ზიზუ: "ბავშვის აღზრდა უფრო რთულია, ვიდრე თამაში"

ფრანგული ფეხბურთის ლეგენდის, ზინედინ ზიდანის, ინტერვიუ, ჟურნალ "Esquire España"-სთან.


რასაკვირველია, კავშირი მაქვს არაბულ სამყაროსთან.ის რაც დევს სისხლში, მემკვიდრეობით მივიღე მშობლებისაგან.ვამაყობ, რომ ფრანგი ვარ და ასევე ვამაყობ, იმით, რომ ფესვები საშუალებას მაძლევს ვიყო მრავალფრენოვანი.ვფიქრობ, მრავალფეროვნება ნებისმიერი ოჯახისათვის დიდ უპირატესობად ითვლება.ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა ეროვნების მშობლები ჰყავთ, საუბრობენ რამდენიმე ენაზე და არიან გაცილებით გახსნილები, რამეთუ ადრეული ასაკიდანვე შეხება აქვთ განსხვავებულ კულტურებთან.შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი რამ ხდება ჩემი შვილების ირგვლივ.ისინი რამდენიმე ენაზე საუბრობენ.

რაც ვიცი, ყველაფერი მამის დამსახურებაა, ყველაზე მეტად, მან პატივისცემის დაფასება მასწავლა.მისთვის ალჟირიდან საფრანგეთში გადაბარგება შოკი იყო.რა თქმა უნდა, გაუჭირდა ადაპტაცია ახალ კულტურასთან, სამუშაოს მოძიება და თავის წარმოჩენა.როდესაც გარემოს იცვლი, ორმაგი ძალისხმევის გაღება გიწევს, რათა მოიპოვო დაფასება და ამასთანავე პატივი სცე სხვებს.ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფერს ჩემს შვილებს გადავცემ.

ბავშვობაში მკაცრად მიდიოდა ჩემი აღზრდა და ახლა ვხვდები, რომ ადრეულ ასაკში შეძენილი დისციპლინა, რთულ მომენტებში ძალზედ გამომადგა.მამაჩემი ბრწყინვალე გზამკვლევის ფუნქციებს ითვისებდა.მის დარიგებებს მთელი კარიერის განმავლობაში ვიზიარებდი.

ბავშვობაში ქუჩაში მიყვარდა ბურთის გაგორება, მაგრამ მაღალ დონეზეც მომწონდა თამაში.როდესაც ხდები პროფესიონალი და აღწევ წარმატებას, რწფელი სული, რომელმაც ეს სპორტი შეგაყვარა, თანდათან ქრება შენიდან.ვფიქრობ, ამის მიზეზია ისაა, რომ ფეხბურთი სამუშაოს სტატუსს იღებს ადამიანში.

მსოფლიოს 2020 წლის მუნდიალის არაბეთში ჩატარება, კარგი მოვლენა იქნება.ხსენებულ ტერიტორიაზე ამჟამად 400 მლნ. ადამიანი ცხოვროვს.სავარაუდოდ, 8 წლის შემდეგ, მათი რიცხვი 700-მდე გაიზრდება.ჩემი აზრით, ყატარი ყველას დაანახებს, თუ როგორ უნდა მსოფლიოს პირველობის ჩატარება.

შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღესაც მწვრთნელი გავხდე
, მაგრამ იქამდე ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი.თუნდაც ლეცენზიის აღება (იცინის).არ ვყოყმანობ, უბრალოდ დარწმუნებით მინდა ვიცოდე, რომ მსურს ამ გზაზე გავლა.

დასახული მიზნის მისაღწევად, კაცობა გადამწყვეტია.როდესაც უდარდელად მიდის ცხოვრება, მაშინ ყველაფერი ადვილია, მაგრამ დგება ხოლმე მომენტები, როცა ჩიხში შედიხარ და სწორედ მაშინ გჭირდება ეს თვისება.

ფეხბურთის თამაშს რომ მოვრჩი, მსოფლიოში არა ერთი ნიჭიერი მოთამაშე იყო, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა შთამბეჭდავია.ალბათ, რონალდუ და მესი დანარჩენებზე მაღლა არიან, თუმცა ზოგადად ნიჭიერი ფეხბურთელების რიცხვი, საკმაოდ გაზრდილია.

სიმართლე გითხრათ, "ბარსელონას" ბოლო წლების აღორძინება, არ მაწუხებს, რამეთუ მსგავსი ფაქტი ზოგადად ფეხბურთს წაადგება.რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ "რეალმა" პროგრესის ეტაპი მალე დაამთავროს და საუკეთესოებს შორის, მოწინავე პოზიცია დაიკავოს.

ჩემთვის "ბარსელონა" საუკეთესო კლუბია, ხოლო "რეალი" მასზე უფრო მაღლა მდგომი.ეჭვგარეშეა, რომ მადრიდი ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია.

გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემი დროინდელი "ბლანკოსი," თავისუფლად დაამარცხებდა "ბარსას."


რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ფუტზალი, სადაც საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენაა შესაძლებელი.აღნიშნულ სახეობაში, ბურთთან ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, უფრო ტექნიკური თამაშია.

კარიერის განმავლობაში მიღებული 14 წითელი ბარათიდან, 12 მოწინააღმდეგის პროვოკაციის დამსახურებაა.ბუნებრივია, ამით თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ ჩემი ტემპერამენტიდან გამომდინარე, სხვანაირი გადაწყვეტილების მიღება არ შემეძლო.

ცხოვრების ყველა ასპექტში, შუამვლის ფუნქციის შესრულება ხშირად მიწევს და ამით კმაყოფილი ვარ.ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ადამიანის გაღიზიანებისა და პროვოკაციაზე წამოგებისა.ამიტომაც, როდესაც ასე ურიგოდ იქცევიან ჩემთან, ჯერ გულში მიგროვდება, ხოლო შემდეგ ვფეთქდები.

მამის სტატუსმა, ცხოვრებაში გაცილებით მეტი პერსპექტივა შემძინა.ბავშვის გაზრდა გაცილებით რთულია, ვიდრე ფეხბურთის თამაში.მათი შედარება არ შეიძლება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)