მოურინიო: ”ტიტულის მოგება აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ”

ესპანელმა ჟურნალისტებმა ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ ჩამოართვეს.


“ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ ჩემპიონობა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ხვალის შემდეგ მუშაობა, ვინაიდან მომდევნო სეზონი ასევე რთული და დაძაბული იქნება, ხოლო მიმდინარე წელს კი კვლავ დაგვრჩა რამოდენიმე თამაში სათამაშოდ. გუნდი უფრო მეტ ემოციას და მხარდაჭერას იმსახურებს და მე იმედი მაქვს, რომ ”ბერნაბეუ” მათ ამ ყველაფერს ”მალიორკას” წინააღმდეგ თამაშში მისცემს.”

”107 გოლიანი რეკორდის დამხობა არის ის, რასაც თქვენ ყველაზე მეტად უკირკიტებდით, მაგრამ ეს უკვე ის დეტალია, რომელზეც მხოლოდ მას შემდეგ უნდა ისაუბრო, რაც ჩემპიონის ტიტულს დაეუფლები. ტიტულს, რომელიც ყველას ეკუთვნის.”

”გულშემატკივრები, რომლებიც გუნდთან ერთად იყვნენ , ყველანაირად გვაჩვენებდნენ, რომ გვერდით გვედგნენ. მინდა ყველა მათგანს მივულოცო, განსაკუთრებით ჩვენს ოჯახებს, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან. შეიძლება გუნდის დიდი გულშემატკივარი იყო, ან ერთ-ერთი დიდი პროფესიონალი , რომელიც გუნდში მუშაობ, მაგრამ ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენზე ყველაზე მეტად განიცდიან ჩვენი და გუნდის გამო. ისინი მუდამ ჩვენ გვერდით არიან. ჩემი მეუღლე და ბავშვები მაძლევდნენ მე ყველა იმ სითბოს და მხარდაჭერას, რომელიც ფორმაში ყოფნისთვის მჭირდებოდა.”

”მე პორტუგალიაში მოვიგე ჩემპიონობა, ასევე იტალიაში და ინგლისში, მაგრამ ეს ყველაზე განსაკუთრებული იყო. მე შვიდი ლიგის ტიტული მაქ ჯამში მოგებული და ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს. ”ბარსელონამ” მოიგო ყველა თავისი თამაში, როგორც დიდ გუნდს ეკადრება. ისინი ბოლო წუთამდე იგებდნენ და იბრძოდნენ, ის დიდი გუნდია, რომელმაც იცის, რომ ჩვენ ეს ტიტული დავიმსახურეთ.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)