კარანკა: ”ფეხბურთელებმა ეს დაიმსახურეს”

თამაშის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე აიტორ კარნაკა და იკერ კასილასი წარსდგნენ.


კარნაკნა

"ყველაფერი ეს ასე იოლი არ ყოფილა. წინასასეზონო მომზადებისას ბევრი ვიმუშავეთ და მთელი წლის მანძილზე ვაგრძელებდით მუშაობას. ეს არის ფეხბურთელების ბრწყინვალე გუნდი, რომელმაც ეს ტიტული დაიმსახურა. წინა წელთან შედარებით მიმდინარე წელს მორიგი ნაბიჯი გადავდგით წინ. ლა ლიგის ჩემპიონი ხდება ის, ვინც მთელი წლის გადმოსახედიდან გამომდინარე ხდება გამარჯვებული. მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ ანალოგიურად მუშაობა.”

”ორი სეზონია, რაც თავდაუზოგავად ვმუშაობთ. წინა წელს კოპა დელ რეის ტიტული მოვიგეთ და ამან ძალიან გაგვახარა, ვინაიდან გუნდს ეს ტიტული დიდი ხნის მანძილზე არ ქონდა მოგებული. მიმდინარე სეზონში კი ლა ლიგის ტიტულის მოგებით მორიგი ნაბიჯი გადავდგით წინ.”

”ეს ჩემი პირველი ტიტულია ”მადრიდის რეალში” მუშაობის მანძილზე. საკმაოდ განხვავებულია, როცა ამ ტიტულს, როგორც ფეხბურთელი ისე იგებ. ეხლა უკვე სწორედ მათი დროა, დროა , ამ ბიჭებმა აღნიშნონ ის, რაც დამსახურებულად მოიგეს და რასაც მიაღწიეს. ჩვენ კი შაბათის მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ და სეზონის წინა თამაშებისთვისაც. საკმაოდ კარგი გრძნობაა, როცა მთელი წლის ნამუშევარის შედეგს იმკი. ამ გუნდს აქვს ხასიათი, გუნდის ფეხბურთელების საკმაოდ ძლიერები არიან. სწორედ მათ მოგვიყვანეს ჩვენ იმ დონემდე, რა დონეზეც ამჟამად ვართ.”

კასილასი:

”ეს ადვილი არ ყოფილა. ჩვენ 6:0 გამარჯვებით დავიწყეთ ”სარაგოსასთან”, მაგრამ როგორც სხვა გუნდებს, გვქონდა, როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი. ყველაფერი თავდაყირა დადგა მაშინ, როცა ერთი თვის წინ ზედიზედ ვერ ვახერხებდით თამაშების მოგებას. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად დავიმსახურეთ ეს ტიტული. ჩვენ და თითოეულმა მადრიდისტამ უნდა აღვნიშნოთ ეს.”

”ყველაფერი, რაც ”მადრიდის რეალს” არ ეხება გვერდზე უნდა გადავდოთ. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზე და იმ ტიტულზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება, რომელიც მოვიპოვეთ. სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული მის დასრულებამდე ვდომინირებდით და არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო იმაზე, რაც გვარდიოლამ ან რომელიმე სხვა თქვა , ვინაიდან ეს არ თქმულა ”მადრიდის რეალში”, დანარჩენი კი უბრალოდ ჩვენ არ გვაინტერესებს.”

”მე ვიცი, რომ ჩემი რამოდენიმე თანაგუნდელისთ ეს ტიტული ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მათთვის პირველია. ისინი აქ რამოდენიმე წლის წინ მოვიდნენ და ღებულობდნენ გამოცდილებას იმ პერიოდში, როცა ჩვენი მთავარი კონკურენტი ყველაფერს იგებდა. მე სხვა სიტუაციებიდანაც მიმიღია გამოცდილება, ვინაიდან აქ უკვე 13 წელია , რაც ვარ. ლა ლიგაში ყველკაზე მეტჯერ უნდა მოიგო, მუდამ სტაბილურად უნდა გამოიყურებოდე და სწორედ ეს დაგეხმარება ტიტულის მოგებაში. ჩვენ ვიცოდით , თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ კიდეც.” dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (185)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)