„შვიდიანი“ მარადიულია

შვიდიანი მარადიულია.............


გასული უქმეები, თითოეული მადრიდისტასათვის ნამდვილად მძიმე იყო.მოგეხსენებათ, ევროპული კარიერა დაასრულა „თეთრმა მეომარმა“ რაულ გონსალეს ბლანკომ.მართალია, მას ბუცები ლურსმანზე არ ჩამოუკიდებია, მაგრამ ზოგადად ის ფაქტიც არასასიამოვნოა, რომ ყოველ საფეხბურთო უიქენდზე, „ელ კაპიტანოს“ თამაშს, ტელევიზიით ვეღარ ვუცქერთ.

ალბათ, იმ ინფორმაციასაც წააწყდით რომელიმე სპორტულ საიტზე, რომ „შალკე 04“-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, „7“ ნომრიანი მაისური „გაიყინება,“ ანუ მას ვეღარავინ გამოიყენებს კლუბში.რასაკვირველია, ეს ყველაფერი რაულიტოს საპატივცემულოდ გაკეთდა, რაც ერთგვარი სასიამოვნო ფაქტია გერმანელების მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ჩემს მიერ ნახსენები მოვლენის შემდეგ, ბევრმა „რეალის“ ქომაგმა, გუნდის მესვეურები იმაში დადანაშაულა, თუ რატომ არ მოიქცნენ ისე, როგორც გელზენკირხენელები (საუბარია 7 ნომრიანი მაისურის გაუქმებაზე).მეც იმ აზრზე ვარ, რომ ბლანკო არაღირსეულად გაუშვეს გუნდიდან და ის უკეთეს მოპყრობას იმსახურებდა, მაგრამ მაისურის გაუქმება, დაუშვებლად მიმაჩნია.ჩემი მხრიდან რაულის მიღწევებზე საუბარი, ზედმეტი იქნება.ის არის უდიდესი მოთამაშე მადრიდული კლუბის ისტორიაში.ის არის ნამდვილი ლეგენდა, თუმცა შვიდიანი მარადიული იქნება სამეფო კლუბში.

ვფიქრობ, შვიდ ნომრიანი მაისურის გაუქმებაზე უკეთესი, იმ ფეხბურთელის მოძიებაა, რომელიც ღირსეულად ატარებს მას.დღევანდელ „რეალში,“ აღნიშნულ ნომერს, ნამდვილად დამსახურებული მეპატრონე ჰყავს, რონალდუს სახით.არ ვცდილობ, კრიშტიანუსა და რაულის შედარებას, უბრალოდ პორტუგალიელის „რეალური“ სტატისტიკიდან გამომდინარე, „კაპიტანო“ მშვიდად უნდა იყოს, რამეთუ „შვიდიანი“ საიმედო ხელშია.

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ნომრების „გაყინვა,“ ისტორიულად „რეალის“ გემოვნებაში რომ იყოს.ასეთ შემთხვევაში, მივიღებდით რაულს, რომელიც სამეფო კლუბის ლეგენდა გახდებოდა არა „შვიდიანით,“ არამედ „ცხრიანით,“ ან სულაც „ოცდარვით.“აღნიშნულით ხაზი იმას გავუსვი, რომ 7 ნომრით ასპარეზობდა დიადი ხუანიტოც, რომელმაც თავისი ეპოქა შექმნა ესპანეთის დედაქალაქში.მისი სიყვარული დღემდე მოყვება „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბებერ ტრიბუნებს.ამის ნათელი დასტურია, „ბლანკოსის“ ყოველი საშიანო მატჩის მე-7 წუთი, როდესაც „ულტრა სურის“ ლიდერი, საყვირით, ქომაგებს შემდეგი სიტყვების სკანდირებისკენ მოუწოდებს: „Illa,illa, illa. Juanito maravilla.“

მაშასადამე, არ გვინდა ნომრების გაუქმების მოთხოვნა და ა.შ.უმჯობესი იქნება, სხვანაირად მივაგოთ პატივი ლეგენდარულ ფეხბურთელებს.“შალკეს“ შემთხვევა ნუ დაგაბრკოლებთ, იქ რაულისნაირი გენიოსები, საუკუნეში ერთხელ ჩადიან, ან საერთოდაც არ ჩადიან.

ჰალა რაულ !!! ჰალა მადრიდ !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)