"ადიდასი" და "მადრიდის რეალი"-თანამშრომლობა გრძელდება

"სამეფო კლუბისა" და კომპანია "ადიდასის" თანამშრომლობა, რომელიც 1998 წელს დაიწყო კიდევ რვა წლით გაგრძელდება, იუწყება გამომცემლობა "marca"


როგორც გამომცემლობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს, "ბლანკოსები" აპირებენ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან ხელშეკრულება კიდევ რვა წლით გააგრძელონ. შესაბამისად მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლამდე გაგრძელდება. მაგრამ უკვე გაუმჯობესებული პირობებით.

ცვლილებაა თანხის ნაწილში, კერძოდ, თუ აქამდე "ბლანკოსებს" "ადიდასი" ყოველწლიურად 35 მლნ. ევროს უხდიდა, ამ ხელშეკრულების შემდეგ ეს თანხა 40 მლნ. ევრომდე ავა, შესაბამისად ეს იქნება ყველაზე დიდი ანაზღაურება, რაც კი საფეხბურთო კლუბებს კომპანიებისგან მიუღიათ. "ადიდასის" ხელმძღვანელობას ეს გადაწყვეტილება მიაღებინა იმ ფაქტმა, რომ მოურინიოს ხელმძღვანელობით გუნდი აშკარად პროგრესს განიცდის და წინ მიიწევს. თუ მანამდე კლუბს წლების მანძილზე 1/8 ფინალის გადფალახვა უჭირდა, უკვე მეორე წელია, რაც 1/2 ფინალში გადის, რაც თავისთავად იწვევს "სამეფო გუნდის" მაისურებისა და ატრიბუტიკის გაყიდვების ზრდას. ასევე წინა წელს გუნდმა წარმატებით იასპარეზა კოპა დელ რეის თასზე, რომელიც მას უკანასკნელად 18 წლის წინ ქონდა მოგებული. წელს გუნდი შესანიშნავად გამოიყურება და შიდა ჩემპიონატის მოგების მთავარი პრეტედენტია. გარდა ყოველივე ზემოთხსენებულისა, გაზრდილია ინტერესი გუნდის მიმართ, როგორც ტელე, ასევე ბეჭვდით მედიაში. dle 10.1

  • shvela
  • 28 აპრილი 2012
  • 2060
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (314)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)