჟოზე მოურინიო "8"-იანის წასვლას დათანხმდება და კაკა "ბლანკოსის" ფორმას გაიხდის, მისი შეძენით მთავარი კანდიდატი კი სწორედ პარიზის გუნდია.

ფრანგები მზად არიან ბრაზილიელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ, კონტრაქტის პირობებსა და ხელფასზე კი თავად ფეხბურთელს მოელაპარაკონ. dle 10.1

  • Hala
  • 3 მაი 2012
  • 2752
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)